Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება ხოლუდექსანი?

ხოლუდექსანის გამოყენების ჩვენებებია: –           გაურთულებელი ნაღველკენჭოვანი დაავადება, როდესაც შეუძლებელია ქოლესტერინული ნაღვლის კენჭების მოცილება ნაღვლის ბუშტიდან ქირურგიული ან ენდოსკოპიური მეთოდებით; –           არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი; –           მწვავე და ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი; –           ღვიძლის ტოქსიკური დაზიანებები; –           ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი; –           ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანებები; –           ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზი; –           პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი; –           კისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი); –           ღვიძლშიდა ნაღვლის სადინრების თანდაყოლილი ატრეზია; –           ქოლესტაზი პარენტერალური კვებისას; –           ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი; –           ბილიარული დისპეფსიური სინდრომი; –           ნაღვლის სადინრების დისკინეზია;  პროფილაქტიკის მიზნით: –           ღვიძლის დაზიანებათა პროფილაქტიკა ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას ან ციტოსტატიკებით მკურნალობისას; –           ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებში, სხეულის წონის სწრაფი დაკლების შემთხვევაში. 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ხოლოსასი?

ხოლოსასის გამოყენების ჩვენებებია: ქოლოსასი გამოიყენება ქოლეცისტიტების, ქოლანგიტების, ქრონიკული ჰეპატიტების სამკურნალოდ. აუცილებლობის შემთხვევაში მისი გამოყენება რეკომენდებულია C – და P – ჰიპოვიტამინოზის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ხოლისალი?

ხოლისალის გამოყენების ჩვენებებია: – პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფექციურ-ანთებითი პროცესები; – პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ეროზიები და წყლულოვანი დაავადებები; – გინგივიტი; – პაროდონტის დაავადებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ხიმკოლინი?

ხიმკოლინის გამოყენების ჩვენებებია: * მამაკაცებში სხვადასხვა ეთიოლოგიის სექსუალური მოშლილობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ხილო კომოდი (დამატენიანებელი ხსნარი) ?

ხილო კომოდი (დამატენიანებელი ხსნარი)  გამოყენების ჩვენებებია: თვალის დასანოტივებლად, „სიმშრალის“ შეგრძნებისას, უცხო სხეულის შეგრძნებისას, თვალის წვისას. რბილი და უხეში ლინზების ტარებისას დისკომფორტის ასარიდებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ხილაკ ფორტე?

ხილაკ ფორტეს გამოყენების ჩვენებებია: წვრილი და მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიური ფლორის დარღვევა (სხივური თერაპიის, ანტიბიოტიკებითა და სულფანილამიდებით მკურნალობის შემდეგ); საჭმლის მონელების უკმარისობის სინდრომი, დისპეფსია; დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა; გასტროენტერიტი, კოლიტი, ასაკოვანი ნაწლავის სინდრომი (ქრონიკული ატროფიული გასტროენტერიტი), მოშლილობები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, რაც კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული, ჰიპო – და ანაციდური მდგომარეობები (მათ შორის ორსულობა); ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის ენტეროგენული დაავადებები; კანის ალერგიული დაავადებები (ჭინჭრის ციება, ეგზემა); სალმონელოზის მკურნალობის დასრულების პროცესი (მათ შორის, ჩვილ ბავშვებში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ხეჭრელის ქერქი?

ხეჭრელის ქერქის გამოყენების ჩვენებებია: ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საფაღარათო საშუალება. გამოიყენება ყაბზობის, ნაწლავების ატონიისა და ქრონიკული ყაბზობის სამკურნალოდ. მასში შემავალი ანთრაგლიკოზიდები აძლიერებენ ნაწლავების პერისტალტიკას, მცენარე ეფექტურია სპასტიური კოლიტების, ატონური შეკრულობის, ბუასლის, სწორი ნაწლავის ნახეთქების დროს

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ხარტანი?

ხარტანის გამოყენების ჩვენებებია: – მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში 6-წლიდან; – თირკმლის დაცვა ჰიპერტენზიისა და 2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ლაბორატორიულად დადასტურებული აქვთ თირკმლის ფუნქციის მოშლა და პროტეინურია >0.5 გ დღეში; – გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის არაეფექტურობის შემთხვევაში; – მაღალი არტერიული წნევისა და მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის მქონე პაციენტებში ხარტანი ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ჭუპა-ჭუპა?

ჭუპა-ჭუპას გამოყენების ჩვენებებია: გარეგანი გამოყენებისთვის. • ექსუდაციური დიათეზის კანის გამოვლინება;  • ეგზემა;  • ფსორიაზი;  • ფურუნკული;  • პიოდერმია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ჭინჭრის ფოთოლი?

ჭინჭრის ფოთოლის გამოყენების ჩვენებებია:  გამოიყენება ფილტვებიდან, თირკმელებიდან, საშვილოსნოდან და ნაწლავებიდან სისხლდენის შესაჩერებლად, ხელს უშლის თირკმელებში კენჭის წარმოშობას, აგრეთვე ეფექტურია შარდსადენი გზების ინფექციური დაავადებების მკურნალობის და თმის ცვენის დროს. ჭინჭარს იყენებენ ქრონიკული ვარიკოზული წყლულების და სისხლნაკლულობის შემთხვევაში. მცენარეს გააჩნია ნერვული სისტემის დამამშვიდებელი მოქმედება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი