Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება ფიგურონატი?

ფიგურონატის გამოყენების ჩვენებებია: სიმსუქნის, ყაბზობის, სწორი ნაწლავის ატონიის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება სოლკოდერმი?

სოლკოდერმის გამოყენების ჩვენებებია: სოლკოდერმი მოწოდებულია მხოლოდ გარეგანი ხმარებისათვის და გამოიყენება კანის კეთილთვისებიანი შემდეგი დაავადებების დროს: • Verruca vulgaris (ჩვეულებრივი მეჭეჭი) • Verruca plantaris (ტერფ-ძირის მეჭეჭი) • Condylomata acuminata (მახვილწვერიანი კონდილომა) • Naevus naevo-cellularis (ავთვისებიანობაზე შემოწმებული ნევოუჯრედოვანი ნევუსი)

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება სუდოკრემი?

სუდოკრემის გამოყენების ჩვენებებია: ახალშობილებსა და ბავშვებში საფენით გამოწვეული კანის დაზიანებისა და მაცერაციის დროს, ეგზემის დროს, ქირურგიაში ზედაპირული ჭრილობების, კოლოსტომებისა და ილეოსტომების ირგვლივ, მსუბუქი დამწვრობის, მზისგან მიღებული დამწვრობის, ფერისმჭამელების, სხვადასხვა სახის გამონაყარისა და მოყინული ადგილების დასამუშავებლად, ნაწოლების სამკურნალოდ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ტებოკანი?

ტებოკანის გამოყენების ჩვენებებია: – თავის ტვინის ორგანული დაზიანებით გამოწვეული მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის კოგნიტიური დარღვევების სიმპტომური მკურნალობა კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში. სამკურნალო საშუალების დანიშვნამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ კოგნიტიური დარღვევები არ არის გამოწვეული დაავადებებით, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ მკურნალობას; – გარდამავალი კოჭლობის სინდრომის სიმპტომური მკურნალობა ქრონიკული მაობლიტირებელი ენდარტერიიტის დროს (ფონტეინის მიხედვით კლასიფიკაციის მე-II სტადია); – სისხლძარღვოვანი და ინვოლუციური წარმოშობის თავბრუსხვევის კომპლექსურ მკურნალობაში; – სისხლძარღვოვანი და ინვოლუციური წარმოშობის ყურებში შუილის კომპლექსურ მკურნალობაში. თავბრუსხვევის შეტევებისა და ყურებში შუილის ხშირი განმეორებების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს. სმენის უეცარი დაქვეითების ან დაკარგვის შემთხვევაში კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ფლამაქსი?

ფლამაქსის გამოყენების ჩვენებებია: სხვადასხვა გენეზის ტკივილის სინდრომისა და ასევე სხვადასხვა გენეზის ანთებითი პროცესების სიმპტომური მკურნალობისთვის • საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები: რევმატოიდული, ფსორიაზული, იუვენილური ქრონიკული ართრიტი, ანკილოზირებადი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება), პოდაგრული ართრიტი, რბილი ქსოვილების რევმატული დაზიანებები, პერიფერიული სახსრების და ხერხემლის ოსტეოართროზი (მათ შორის ფესვური სინდრომით); • ლუმბაგო, იშიასი, ნევრალგია; • შაკიკი; • ალგოდისმენორეა, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი პროცესები, მათ შორის ადნექსიტი; • პოსტტრავმული ტკივილის სინდრომი, თანმხლები ანთებით; • ოპერაციის შემდგომი ტკივილი; • კბილის ტკივილი; • ტკივილის სინდრომი ონკოლოგიური დაავადებებისას; • არ ახდენს გავლენას დაავადების პროგრესირებაზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება სლეზავიტი?

სლეზავიტის გამოყენების ჩვენებებია: სლეზავიტის გამოყენება რეკომენდებულია კომპლექსურ თერაპიაში  შემდეგი მდგომარეობების დროს: – ხანგრძლივი კითხვის, კომპიუტერთან მუშაობის, კონტაქტური ლინზების ტარების, ავტომობილის ხანგრძლივად  მართვის, მკვეთრი განათების ზემოქმედების შედეგად თვალების დაბინდვა და დაღლა (ასთენოპური სინდრომი, მხედველობითი დაღლილობის სინდრომი); – ჰემერალოპია (ცუდი განათების პირობებში ან მისი არ არსებობისას მხედველობითი ადაპტაციის გაუარესება); – ოფთალმოლოგიური ოპერაციების შემდეგ აღდგენითი პერიოდი; – ბადურას პერიფერიული და ცენტრალური დისტროფია (ქორიორეტინული დისტროფია); – პირველადი გლაუკომა; – კატარაქტის მკურნალობა და პროფილაქტიკა; – ბადურას ასაკობრივი ცვლილებები, დეგენერაციული პროცესები, რეფრაქციის ანომალიები; – მიოპია, აკომოდაციის დარღვევები; – რეტინოპათიების მკურნალობა და პროფილაქტიკა შაქრიანი დიაბეტით და არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში; – ქსეროფთალმია; – კერატომალაცია; – კონტაქტური ლინზების ტარებისას გართულებების პროფილაქტიკა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ფლუკამი?

ფლუკამის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია მიკოლოგიური ანალიზის შედეგების მიღებამდე, ანალიზის პასუხების მიღების შემდეგ საჭიროა მკურნალობის სქემის შესაბამისი კორეგირება. ფლუკონაზოლი ინიშნება პათოგენური სოკოებით გამოწვეული შემდეგი დაავადებებისას: – კრიპტოკოკოზი, კრიპტოკოკული მენინგიტისა და ამავე ინფექციის სხვა ლოკალიზაციების (ფილტვი, კანი და სხვა) ჩათვლით. – გენერალიზებული კანდიდოზი, კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზისა და ინვაზიური კანდიდოზური ინფექციების სხვა ფორმების –მუცლის ღრუს, ენდოკარდის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების, სხვა ორგანოების – ჩათვლით. – ლორწოვანი გარსების კანდიდოზი პირის ღრუსა და ხახის, საყლაპავის, არაინვაზიური ბრონქოპულმონალური კანდიდოზის, კანდიდურიის, კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზის, კბილის პროთეზის ხმარებით გამოწვეული პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზის ჩათვლით. – გენიტალური კანდიდოზი, ვაგინალური კანდიდოზის (მწვავე და ქრონიკული მორეციდივე) ჩათვლით. – სოკოვანი ინფექციის პროფილაქტიკა ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებში ქიმიო და სხივური თერაპიის ფონზე. – კანის მიკოზები ტერფის, სხეულისა და საზარდულის მიკოზის ჩათვლით; ქატოსებრი ლიქენი, ონიქომიკოზი და კანის კანდიდოზი. – შისტემური ენდემური მიკოზები, მათ შორის კოქციდიომიკოზი, პარაკოქციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი ნორმალური იმუნიტეტის მკონე პირებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ტილტოფი?

ტილტოფის გამოყენების ჩვენებებია: – A და B გრიპის, მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის (მათ შორის ბრონქიტით, პნევმონიით გართულებული) პროფილაქტიკა და მკურნალობა მოზრდილებსა და ბავშვებში; – მეორადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობები; – ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიისა და მორეციდივე ჰერპესული ინფექციების კომპლექსური თერაპია; – პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა და იმუნური სტატუსის ნორმალიზაცია; – როტავირუსული ეტიოლოგიის მწვავე ნაწლავური ინფექციების კომპლექსური თერაპია 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება სანორინი 0.1%?

სანორინი 0.1% გამოყენების ჩვენებებია: – მწვავე რინიტი; – სინუსიტი; – ევსტახიტისა და შუა ყურის ანთების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ფენოგელი?

ფენოგელის გამოყენების ჩვენებებია: ადგილობრივი სიმპტომური საშუალება კუნთებისა და სახსრების პერიოდული ტკივილის დროს, რომელსაც თან ახლავს: მცირე სილურჯე, შესიება, მყესების დაჭიმვა, კუნთების რიგიდულობა (კისრის გაშეშება) ან სხვა კონტრაქტურები, მცირე დაჭიმულობები, რომლებიც ჩნდება ღრძობის ან ლუმბაგოს შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი