Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება ემეტრონი?

ემეტრონის გამოყენების ჩვენებებია: გულისრევის და ღებინების კუპირებისათვის, რომელიც გამოწვეულია სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიით და სხივური თერაპიით, ასევე პოსტოპერაციული გულისრევის და ღებინების მოსახსნელად და პროფილაქტიკისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება თიროზოლი?

თიროზოლის გამოყენების ჩვენებებია: –           თირეოტოქსიკოზი; –           თირეოტოქსიკოზის ქირურგიული მკურნალობისთვის მომზადება; –           რადიოაქტიური იოდით თირეოტოქსიკოზის მკურნალობისთვის მომზადება; –           თერაპია რადიოაქტიური იოდის მოქმედების ლატენტურ პერიოდში. რადიოაქტიური იოდის მოქმედების დაწყებამდე (4 – 6 თვის განმავლობაში). –           გამონაკლის შემთხვევებში – თირეოტოქსიკოზის ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპია; –           თირეოტოქსიკოზის პროფილაქტიკა იოდის პრეპარატების დანიშვნისას (მათ შორის იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული საშუალებების მიღება) ლატენტური თირეოტოქსიკოზის, ავტონომიური ადენომების ან ანამნეზში თირეოტოქსიკოზის არსებობის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გინილაკი?

გინილაკის გამოყენების ჩვენებებია: მწვავე, ქრონიკული და მორეციდივე ვაგინალური ინფექციების (ბაქტერიული ვაგინოზი, კანდიდოზი, ტრიქომონიაზი და სხვა) პროფილაქტიკა და მკურნალობა კომპლექსურ თერაპიაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გინკორ გელი?

გინკორ გელის გამოყენების ჩვენებებია: სისხლჩაქცევები, ჰემატომა; ინექციის ადგილის მტკივნეულობა; ვარიკოზულად გაფართოებული ვენები; ზედაპირული ფლებიტი; ქვედა კიდურების კლინიკურად გამოვლენილი ვენური უკმარისობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გაბაპენტინი?

გაბაპენტინის გამოყენების ჩვენებებია: ნეიროპათიული ტკივილის მკურნალობა 18 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში; პარციალური კრუნჩხვები მეორადი გენერალიზაციით და მის გარეშე მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მონოთერაპიის სახით; პარციალური კრუნჩხვები მეორადი გენერალიზაციით და მის გარეშე მოზრდილებში და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში დამატებითი საშუალების სახით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ზიმოპლექსი?

ზიმოპლექსის გამოყენების ჩვენებებია: ტამოქსიფენი ნაჩვენებია ქალებში სარძევე ჯირკვლის აქსილარული კიბოს სამკურნალოდ. პრეპარატი ასევე გამოიყენება ქალებში პოსტკლიმაქტერულ პერიოდში სამკურნალოდ, როდესაც კიბოს შემთხვევათა 2/3-ში აღინიშნება დადებითი კვანძები. ტამოქსიფენი აგრეთვე ნაჩვენებია სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ მამაკაცებში. სასარგებლო შედეგი გამოვლინდა მეტასტაზური მკერდის კიბოთი დაავადებული ქალების 20-30%-ში, აღნიშნული პროცენტი იზრდება 60%-მდე იმ ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ დადებითი ესტროგენ- რეცეპტორული კიბო. საუკეთესო შედეგები ვლინდება რბილი ქსოვილისა და ლიმფური კვანძების მეტასტაზების დროს, ხოლო ნაკლებად კარგი შედეგები – ძვლისა და ღვიძლის მეტასტაზების დროს. ადრე ჰორმონებით ჩატარებული თერაპიისას გამოვლენილი დადებითი რეაქცია მიუთითებს ტამოქსიფენის მიმართ დადებით რეაქციაზე

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ინტერლეიკინ 3 (ნატუროპათი)?

ინტერლეიკინ 3 (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია: ჰემოპოეზის დარღვევების მკურნალობა. ქიმიოთერაპიის, რადიოთერაპიის და ალოპათიური ანტივირუსული თერაპიის გვერდითი ეფექტების მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გინკოპრიმ სმარტი?

გინკოპრიმ სმარტის გამოყენების ჩვენებებია: ჯანმრთელი პირები: ზრდის აქტიური ყურადღების ხანგრძლივობას და კონცენტრაციის უნარს. მიღებიდან 1 საათში მნიშვნელოვნად უმჯობესდება „მეხსიერების ხარისხი“ და „ყურადღების დაძაბვა“. ეფექტი გრძელდება 4 საათი. დემენცია და მეხსიერების პრობლემები: 6-12 კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს სხვადასხვა გენეზის მსუბუქი და საშუალო კოგნიტური დარღვევის და ნებისმიერი ხარისხით გამოხატული დემენციის მქონე პირებში. 6 კვირაზე ნაკლები ხანგრძლივობის მკურნალობა არ იძლევა გამოხატულ შედეგს. უმჯობესდება არა მარტო კოგნიტური ფუნქციები, არამედ განწყობა. ანტიქოლინესთერაზული საშუალებების ჩანაცვლება: გინკო ბილობას ექსტრაქტის მიღებისას ალცჰაიმერის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დემენციის მკურნალობაში ავლენს მეორე თაობის ქოლინესთერაზას მაინჰიბირებელი საშუალებების (დონეზეპილი, რივასტიგმინი, მეტრიფონატი) ექვივალენტურ ეფექტურობას. Commission E რეკომენდაციას უწევს გინკო ბილობას სტანდარტიზებული ექსტრაქტის გამოყენებას დემენციური სინდრომების შემდეგი ტიპების დროს: სისხლძარღვოვანი, პირველადად დეგენერაციული და შერეული. გაფანტული სკლეროზი: 12 კვირის განმავლობაში მიღებისას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს. ეფექტი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ღრმა კოგნიტური დარღვევის მქონე პირებში. შიზოფრენია (დამხმარე საშუალება): 12 კვირის განმავლობაში კლოზაპინთან კომბინაციაში მიღებისას ზრდის სამკურნალო საშუალების ეფექტურობას და ამცირებს მის გვერდით მოვლენებს ქრონიკული, მკურნალობისადმი რეზისტენტული შიზოფრენიის მქონე პაციენტებში. ცერებრული იშემია: იცავს ქსოვილებს იშემია/რეპერფუზიული დაზიანებისგან. ეფექტი განსაკუთრებით გამოხატულია  პროფილაქტიკური გამოყენებისას. მწვავე იშემიური ინსულტი: მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ინსულტის შემდგომ მდგომარეობას. მენოპაუზის შემდგომი პერიოდი ქალებში: 1 კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ყურადღებას, მეხსიერებას და უზრუნველჰყოფს მენტალურ სტაბილობას. სექსუალური დისფუნქცია: პაციენტთა 84%-ში  აწესრიგებს ანტიდეპრესიული საშუალებებით გამოწვეულ სექსუალურ დისფუნქციას. დადებითად მოქმედებს სექსუალური პასუხის ციკლის ოთხივე ფაზაზე ქალების 91%-ში, ხოლო მამაკაცების 76%-ში. Federal Drug Administration (FDA) რეკომენდაციას უწევს გინკო ბილობას ექსტრაქტის გამოყენებას ერექციული დისფუნქციების დროს. ორგაზმის განცდასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ქალების  47%-ში ჩატარებული მკურნალობა მნიშვნელოვნად ზრდის ორგაზმის განცდის ალბათობას და მის სიხშირეს.  მოზარდებში ყურადღების დეფიციტის, ჰიპერაქტივობის  ზრდის კონცენტრაციის ხანგრძლივობას, ზრდის ინტელექტურ აქტივობას, ამცირებს აგრესიას და 70%-ით აუმჯობესებს დასწავლის უნარს. დაუნის სინდრომი: აუმჯობესებს მენტალურ და ქცევით აქტივობას. შაკიკი: კომბინაციაში Mg-თან  42%-ით ამცირებს შაკიკის შეტევების სიხშირეს. ასევე, მნიშვნელოვნად მცირდება შეტევის ხანგრძლივობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ზომეტა?

ზომეტას გამოყენების ჩვენებებია: ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემია; ძვლოვან ქსოვილთან დაკავშირებული სიმპტომების პროფილაქტიკა (პათოლოგიური მოტეხილობები, ხერხემლის სვეტის კომპრესია, ქირურგიული ჩარევების და სხივური თერაპიის შემდგომი გართულებები ან ჰიპერკალციემია ავადმყოფებში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებით, ძვლების დაზიანებით).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ინფლუციდი?

ინფლუციდის გამოყენების ჩვენებებია: მიიღება გრიპისა და სხვა მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი