Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება დორამიცინი?

დორამიცინის გამოყენების ჩვენებებია: ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: – მწვავე არაჰოსპიტალური პნევმონია (მ.შ. ატიპიური, გამოწვეული Legionella pneumophila, Mycoplasma pneumoniae, Clamydia spp.); – ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება; – ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები (სინუსიტები, ტონზილიტი, ოტიტი); – ოსტეომიელიტები და ართრიტები; – კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, მეორადი დაინფიცირებული დერმატოზები, აბსცესები და ფლეგმონები, მ.შ. სტომატოლოგიაში); – სასქესო სისტემის ინფექციები (არაგონორეული ეტიოლოგიის); -სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (მ.შ. გენიტალური და ექსტრაგენიტალური ქლამიდიოზი); – ტოქსოპლაზმოზი (მ.შ. ორსულებში). მენინგოკოკური მენინგიტის პროფილაქტიკა იმ პირებში, რომელ¬თაც კონტაქტი ჰქონდათ ავადმყოფთან დიაგნოზის დასმამდე 10 დღით ადრე. რევმატიზმის რეციდივების პროფილაქტიკა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ეთაკრინის მჟავა?

ეთაკრინის მჟავას გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება გულის ფუნქციის დარღვევისას შეგუბებითი უკმარისობით გამოწვეული შეშუპების, ფილტვების შეშუპების, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, აგრეთვე სუსტად და ზომიერად გამოხატული თირკმელების უკმარისობის დროს, არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება რექსაპინი?

რექსაპინის გამოყენების ჩვენებებია: ოლანზაპინი გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ და ასევე ბიპოლარული დარღვევების თანმხლები მწვავემანიაკალური ეპიზოდების დროს მოკლე სამკურნალო კურსის სახით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კოლპოტროფინი?

კოლპოტროფინის გამოყენების ჩვენებებია: საშოს ლორწოვანი გარსის ატროფიული ცვლილებები, განპირობებული ესტროგენების დეფიციტით, მათ შორის საშოს სიმშრალე, ქავილი, დისპარეუნია, პოსტოპერაციული თერაპია საკვერცხეების ამოკვეთის შემდეგ; საშოს ეპითელიუმის აღსადგენად საშოს ანთებითი პროცესების შემდეგ; საშვილოსნოს ყელის ეროზიების ქირურგიული მკურნალობის შემდეგ; ინტრავაგინალური შეღწევით ქირურგიული ჩარევებისას; საშოსა და საშვილოსნოს ყელის დაზიანებების შესახორცებლად მშობიარობის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ვიზანა?

ვიზანას გამოყენების ჩვენებებია: ენდომეტრიოზის მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ჟოსტერინი?

ჟოსტერინის გამოყენების ჩვენებებია: ატონიური და სპასტიური ყაბზობისას. ძირითადი მოქმედების გარდა, ამჟღავნებს ადგილობრივ ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიტურ, შემომ¬გარსველ, ბაქტერიციდულ თვისებებს. რეკომენდებულია კოლიტის, ბუასილის, სწორი ნაწლავის წყლულისა და ნახეთქების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ეტოდინი ფორტე?

ეტოდინი ფორტეს გამოყენების ჩვენებებია: ეტოდინ ფორტი აპკიანი ტაბლეტი ნაჩვენებია: რევმატული დაავადებების დროს, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, ანკილოზური სპონდილიტი; ართროზის დროს, რომელიც მიმდინარეობს ტკივილითა და მოძრაობის შეზღუდვით; მწვავე ოსტეოართრიტის ხანგრძლივი მკურნალობისათვის. ტკივილის მართვისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ვივაბონი სიროფი?

ვივაბონი სიროფის გამოყენების ჩვენებებია: ჰიპოვიტამინოზის მკურნალობა და პოფილაქტიკა; ინტენსიური ზრდისა და განვითარების პერიოდში მინერალური ნივთიერებების უკმარისობა; ზრდის შეფერხება, ბავშვებში და მოზარდებში წონის დეფიციტი; გაზრდილი ემოციური და ფიზიკური დატვირთვა; გაციებითი დაავადებების პროფილაქტიკა; გადატანილი დაავადების შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ენალაპრილი?

ენალაპრილის გამოყენების ჩვენებებია: არტერიული ჰიპერტენზია (რენოვასკულარულის ჩათვლით); გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებულ თერაპიაში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პამბა?

პამბაგამოყენების ჩვენებები: – სისხლდენა ქირურგიული ჩარევისა და პათოლოგიური მდგომარეობის დროს, რომელიც მიმდინარეობს სისხლის მომატებული ფიბრინოლიტური აქტიობით (ნეიროქირურგიული, მუცლის ღრუს, თორაკალური, გინეკოლოგიური და უროლოგიური ოპერაციებისას, მათ შორის, წინამდებარე ჯირკვალზე, ფილტვებზე, კუჭქვეშა ჯირკვალზე; ტონზილექტომიისას, სტომატოლოგიური ჩარევის შემდეგ,ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატის გამოყენებისას ოპერაციის დროს); – სამეანო პრაქტიკაში – საშვილოსნოდან სისხლდენა, საშვილოსნოს შენელებული ინვოლუცია, სამედიცინო აბორტი, პლაცენტის ხელით გამოყოფა, პლაცენტის ნაადრევი აშრევება, ნაყოფის საშვილოსნოშიგა სიკვდილი, ამნიონური სითხის ემბოლია. – ცხვირიდან სისხლდენა, სისხლდენა დამწვრობისას, სხვადსხვა გენეზის შოკის დროს; სეფსისი, ლეიკოზი, მწვავე პანკრეატიტი, კუჭზე მეტასტაზები, ღვიძლის დაავადებები, კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება. – ჰემორაგიული მდგომარეობა გამოწვეული სხივური დაავადებით; ჰიპოკოაგულაცია (ჰემოფილია, ვერლჰოფის დაავადება, ვილებრანდ–იურგენსის სინდრომი), თრომბოჰემორაგიული სინდრომის ჰიპოკოაგულაციურ ფაზაში სისხლდენა, ჰემორაგიული დიათეზი(თრომბოციტოპენია). ანტიკოაგულანტებისა და ფიბრინოლიტური საშუალებების გადაჭარბებისას (სტრეპტოკინაზა, უროკინაზა), ტრანსფუზიული გართულებები და სხვა მდგომარეობები, რომელიც მიმდინარეობს ფიბრინოლიზის აქტიობით; – გრიპის ეთიოტროპული მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი