Category Archives: სხვა

ვირგანი / VIRGAN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ვირგანი –  ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში თვალის გელის ვირგანიც მიღების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს რეკომენდებული არ არის, მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების არ არსებობის გარდა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნეოზოლინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეოზოლინის გვერდითი მოვლენებია: ,,ნეოზოლინი”-ს ხშირი და/ან ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები: ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, სიმშრალე, წვის შეგრძნება, ცემინება, ჰიპერსეკრეცია. იშვიათად – ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, არტერიული წნევის მომატება, არითმია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, ძილის დარღვევა; დეპრესია (მაღალი დოზებით ხანგრძლივად გამოყენებისას).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

როლინოზი / ROLINOZ ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

როლინოზი –  როლინოზის მიღება ორსულობის დროს უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციით (B კატეგორია). ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ამვასტანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამვასტანის გვერდითი მოვლენებია: ჩვეულებრივ, პრეპარატი კარგად გადაიტანება. არასასურველი ეფექტები მსუბუქი და გარდამავალი ხასიათისაა. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, ატორვასტატინის მიღებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების გამოვლენის გამო, მკურნალობა შეწყვიტა 2%-ზე ნაკლებმა პაციენტმა. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები (1% და მეტი): უძილობა, თავის ტკივილი, ასთენიური სინდრომი, გულისრევა, დიარეა, აბდომინური ტკივილი, დისპეპსია, მეტეორიზმი, ყაბზობა, მიალგია. არახშირი (1%-ზე ნაკლები): ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ამნეზია, პარესთეზია, პერიფერიული ნეიროპათია, ჰიპესთეზია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ღებინება, ანორექსია, ჰეპატიტი, პანკრეატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ზურგის ტკივილი, კრუნჩხვები, მიოზიტი, მიოპათია, ართრალგია, რაბდომიოლიზი. ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავლი, გამონაყარი კანზე, ანაფილაქსია, ბულოზური გამონაყარი, პოლიმორფული ექსუდაციური ერითემა (მათ შორის, სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ლაიელის სინდრომი. სისხლმბადი ორგანოების მხრივ: თრომბოციტოპენია. ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპო – ან ჰიპერგლიკემია, შრატისმიერი კფკ აქტივობის მატება. სხვა: იმპოტენცია, პერიფერიული შეშუპება, სხეულის წონის მატება, ტკივილი მკერდის არეში, თირკმელების მეორადი უკმარისობა, ალოპეცია, ხმაური ყურებში, გადაღლა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ტროქსევაზინი – TROXEVAZIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტროქსევაზინი –  ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატის  მიღება რეკომენდებული არ არის. ლაქტაციის პერიოდში ტროქსევაზინის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით როდასკონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როდასკონის გვერდითი მოვლენებია:  ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება აგზნება, უძილობა, თავის ტკივილი, ჰიპერტონია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

კრალექსი / CRALEX ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კრალექსი –  ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ვინაიდან კრალექსის აქტიური კომპონენტი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი გამოყენება საფრთხეს არ უქმნის ორსულ დედას და არც ნაყოფს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ფერუმ ლეკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფერუმ ლეკის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება რკინის უსაფრთხოებას და გადატანის უნარს აფასებდნენ მრავალრიცხოვანი კლინიკური გამოკვლევიდან და ლიტერატურიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე. ძირითად გამოკვლევებში აღნიშნული იქნა შემდეგი არასასურველი რეაქციები. არასასურველი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 და <1/10), არც ისე ხშირი (≥1/1 000 და <1/100), იშვიათი (≥1/10 000 და <1/1 000), ძალიან იშვიათი (<1/10 000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე მისი შეფასება არ შეიძლება). დარღვევები იმუნ ური სისტე მის მხრი დან  არც ისე ხშირი: თავის ტკივილი. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრი დან  ხშირი: დისკომფორტი მუცლის არეში, ყაბზობა, დიარეა, ღებინება, გულისრევა, გულძმარვა, განავლის ფერის შეცვლა. იშვიათი: კბილების ფერის შეცვლა. სიხშირე უცნობია: მუცლის ტკივილი. დარღვევები კა ნის და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან  იშვიათი:კანისჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგ., ეკზანთემა, ჭინჭრის ციება. სიხშირე უცნობია: ანაფილაქტიკური რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ინდომეტაცინი (ტაბლეტი, მალამი) – INDOMETHACIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ინდომეტაცინი (ტაბლეტი, მალამი) –   არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს. კლინიკური გამოცდილება, რომელიც ადასტურებს ინდომეტაცინის მალამოს გამოყენების უსაფრთხოებას ორსულობისა და ლაქტაციის დროს, არ არსებობს, რის გამოც გამოყენება დაუშვებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

კლაფორანი / CLAFORAN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კლაფორანი –  ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე შესაძლო უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.  ცეფოტაქსიმი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი