Category Archives: პრეპარატების ჩვენებები

რა დროს გამოიყენება ადრენალინი?

ადრენალინის გამოყენების ჩვენებებია: გულის უეცარი გაჩერების დროს ინოტროპული საშუალების სახით (როდესაც სხვა მსგავსი საშუალებები არაეფექტურია); ანაფილაქსიური შოკის და სხვა ალერგიული რეაქციების დროს; ბრონქული ასთმის შეტევისას ბრონქოსპაზმის მოსახსნელად; ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ადიუვანტის სახით, მათი შეწოვის შენელების მიზნით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ამიოკორდინი?

ამიოკორდინის გამოყენების ჩვენებებია: მიღების ჩვენებები ამიოდარონი, საინექციო ხსნარი, გამოიყენება აუცილებლობის შემთხვევაში სწრაფი სამკურნალო ეფექტის მისაღებად, ან პრეპარატის შიგნით მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში გულის რითმის მძიმე დარღვევებისას, როგორიცაა სიცოცხლისთვის საშიში პარკუჭოვანი არითმიები (პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაცია), სუპრავენტრუკულური არითმიები (როგორც წესი ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი), მათ შორის წინაგულების ციმციმის და თრთოლვის პაროქსიზმი; წინაგულოვანი და პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია; კორონარული ან გულის უკმარისობის ფონზე განვითარებული არითმიები, პარასისტოლია, პარკუჭოვანი არითმიები და პაციენტები შიგასის მიოკარდიტით; სტენოკარდია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ლოქსიდოლი?

ლოქსიდოლის გამოყენების ჩვენებებია: ტკივილის სინდრომის სიმპტომური მკურნალობა ოსტეოართრიტის (ართროზი, სახსრების დეგენერაციული დაავადებები), რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ლუცეტამი®?

ლუცეტამის გამოყენების ჩვენებებია: – მეხსიერების დარღვევა, ყურადღების და მოტივაციის დეფიციტი, სიფხიზლის დონის შემცირება თავის ტვინის დაზიანებისა ან მისი ფუნქციების დათრგუნვის გამო. – ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის ნარჩენი მოვლენების მკურნალობა (უპირველის ყოვლისა, აფაზიის). – კუნთების კრთომა, განპირობებული ნერვულის სიტემის დაზიანებით (ქერქული მიოკლონუსი). – თავბრუსხვევა და წონასწორობის დარღვევა (სისხლძარღვოვანი მოშლილობების სიმპტომებისა და ფსიქიკური დარღვევების გარდა). – ქრონიკული ალკოჰოლიზმისა და ალკოჰოლური აბსტინენციური სინდრომის ფონზე განვითარებული მეხსიერებისა და ყურადღების დაქვეითების კომპლექსური თერაპიის კომპონენტის სახით. – სხვა მეთოდებთან კომბინაციაში _შესწავლის სირთულისა და დიზლექსიის (წერილობითი მეტყველების აღქმის გაძნელება) მქონე ბავშვების შრომისუნარიანობის გასაუმჯობესებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ლოტოსი კრემი?

ლოტოსი კრემის გამოყენების ჩვენებებია: გააჩნია დამამშვიდებელი, გაღიზიანების საწინაამდეგო თვისებები, ახასიათებს ანტისეპტიკური ეფექტი. გამოიყენება ჩირქოვანი გამონაყარისა და ბაქტერიული წარმოშობის დერმატოლოგიური ინფექციების დროს. გააჩნია პიგმენტური ლაქებისა და ჭორფლის გამაუფერულებელი ეფექტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ლივაროლი?

ლივაროლის გამოყენების ჩვენებებია: საშოს მწვავე და ქრონიკული რეციდივული მიკოზის მკურნალობა. საშოს სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა ორგანიზმის დაქვეითებული რეზისტენტობისას და ანტიბაქტერიული საშუალებებითა და სხვა პრეპარატებით მკურნალობის ფონზე, რომლებიც არღვევენ საშოს ნორმალურ მიკროფლორას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ომეგარდი?

ომეგარდის გამოყენების ჩვენებებია: ომეგარდი ნაჩვენებია თორმერტგოჯა ნაწლავის, კუჭის წყლულის, საყლაპავი მილის, ზოლნგერ-ელისონის სინდრომის, რეფლუქს-ეზოფაგიტის და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებით გამოწვეული კუჭის წყლულის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ოსტეობიოსი?

ოსტეობიოსის გამოყენების ჩვენებებია: რეკომენდებულია ოსტეოპოროზის თერაპიაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ლოპედიუმი?

ლოპედიუმის გამოყენების ჩვენებებია: მწვავე დიარეის სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით. პრეპარატის მიღება 2 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ავეზოლი?

ავეზოლის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ: – სასუნთქი სისტემის ინფექციები, ბრონქიტის, პნევმონიის, ფილტვის აბსცესისა და პლევრის ემპიემის ჩათვლით;  – ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები, მათ შორის შუა ყურის მწვავე ანთება, ტონზილიტი;  – კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის დაინფიცირებული დამწვრობა და ჭრილობა; – ძვლებისა და სახსრების ინფექციები, ოსტეომიელიტის ჩათვლით;  – სეფსისი; – მასტიტი; – ბაქტერიული ენდოკარდიტი; – პერიტონიტი;  – სანაღვლე გზების ინფექციები; – სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: გონორეა, სიფილისი;  – შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები, პიელონეფრიტის, ცისტიტის, ურეთრიტის ჩათვლით; – გინეკოლოგიური ინფექციების პროფილაქტიკა;  – ქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი