Category Archives: სხვა

იცით ეფცენ-150-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეფცენ-150-ის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატი ჩვეულებრივ ხასიათდება კარგი ამტანობით. ზოგჯერ მოსალოდნელია შექცევადი ხასიათის გვერდითი მოვლენები: , რომლებიც მკურნალობის შეწყვეტისთანავე ქრება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, მეტეორიზმი, იშვიათად – სიყვითლე; ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, იშვიათად _ კრუნჩხვები; სისხლის სურათის მხრივ: იშვიათად _ თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი; ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, იშვიათად _ მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ანაფილაქსიური შოკი; სხვა: იშვიათად _ ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალემია, ალოპეცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პრიმაცეფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პრიმაცეფის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში.  ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, ანაფილაქსიური რეაქცია. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მოუსვენრობა, გულყრა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტკივილი გულის არეში, ტაქიკარდია. ცვლილებები სისხლის სურათის მხრივ: ანემია, ეოზინოფილია, ტრანზიტორული თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია.  ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი ინექციის ადგილზე, ფლებიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოვესტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოვესტინის გვერდითი მოვლენებია: სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა, მგრძნობელობის მომატება და ზომაში გაზრდა, ამენორეა, ძლიერი სისხლდენა, მენორაგია, მენსტრუაციათაშორისი ლორწოვანი გამონადენი საშოდან, სარძევე ჯირკვლების სიმსივნე, ლიბიდოს მომატება. პერიფერიული შეშუპება, ნაღვლის ბუშტის ობსტრუქცია, ჰეპატიტი, პანკრეატიტი. ნაწლავური ან ნაღვლის ბუშტის ჭვალი, მეტეორიზმი, ანორექსია, გულისრევა, დიარეა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი (მათ შორის შაკიკი), კონტაქტური ლინზების აუტანლობა, ღებინება (ძირითდად ცენტრალური წარმოშობის, უფრო ხშირად დიდი დოზების მიღებისას). სარძევე ჯირკვლისა და წინამდებარე ჯირკვლის კიბოს მკურნალობისას (დამატებით): თრომბოემბოლია, თრომბოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დარდუმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დარდუმის გვერდითი მოვლენებია:  ალერგიული რეაქციები: მაკულოპაპულოზური გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ეოზინოფილია წამლისმიერი ცხელება, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, ანაფილაქსიური რეაქცია; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, ფსევდომემბრანული კოლიტი, ღვიძლის ტრანსამინაზებისა და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის გარდამავალი მატება; სისხლის სურათის მხრივ: პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას – შექცევადი ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ჰიპოპროთრომბინემია, ჰემოლიზური ანემია, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დაბალი მაჩვენებელი, კუმბსის დადებითი რეაქცია; ადგილობრივი რეაქციები: შესაძლებელია – მტკივნეულობა კუნთში პრეპარატის შეყვანის ადგილას, ინტრავენური შეყვანისას –  ფლებიტის განვითარება; სხვა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება, მეტად იშვიათდ – ვიტამინ K-ს დეფიციტი (სისხლდენა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ენფინ ფორტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ენფინ ფორტეს გვერდითი მოვლენებია: იშვიათად ალერგიული რეაქციები;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

 

იცით დიფლუკანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიფლუკანის გვერდითი მოვლენებია: ჩვეულებრივ ავადმყოფები კარგად იტანენ ფლუკონაზოლს. ყველაზე ხშირად ფლუკონაზოლის კლინიკურ და პოსტმარკეტინგულ კვლევებში გამოვლენილია შემდეგი გვერდითი რეაქციები: ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები, გემოს შეცვლა; საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცელში, დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა, დისპეპსია, ღებინება; ღვიძლის მხრივ: ჰეპატოტოქსიურობა, ლეტალური გამოსავლის იშვიათი შემთხვევების ჩათვლით, ტუტე ფოსფატაზას, ბილირუბინის, ამინოტრანსფერაზების (ალტ, ასტ) დონის მატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ჰეპატიტი, ჰეპატოცელულური ნეკროზი, სიყვითლე. კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: გამონაყარი, ალოპეცია, კანის ექსფოლაციური დაავადებები, სტივენს-ჯონსონის სინდრომის ჩათვლით და ეპიდერმისის ტოქსიური ნეკროლიზი. სისხლის და ლიმფის მხრივ: ლეიკოპენია, კერძოდ, ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია. იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსია (ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი). გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ეკგ-ზე QT ინტერვალის გაზრდა, პარკუჭების ციმციმი/თრთოლვა (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”). მეტაბოლური/ტროფიკული დარღვევები: ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის მატება პლაზმაში, ჰიპოკალემია. ზოგიერთ პაციენტში, განსაკუთრებით მძიმე დაავადებებით, როგორიცაა შიდსი ან კიბო, ფლუკონაზოლით და მსგავსი პრეპარატებით მკურნალობისას აღნიშნულია სისხლის მაჩვენებლების, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციური პარამეტრების ცვლილება. (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”). თუმცა მათი კლინიკური მნიშვნელობა და კავშირი თერაპიასთან არ არის დადგენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვიდოსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვიდოსინ გვერდითი მოვლენებია:  სხვა პენიცილინების მსგავსად, მომატებული მგრძნობელობის რეაქციების გამოვლენა სავარაუდოა იმ პირებში, რომლებსაც ადრეც ჰქონდათ მსგავსი რეაქციები პენიცილინის ჯგუფის პრეპარატებისადმი ან ანამნეზში აქვთ ალერგიის, ასთმის, ჭინჭრის ციებისა და კანზე გამონაყარის ეპიზოდები. შესაძლებელია ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც დამახასიათებელია სხვა პენიცილინების მიმართაც.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კოლიკ-ეზს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კოლიკ-ეზის გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატ Colic Ez – ის მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კეტოტიფენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კეტოტიფენის გვერდითი მოვლენებია:  ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუ, ძილიანობა, ფსიქიკური რეაქციების შენელება (რომლებიც მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში იხსნება); აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, უძილობა (განსაკუთრებით ბავშვებში), დაღლილობის შეგრძნება, იშვიათად – კრუნჩხვები; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, მადის მომატება, გულისრევა, ღებინება, გასტრალგია, ყაბზობა, იშვიათად – ჰეპატიტი, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება; შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – ცისტიტი, დიზურია; ალერგიული რეაქციები: იშვიათად – მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, კანის მძიმე რეაქციები; სხვა: თრომბოციტოპენია, სხეულის წონის მატება.  იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პერსენ ფორტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პერსენ ფორტეს გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, პერსენ ფორტემ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , რომლებიც ყველა პაციენტში არ ვითარდება. კატაბალახას ძირების პრეპარატების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, სპაზმები მუცელში). გვერდითი მოვლენები: ს განვითარების სიხშირე ცნობილი არ არის. სერიოზული ან ისეთი ახალი გვერდითი მოვლენები: ს გამოვლენისას, რომლებიც აღწერილი არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები