Category Archives: სხვა

იცით ინდომეტაცინი (ტაბლეტი, მალამი)ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ინდომეტაცინის (ტაბლეტი, მალამი) გვერდითი მოვლენებია: : •    კუჭ-ნაწლავის ტრაქტი – ღებინება გულისრევით ან მის გარეშე, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, სისხლჩაქცევები, წყლული, ღვიძლის დაზიანება; •    ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები – ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ექსფოლიატური დერმატიტი, მწვავე ანაფილაქტიური რეაქციები, ასთმური შეტევა; •    ცენტრალური ნერვული სისტემა – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, დეპრესია, დაღლილობა, მეხსიერების დარღვევა, პარკინსონიზმი; •    ფსიქიკის მხრივ დარღვევები – არსებული ეპილეფსიის გაუარესება, დეპრესია; •    გრძნობის ორგანოები – შუილი და გუგუნი ყურებში, დაგროვება რქოვანაში და რეტინის დაზიანება (მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება); •    საშარდე სისტემა – თირკმელების დაზიანება, სითხის შეკავება; •    სისხლი – ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, თავის ტვინის ჰიპო – ან აპლაზია; •    მეტაბოლიზმის დარღვევები – ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, ჰიპერკალიემია. მალამო 10%: – გვერდითი   ეფექტები:პრეპარატის ამტანობა ჩვეულებრივ კარგია. შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომების გამოვლინება კანის მხრივ – ქავილი, ერითემა, გამონაყარი კანზე, წვის შეგრძნება გამოყენების ადგილას. თუ აგეღნიშნათ რაიმე გვერდითი მოვლენები ან უჩვეულო რეაქციები, გთხოვთ, შეუთანხმდით თქვენს ექიმს შემდგომი მკურნალობის შესახებ!

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მანინილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მანინილის გვერდითი მოვლენებია: საკვების გამოტოვების, ჭარბი დოზის მიღების, ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, ასევე ალკოჰოლის ინტენსიური გამოყენების დროს შესაძლებელია სისხლში შაქრის დონის არასასურველი დაწევა (ჰიპოგლიკემია). ყველაზე ხშირად ეს ვლინდება ძლიერი შიმშილის გრძნობის, ჭარბი ოფლიანობის, სხეულში კანკალის შეგრძნების, გულის ფრიალის, აგზნებულობის, დეპრესიული ხასიათის, თავის ტკივილისა და ძილის დარღვევის სახით. უმეტეს შემთხვევაში ამის აღმოფხვრა შესაძლებელია გლუკოზის, შაქრის ან შაქრით გამდიდრებული საკვების სწრაფად მიღებით.ზოგჯერ აღინიშნება დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, რომლებსაც ახლავს ღებინება და გულისრევა. იშვიათ შემთხვევაში აღინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობა მზის ძლიერი გამოსხივებისას და უი-ნათურების მიმართ (ეგრედწოდებული ფოტომგრძნობელობა). დარღვევები სისხლმბადი სისტემის მხრივ (თრომბოციტოპენია, გრანულოციტოპენია, ერითროციტოპენია) და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი კანზე, სხეულის მაღალი ტემპერატურა, სახსრების ტკივილი) ძალიან იშვიათია. განსაკუთრებული მითითებები: ამ პრეპარატით ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის მკურნალობის ჩატარება საჭიროებს ექიმის მიერ რეგულარულ კონტროლს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ვიტრუმ თინეიჯერი / VITRUM TEENAGER ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ვიტრუმ თინეიჯერი – პრეპარატის  პრეპარატის გამოყენების წინ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან. მონაცემები სამკურნალო პრეპარატის  შესაძლო გავლენაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე. მონაცემები არ მოიპოვება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით მალტოფერი ფოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მალტოფერი ფოლის გვერდითი მოვლენებია: მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტების გამოყენებისას მალტოფერი ფოლიუმის საღეჭი ტაბლეტების გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: საშუალოდ შესაძლოა გამოვლინდეს ყაბზობა, ფაღარათი, კუჭ-ნაწლავის გართულებები, ღებინება და გულისრევა ან თავის ტკივილები.  ძალიან იშვიათად შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქციები (ასთმა, ჭინჭრის ცხელება), ასევე კანის ადგილობრივი რეაქციები (ქავილი, გამონაყარი). ხშირად ვლინდება განავლის ფერის ცვლილება, რაც გამოწვეულია რკინის გამოყოფის შედეგად. იშვიათად აღინიშნა შარდის მუქად შეფერვა. კბილების მოსალოდნელი შეფერილობა უმნიშვნელო მოვლენაა და რევერსულია. ეს გვერდითი ეფექტები უმეტესად ვლინდება სუსტად და ქრება მკურნალობის შემდეგ. თუ შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნოზეილინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნოზეილინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება ადგილობრივი რეაქციები: ცრემლდენა, ხანგრძლივი გამოყენებისას – ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება. სისტემური რეაქციები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, სისუსტე, ძილიანობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

კეფპიმი 1გ / Kefpime 1g ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კეფპიმი 1გ –  არ არსებობს მონაცემები ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ. კეფპიმის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

დეზამინოოქსიტოცინი / Desaminooxytocin ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დეზამინოოქსიტოცინი –  სამშობიარო მოქმედების აღძვრა უნდა ჩატარდეს მხოლოდ მკაცრი ჩვენებებით, რათა თავიდან ავიცილოთ მშობიარესა და ნაყოფისათვის გართულებების რისკი.  დემოქსიტოცინი ნაჩვენებია მხოლოდ ლაქტაციის სტიმულირებისთვის. ნაკლებსავარაუდოა რომ პრეპარატი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, რადგან მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-5 წუთს და მოცემული წამალი იშლება ახალშობილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტების საშუალებით. აგრეთვე უცნობია ახალშობილებში დემოქსიტოცინის გვერდითი მოვლენები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ლესეტრინი / Lesetrin ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლესეტრინი –  კატეგორია B. უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. პრეპარატი ინიშნება პრეპარატის გამოყენების აბსოლუტური ჩვენების არსებობისას.  ლევოცეტირიზინი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ, მისი გამოყენების აუცილებელობისას ლაქტაციის პერიოდში, ძუძუთი კვება დროებით უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

გემნილი / GEMNIL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გემნილი –  თუ ორსულად ხართ, ან ფიქრობთ ორსულობაზე, მიმართეთ ექიმს. გემნილის გამოყენება თავიდან უნდა აიცილონ ორსულობის დროს. თქვენი ექიმი თქვენთან ერთად განიხილავს გემნილის მიღების პოტენციურ რისკს ორსულობის დროს.  თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, აცნობეთ ექიმს.  გემნილით მკურნალობის დროს უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ალერგინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალერგინის გვერდითი მოვლენებია: არ იწვევს ძილიანობას, არ მოქმედებს მოძრაობის კოორდინაციაზე და მეხსიერებაზე, არ ახასიათებს შეჩვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები