Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება პეროტა?

პეროტას გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სისტემური და ადგილობრივი ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: – ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა); – აბდომინალური ინფექციები – პერიტონიტი, პელვიოპერიტონიტი, ქოლანგიტი, ნაღვლის ბუშტის ემპიემა, აპენდიციტი (გართულებული აბსცედირებული); – შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (გართულებული ინფექციების ჩათვლით) – პიელონეფრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი, გონორეა, ენდომეტრიტი, ვულვოვაგინიტი, მშობიარობის შემდგომი ენდომეტრიტი და ადნექსიტი; – ძვალ-სახსართა სისტემის ინფექციები; – კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები – ფლეგმონა, ფურუნკულოზი, აბსცესი, პიოდერმია, ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი, ინფიცირებული ტროფიკული წყლულები, ინფიცირებული ჭრილობები და დამწვრობები; – ინტრააბდომინალური ინფექციები; – ბაქტერიული ინფექციები პაციენტებში ნეიტროპენიით; – სეფსისი, მენინგიტი; – ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა. პრეპარატის ფართო სპექტრის ბაქტერიციდული მოქმედების გამო, მისი გამოყენება შესაძლებელია ემპირიული თერაპიის დროს, გამომწვევი ორგანიზმის იდენტიფიკაციამდე, ხოლო გამომწვევის დადგენის შემდეგ – პრეპარატისადმი მგრძნობელობის შესაბამისად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ქონდროქსილი?

ქონდროქსილის გამოყენების ჩვენებებია: ქონდროქსილის გამოყენება რეკომენდებულია შემდეგი მდგომარეობების დროს: •  ართრიტი. რევმატოიდული ართრიტი. პოლიართრიტი. •  ოსტეოქონდროზი. •  ოსტეოართროზი – პირველადი და მეორადი, სხვადასხვა ლოკალიზაციის, მათ შორის კოქსართროზი, გონართროზი, წვრილისახსრების ართროზი. •  ტრავმული დიზოსტოზი. •  სპონდილოზი •  პერიართრიტი. •  გაძვალების ენდოქონდრული და ქონდრულიდარღვევა. •  პარადონტოპათია. •  ფიბრომიალგია. •  კანის, თმების და ფრჩხილების დაავადებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კონტრიკალი?

კონტრიკალის გამოყენების ჩვენებებია: მწვავე პანკრეატიტი; ოპერაციის შემდგომი პანკრეატიტის და ცხიმოვანი ემბოლიის პროფილაქტიკა; ჰიპერფიბრინოლიზის შედეგად განვითარებული სისხლდენები და სისხლჩაქცევები: პოსტტრავმული, ოპერაციის შემდგომი, მშობიარობამდე, მშობიარობის დროს და მის შემდგომ; მძიმე ჰემორაგიული გართულებები თრომბოლიზური თერაპიის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება რინოპრონტი?

რინოპრონტის გამოყენების ჩვენებებია: მწვავე რინიტი (ვაზომოტორული, ალერგიული, ინფექციურ–ანთებითი); სინუსიტი; თივის ცხელება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ფუნგოდერმი?

ფუნგოდერმის გამოყენების ჩვენებებია: ფუნგოდერმის კრემი გამოიყენება პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე სოკოებით გამოწვეული კანის დაზიანების მკურნალობისას. ნაჩვენებია tinea cruris, tinea pedis, tinea corporis, tinea unguium, tinea versicolor და კანის კანდიდოზების მკურნალობისას. პრეპარატს  ასევე ნიშნავენ გრამ-დადებითი ბაქტერიების მგრძნობელობით გამოწვეული კანის გართულებული მიკოზების მკურნალობისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პროსულპინი?

პროსულპინის გამოყენების ჩვენებებია: ფსიქოსომატური დაავადებები, შიზოფრენია, დეპრესია, შაკიკი, ქალა-ტვინის ტრავმის ნარჩენი მოვლენები, რომლებიც ვლინდება დიგესტიური ხასიათის დარღვევებით, ნევროზული ხასიათის მოშლილობანი – მოუსვენრობით და თავბრუსხვევით (განსაკუთრებით ხანდაზმულებში). ბავშვებში გამოიყენება ლოკომოტორული მოუსვენრობის და შიშების სამკურნალოდ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პამიტექსი?

პამიტექსის გამოყენების ჩვენებებია: ოსტეოკლასტების მომატებულ აქტივობასთან დაკავშირებული მდგომარეობები: ჰიპერკალცემია გამოწვეული ავთვისებიანი სიმსივნით. ძვლების ოსტეოლიზური დაზიანება და ტკივილით გამოწვეული მკერდის კიბოს და მრავლობითი მიელომის მეტასტაზებით ძვალში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დეპო-პროვერა?

დეპო-პროვერას გამოყენების ჩვენებებია: კონტრაცეპცია; ენდომეტრიოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნორმოლიპი?

ნორმოლიპის გამოყენების ჩვენებებია: ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპექოლესტერინემია, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების  მაღალი შემცველობა სისხლში, სინთეზური სტატინების აუტანლობა-განსაკუთრებით ღვიძლის დაზიანების ფონზე, მეტაბოლური სინდრომი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ვესანოიდი?

ვესანოიდის გამოყენების ჩვენებებია: ვესანოიდი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებიც არიან რეფრაქტერულები ანთრაციკლინების მიმართ ან აღენიშნათ პროგრესირება ქიმიოთერაპიის ფონზე. ვესანოიდი გამოიყენება მხოლოდ რემისიის ინდუქციის მიზნით. ამის  შემდეგ პაციენტმა უნდა გააგრძელოს შემანარჩუნებელი ქიმიოთერაპია, თუ არ არსებობს რაიმე წინააღმდეგჩვენება. სრულად-ტრანს-რეტინული  მჟავის დანიშვნა შესაძლებელია როგორც არანამკურნალებ პაციენტებში, ასევე პაციენტებში, რომელთაც განუვითარდათ რეციდივი  სტანდარტული ქიმიოთერაპიის შემდეგ (ანტრაციკლინი და ციტოზინ არაბინოზიდი ან ექვივალენტური მკურნალობა) ან ქიმიოთერაპიისადმი რეზისტენტულ პაციენტებში. ქიმიოთერაპიისა და სრულად-ტრანს-რეტინული  მჟავას ერთდროული გამოყენება ზრდის სიცოცხლის ხანგრლივობას და ამცირებს რეციდივის განვითარების რისკს მხოლოდ ქიმიოთერაპიის გამოყენებასთან შედარებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი