Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება მაგნეს დენკი 150?

მაგნეს დენკი 150-ის გამოყენების ჩვენებებია: მაგნეზდენკი 150 გამოიყენება მაგნიუმის დეფიციტის სამკურნალოდ, როდესაც აღინიშნება კუნთოვანი სისტემის დარღვევები (ნერვ-კუნთოვანი სისტემის დარღვევები, კანჭის კუნთების სპაზმი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება მეთოტრექსატი-ებევე ?

მეთოტრექსატი-ებევე  გამოყენების ჩვენებებია: თერაპიული ჩვენებები მეთოტრექსატი გამოიყენება ქორიოკარცინომას, ინვაზიური ბუშნამქერას და ბუშტნამქერას სამკურნალოდ: – ბუშნამქერას დროს პირველადი მკურნალობა მოიცავს საშვილოსნოს ექსტირპაციას და მეთოტრექსატის საშუალებით პროფილაქტიკური მკურნალობის ჩატარებას. – დაბალი რისკის მქონე ტროფობლასტური სიმსივნის სამკურნალოდ მეთოტრექსატი გამოიყენება მონოთერაპიის სახით. – მაღალი რისკის მქონე ტროფობლასტური სიმსივნის სამკურნალოდ მეთოტრექსატი გამოიყენება კომბინირებული მკურნალობის სახით. მეთოტრექსატის ნორმალური ან მაღალი დოზები გამოიყენება როგორც მონოთერაპიის, ასევე კომბინირებული მკურნალობის სახით მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის (ცნს-ის ლეიკემია და ლეიკემიის შემანარჩუნებელი მკურნალობა), ოსტეოსარკომის, არა-ჰოჯკინის ლიმფომის, ბერკიტის ლიმფომის, თავისა და კისრის პროგრესირებადი სიმსივნის, შარდის ბუშტის ინვაზიური სიმსივნის და ფუნგოიდური მიკოზის შორს წასული ფორმების დროს. მეთოტრექსატი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სერიოზული აქტიური რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, რომელიც არ ექვემდებარება მეორე რიგის ანტირევმატოიდულ პრეპარატებს, მიუხედავად იმისა მიიღება თუ არა ისინი ანთებისსაწინააღმდეგო პროსტაგლანდინების სინთეტაზას ინჰიბიტორებთან ერთად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება მეგესტროლი?

მეგესტროლის გამოყენების ჩვენებებია: პალიატიური მკურნალობის სახით გამოიყენება სარძევე ჯირკვლის ჰორმონდამოკიდებული კიბოს მოგვიანებით სტადიაში და მისი მარეციდივირებელი ფორმების დროს ქალებში მენოპაუზის პერიოდში. ენდომეტრიუმის მარეციდივირებელი და/ან მეტასტაზური კიბოს დროს დამატებით და/ან პალიატიური მკურნალობის სახით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება მედიქრონალ-დარნიცა ?

მედიქრონალ-დარნიცას  გამოყენების ჩვენებებია: მედიქრონალ-დარნიცა რეკომენდებულია მწვავე ალკოჰოლური და აბსტინენტური მდგომარეობების მოსახსნელად და ფიზიკური დამოკიდებულების ასარიდებლად ქრონიკული ალკოჰოლიზმისას. ასევე გამოიყენება ალკოჰოლიზმის მეორადი პროფილაქტიკისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება 5-ნოკი?

5-ნოკის გამოყენების ჩვენებებია: ნიტროქსოლინის მიმართ მგრძნობიარე გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების და/ან სოკოების მიერ გამოწვეული შარდის გამომყოფი გზების მწვავე, ქრონიკული და მარეციდივირებელი ინფექციების მკურნალობა; ინფექციების პროფილაქტიკა სხვადასხვა ჩარევებისას (კატეტერიზაცია, ცისტოსკოპია; ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა თირკმელებზე და შარდსასქესო გზებზე ჩატარებული ოპერაციებისას).  საშარდე გზების მარეციდივირებელი ინფექციების პროფილაქტიკა, განსაკუთრებით ბავშვებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება მედიგელი?

მედიგელის გამოყენების ჩვენებებია: რევმატოიდული ართრიტი, იდიოპათიური მაანკილიზებელი და სერონეგატიური სპონდილოართრიტები, სახსრებისა და ხერხემლის ოსტეოართროზი (ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი), სახსრების მიმდებარე რბილი ქსოვილების დაავადებები, პოდაგრული და სხვა მეტაბოლური ართრიტები, სახსრების, კუნთების, მყესების, იოგების ტრავმული დაზიანებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ბელადონას რექტალური სუპოზიტორია?

ბელადონას რექტალური სუპოზიტორიის გამოყენების ჩვენებებია: ბუასილისა და ანუსის ნაპრალების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ასფამპისიდი?

ასფამპისიდის გამოყენების ჩვენებებია: ასფამპისიდი გამოიყენება ამპიცილინ/სულბაქტამის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიერ გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ: ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის სინუსიტი, შუა ყურის ანთება, ეპიგლოტიტი, ბაქტერიული პნევმონია, საშარდე გზების ინფექციები, მათ შორის პიელონეფრიტი. ინტრააბდომინური ინფექციები, მათ შორის პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ენდომეტრიტი, პარამეტრიტი, ბაქტერიული სეპტიცემია. კანის და რბილი ქსოვილების, ძვლის და სახსრების ინფექციები, გონოკოკური ინფექცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება მაგნეროტი?

მაგნეროტის გამოყენების ჩვენებებია: კომპლექსური მკურნალობისას მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის ქრონიკული უკმარისობის, მაგნიუმის დეფიციტით გამოწვეული არითმიის, სპასტიური მდგომარეობის (მათ შორის ანგიოსპაზმის), ათეროსკლეროზის, დისლიპიდემიის პროფილაქტიკისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ბოროზინი?

ბოროზინის გამოყენების ჩვენებებია: ახალი დერმატოლოგიური ჰიგიენური საშუალება ბოროზინი, რომელიც შემუშავებულია ფეხის კანის დასაცავად სოკოვანი ინფექციებისაგან, ზედმეტი ოფლიანობისაგან, ცუდი სუნისაგან, დაზიანებისა და ანთებისაგან, დასკდომისაგან განსაკუთრებით ფეხის თითებს შორის. ბოროზინი ასევე გაუხანგრძლივებს თქვენს ფეხსაცმელს მოპმსახურების ვადას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი