Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება პეფრაკელ D6 ამპულები (ნატუროპათი)?

პეფრაკელ D6 ამპულები (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია: – ნაწლავების ნებისმიერი მიკოზი, განსაკუთრებით კანდიდოზები და მათი შედეგები დერმატომიკოზების,                გენიტალური მიკოზების სახით – პირის და ხახის ყველა ბაქტერიული და ვირუსული დაავადება, აფთები, ბანალური ბუშტუკოვანი გამონაყარი,          კბილის გრანულომა – ლიმფადენიტი, ცისტიტი, გასტროენტერიტი და გარე ოტიტი – ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიები – ინიშნება პრეპარატ Fortakehl-ის ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ სიმბიოზის აღსადგენად

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ლევეტრიმი?

ლევეტრიმის გამოყენების ჩვენებებია: აღნიშნული სამკურნალო საშუალება გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ 16 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში. იგი აგრეთვე გამოიყენება დამხმარე მკურნალობის სახით მოზრდილებსა და 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გარკვეული ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ და 12 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში იუვენილური მიოკლონური ეპილეფსიის (JME) და პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრების (PGTCS) სამკურნალოდ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დაუნორუბიცინი?

დაუნორუბიცინის გამოყენების ჩვენებებია: მწვავე ლეიკოზი; მწვავე ლიმფოციტური ლეიკემია; მწვავე მიელოგენური ლეიკემია; ლიმფოგრანულემატოზი, საშვილოსნოს ქორიონეპითელომა, ნეირობლასტომია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კლამოქსი?

კლამოქსის გამოყენების ჩვენებებია: კლამოქსის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებებების მკურნალობა: ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (სინუსიტი, ტონზილიტი, შუა ყურის ანთება და ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები); ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია); კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (ფურუნკული და აბსცესი, ცელულიტი, ჭრილობით გამოწვეული ინფექციები); შარდ-სასქესო გზების ინფექციები (ცისტიტი, პიელონეფრიტი, ურეთრიტი, მცირე მენჯის ღრუს ინფექციები: ენდომეტრიტი, ბაქტერიული ვაგინიტი, სალპინგიტი, სალპინგოოფორიტი, მშობიარობის შემდგომი გართულებები, ათაშანგი, გონორეა); გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით და ანაერობებით გამოწვეული შერეული ინფექციები (ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, მუცლის ღრუს ორგანოების ოპერაციის შემდგომი გართულებები, მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები, ოდონტოგენური ინფექციები, ასპირაციით გამოწვეული პნევმონია, სარძევე ჯირკვლის აბსცესი, ხახის ახლო მიდამოს აბსცესი, ქრონიკული ოსტეომიელიტი); ქირურგიული ჩარევის შედეგად განვითარებული ინფექციების პროფილაქტიკა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ფოტილი?

ფოტილის გამოყენების ჩვენებებია: მიღების ჩვენებები: გლაუკომა ან თვალშიდა მომატებული წნევა, როდესაც საჭიროა თიმოლოლის და პილოკარპინის კომბინაცია. – ღია და დახურულკუთხიანი გლაუკომა; – მეორადი გლაუკომა; – თვალშიდა წნევის მომატება ოფთალმოლოგიური ოპერაციების შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ღრუბელა?

ღრუბელას გამოყენების ჩვენებებია: ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი გამაღიზიანებელი საშუალება. ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების შეხორცებას, ნაწიბურების და გამაგრებების გაწოვას, აგრეთვე აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს და კანის გამწოვ ფუქნციას. გამოიყენება კოსმეტიკაშიც ნაოჭების, პიგმენტური ლაქების ფერიმჭამელების მოსაშორებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ვენოფერი?

ვენოფერის გამოყენების ჩვენებებია: ჩვენებები/გამოყენების სფერო რკინის დეფიციტი პაციენტებში, რომლებშიც რკინის ორალური თერაპია არასაკმარისია ან ვერ ხერხდება ჩატარება, როგორიცაა: •           ორალური რკინის პრეპარატების აუტანლობისას. •           კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებებისას (მაგ. ჩოლიტის ულცეროსა), რომელიც შესაძლოა გაუარესდეს ორალური რკინის თერაპიისას. •           დეფიციტისას, რომელიც არ ექვემდებარება თერაპიას ან ორალური რკინის პრეპარატების მიღებისას ეფექტი არასაკმარისია. ვენოფერის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება რკინის დეფიციტის დიაგნოზი ან გამოვლინდება დეფიციტი ლაბორატორიული ანალიზით (მაგ.ფერიტინის –სისხლის დონე, ჰემოგლობინ, ჰემოტოკრიტი ან ერითროციტების რაოდენობა და დაანგარიშებული MCV, MCH და MCHC). გამოცდილების სიმცირის გამო არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტის გამოყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნავობანი?

ნავობანის გამოყენების ჩვენებებია: სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიის დროს წარმოშობილი გულისრევისა და ღებინების თავიდან აცილება; ოპერაციის შემდგომი გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკა და მკურნალობა; გინეკოლოგიური ინტრააბდომინალური ქირურგიული ჩარევის შემდგომ წარმოშობილი გულისრევისა და ღებინების თავიდან აცილება. ოპტიმალური სიდიდის თანაფარდობის “ეფექტი/რისკი” მიღწევის მიზნით პრეპარატის გამოყენება ეკრძალებათ ქალებს, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ოპერაციისშემდგომი გულისრევისა და ღებინების შეგრძნება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ეთამბუტოლი?

ეთამბუტოლის გამოყენების ჩვენებებია: ფილტვისმიერი და არაფილტვისმიერი ტუბერკულოზი (მხოლოდ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში); მგრძნობიარე ატიპური მიკობაქტერიებით გამოწვეული ინფექციები.  

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დომილიუმი ჰუმანითი?

დომილიუმი ჰუმანითის გამოყენების ჩვენებებია: მოზრდილებში: • დისპეფსიური სიმპტომების კომპლექსი, რომელიც ხშირად ასოცირდება კუჭის დაცლის შენელებასთან, გასტრო-ეზოფაგურ რეფლუქსთან, ეზოფაგიტთან: ეპიგასტრიუმში სიმძიმის შეგრძნება, მუცლის შებერილობა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, ბოყინი, გულძმარვა, გულისრევის შეგრძნება.  • ფუნქციური, ორგანული, ინფექციური წარმოშობის გულისრევა და ღებინება, რომელიც გამოწვეულია რადიოთერაპიით, მედიკამენტური თერაპიით, ან დიეტის დარღვევით. მათ შორის პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში  დოფამინის აგონისტებით (L-დოპა და ბრომოკრიპტინი) გამოწვეული გულისრევა და ღებინება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი