Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება მეთილურაცილი?

მეთილურაცილის გამოყენების ჩვენებებია: სანთლები მეთილურაცილით მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებსაც გააჩნია მეტაბოლური პროცესების მასტიმულირებელი მოქმედება. აღნიშნული პრეპარატები აჩქარებენ უჯრედული რეგენერაციის პროცესებს, ჭრილობების შეხორცებას, იწვევენ უჯრედული დაცვის ფაქტორების სტიმულირებას. მათ გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პრეპარატის გამოყენება წარმოებს ექიმის დანიშნულების მიხედვით მსხვილი ნაწლავის ანთებით-ინფექციური დაავადებების დროს (პროქტიტი, პროქტოსიგმოიდიტი, კოლიტები); ქალის სასქესო ორგანოების ადგილობრივი დაზიანებების პროფილაქტიკა და მკურნალობა; სიგმოიდური და მსხვილი ნაწლავის სხივური დაზიანება; სხივური ცისტიტი და კოლპიტი; რეკონვალესცენციის პერიოდი ავადმყოფებში ჰეპატიტით და ქრონიკული პანკრეატიტით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ბობოტიკი?

ბობოტიკის გამოყენების ჩვენებებია: • აირების გადაჭარბებული წარმოქმნა და აირების დაგროვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (მტკივნეული კოლიკები, მუცლის ღრუში სისავსის შეგრძნება, აეროფაგია, დისპეფსია, მეტეორიზმი მათ შორის ოპერაციის შემდგომ პერიოდში, რემგელდის სინდრომი).  • მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ორგანოების მომზადება დიაგნოსტიკური კვლევისთვის (რენტგენოგრაფია, სონოგრაფია, გასტროსკოპია და დუოდენოსკოპია –ქაფის წარმოქმნის პროფილაქტიკა).  • კონტრასტული ნივთიერებების სუსპენზიაზე დანამატის სახით ორმაგი კონტრასტული გამოსახულების მისაღებად.  • ქაფისჩამქრობი საშუალების სახით დეტერგენტებით მწვავე მოწამვლის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება არჯელონი?

არჯელონის გამოყენების ჩვენებებია: – არტერიული ჰიპერტონია; – გულის ქრონიკული უკმარისობა; – შეგუბებითი გულის უკმარისობა; – ინფარქტის შემდგომ პერიოდში პროფილაქტიკის მიზნით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება მაგნე ბალანს პლუსი?

მაგნე ბალანს პლუსის გამოყენების ჩვენებებია: მაგნე-ბალანს პლუსი პრეპარატია, რომელიც შეიცავს მაგნიუმს და კალიუმს ელემენტების ასპარაგინის მჟავას მარილების სახით. ისინი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაგნიუმი, კალიუმი და ასპარაგინის მჟავა მონაწილეობენ მეტაბოლურ პროცესებში, იონური წონასწორობის, ნერვული და ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობის შენარჩუნებაში ადამიანის ორგანიზმში. მაგნე-ბალანს პლუსი გამოიყენება კალიუმის, მაგნიუმის და ასპარაგინატის დეფიციტის პროფილაქტიკისა და შევსებისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება არყის ხის კვირტები?

არყის ხის კვირტების გამოყენების ჩვენებებია: გამოიყენება, როგორც შარდმდენი, ნაღვლმდენი და სადეზინფექციო საშუალება. ეფექტურია გულის უკმარისობის დროს. არყის ხის კვირტების დიურეზული თვისებები განპირობებულია ფლავონოიდების შემცველობით. ეფექტურია ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ კომპლექსურ თერაპიაში. მცენარე გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების (ლარინგიტი, ბრონქიტი, ტრაქეიტი) სამკურნალოდ, როგორც ანტისეპტიკური, ამოსახველებელი საშუალება. არყის ხის კვირტები ფართოდ გამოიყენება კანის დაავადებებისას, კერძოდ კი, სხვადასხვა ფორმის ეგზემის სამკურნალოდ. ეფექტურია შესაზელად ნევრალგიური ტკივილების, მიოზიტების დროს. ართრიტების და რევმატიზმების შემთხვევაში გამოიყენება კომპრესების სახით

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება მაგნე B6?

მაგნე B6 გამოყენების ჩვენებებია: ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა, როგორიცაა: – ძილის დარღვევა; – მომატებული ნერვული აგზნებადობა; – ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა; – კუნთების ტკივილი და სპაზმი; – ასთენია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ბესტფორი?

ბესტფორის გამოყენების ჩვენებებია: ბესტფორი (ცეფტრიაქსონი) ნაჩვენებია მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ქვადეტრიმი?

ქვადეტრიმის გამოყენების ჩვენებებია: პროფილაქტიკა და მკურნალობა: ვიტამინ D3 დეფიციტის; რაქიტისა და რაქიტისი მსგავსი დაავადებების; ჰიპოკალციემიური ტეტანიის; ოსტეომალაციის; მეტაბოლური ოსტეოპათიების (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათირეოზი); როგორც დამატებით სამკურნალო საშუალება ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება მეგაფორსი?

მეგაფორსის გამოყენების ჩვენებებია: – ჰიპო – და ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა.  – გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა; – გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, მათ შორის, მძიმე ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციების ან რადიოთერაპიის შემდეგ;  – იმპოტენცია მამაკაცებში; – სექსუალური ასთენია და უნაყოფობა; – სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვიტამინების გაზრდილი მოთხოვნილება; – მკაცრ დიეტაზე მყოფ პირთათვის; – დაუბალანსებელი და არასრულფასოვანი კვების დროს; – სხვადასხვა წარმოშობის ანემიები; – ფიზიკური გამძლეობის ასამაღლებლად სპორტსმენებში; – სტრესის შედეგების პროფილაქტიკა; – კლიმაქტერული პერიოდი ქალებში;  – თმის ცვენის და მტვრევადობის დროს; – ნევროზების, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი დაავადებების, თვალის, კანის დაავადებების და სხვა ქრონიკული დაავადებებისას; – ორგანიზმის ზოგადი წინააღმდეგობის ასამაღლებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება მედეოკლავი სუსპენზია?

მედეოკლავი სუსპენზიის გამოყენების ჩვენებებია: – ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ტონზილიტი, სინუსიტი, – შუა ყურის ანთება – ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები:  ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, წილოვანი პნევმონია და ბრონქოპნევმონია – შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი – კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები  – ძვალ-სახსროვანი ინფექციები

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი