Category Archives: სხვა

იცით ამბროქსი-დენკი 60-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამბროქსი-დენკი 60-ის გვერდითი მოვლენებია: სხვა პრეპარატების მსგავსად ამბროქსი-დენკი 60-მაც შეიძლებ გამოიწვიოს გვერდითი ეგექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.  გვერდითი ეფექტების შესაფასებლად ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია: ჩასსამელია ცხრილი  ზოგადი დარღვევევბი: არახშირად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი, სახის შეშუპება, სუნთქვის გაძნელენა, ქავილი), ცხელება; ძალიან იშვიათად: მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია), რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ შოკი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: არახშირად: გულისრევა, მუცლის ტკივილი, ღებინება. შესაბამისი ზომები: ალერგიული რეაქციის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე ამბროქსი-დენკი 60-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი ძლიერ გაუარესდება ან პაციენტს გამოუვლინდება რომელიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ზემოთ აღწერილი, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

რელანტანი / RELANTAN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რელანტანი –  ორსულობის I და II ტრიმესტრში პრეპარატი გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. რელანტანი სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის III ტრიმესტრში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის რისკის გამო. პროგესტერონი გადადის დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ასფამპისიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ასფამპისიდის გვერდითი მოვლენებია: როგორც სხვა ანტიბიოტიკების პარენტერალური გამოყენებისას ტკივილი ინექციის არეში არის ძირითადი არასასურველი რეაქცია; ლიდოკაინის გამოყენება გამხსნელის ფუნქციით ამცირებს ტკივილს. სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ ცნობილია ანემიის, ჰემოლიზური ანემიის, თრომბოციტოპენიის, ეოზინოფილიის, ლეიკოპენიის შესახებ. ეს ცვლილებები ატარებენ გარდამავალ ხასიათს და პრეპარატის მოხმარების შეწყვეტის შემდეგ სისხლის მაჩვენებლები ნორმაში დგება. იმუნური სისტემის მხრივ შესაძლებელია ანაფილაქტოიდური რეაქციები და ანაფილაქსური შოკი ნერვული სისტემის მხრივ იშვიათად: კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ხშირად: გულისრევა, ღებინება, დიარეა. შესაძლებელია ენტეროკოლიტი და ფსევდომემბრანული კოლიტი ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ბილირუბინემია, ღვიძლის ფუნქციის მოშლა, სიყვითლე კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად: გამონაყარი, ქავილი და კანის სხვა რეაქციები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ: იშვიათად: ინტერსტიციური ნეფრიტი ლაბორატორიული მაჩვენებლები: ალტ და ასტ მაჩვენებლების გარდამავალი ზრდა. არასასურველი ეფექტების  გამოვლინებისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კალსისს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კალსისის გვერდითი მოვლენებია: არ იწვევს გვერდით მოვლენებს

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ალვიტილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალვიტილის გვერდითი მოვლენებია: შესაძლოა ალერგიული რეაქციის განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფეზამს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფეზამის გვერდითი მოვლენებია: ინტრავენურად სწრაფი ინექცია ან ინფუზია იწვევს სახის და კიდურების ტკივილს, დაბუჟებას და წნევის დაქვეითებას. ხშირია ზოგადი ჩივილები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, იშვიათად ვითარდება ურტიკარია, ანაფილაქსიური რეაქცია, თრომბოემბოლური გართულებები. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტი პრეპარატის დიდი დოზებით გამოყენების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით მებერიქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მებერიქსის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მასიური ინვაზიისა და ჰელმინთების სწრაფი გამოდევნის დროს აღინიშნება ტკივილი მუცლის არეში და დიარეა. სისხლმბადი სისტემის მხრივ: მებერიქსის მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს იშვიათად აღინიშნება ნეიტროპენია. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება.ორსულობა და ლაქტაცია: * ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის I ტრიმესტრში, მებერიქსის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს. * ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. განსაკუთრებული მითითებები: * მებერიქსით მკურნალობის პროცესში დიეტის დაცვა და საფაღარათო საშუალებების მიღება რეკომენდებული არ არის. * 2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი ჭიებით ინვაზია სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს კვების პროცესსა და ფიზიკურ განვითარებაზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნექსიუმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნექსიუმის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება ქვემოთ მოყვანილი გვერდითი ეფექტები, რომლებიც დამოკიდებული არ არის პრეპარატის დოზირების რეჟიმზე, აღნიშნულია ნექსიუმის გამოყენებისას როგორც კლინიკური კვლევების აგრეთვე პოსტმარკეტინგული შესწავლის დროს. ჩასასმელია ცხრილი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლოქსიდოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლოქსიდოლის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: საჭმლის მონელების დარღვევები, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, დიარეა. იშვიათად: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანება, ფარული ან მაკროსკოპულად ხილული სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, განსაკუთრებით მეტოტრექსატით ერთდროული მკურნალობისას. კანის საფარველის მხრივ: ქავილი, გამონაყარი; იშვიათად: ფოტოსენსიბილიზაცია, ჭინჭრის ციება, სტივენს-ჯონსონის სონდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, ანგიონევროზული შეშუპება, მრავალფორმიანი ერითემის ტიპის ბუშტუკოვანი დერმატიტი. იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები. სასუნთქი სისტემის მხრივ: მელოქსიკამმა შეიძლება გამოიწვიოს ასთმის შეტევა, განსაკუთრებით მათში, ვისაც აღენიშნება ალერგია ასპირინის ან სხვა აასს-ის მიმართ. ნერვული სისტემის მხრივ: თრობის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბუსხვევა, ხმაური ყურებში, ძილიანობა, ცნობიერების მოშლა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შეშუპება; არტერიული წნევის მომატება, გულისცემის შეგრძნება, სახის არეში სისხლის ოწოლის შეგრძნება. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლების შეცვლა (კრეატინინის და/ან შარდოვანას მაღალი შემცველობა სისხლში). ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი სისტემის მხრივ: ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების გარდამავალი ცვლილება (მათ შორის, ტრანსამინაზების ან ბილირუბინის დონის დროებითი მატება).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გინოტრან ფორტე L / Gynotran Forte L ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გინოტრან ფორტე L –  მეტრონიდაზოლისა და ლიდოკაინის ორსულობის პერიოდში გამოყენების რისკის კატეგორიაა-B, მიკონაზოლის ნიტრატისთვის-C.  გინოტრან ფორტე L-ის ვაგინალური სანთლები გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ორსულობის II ტრიმესტრიდან ექიმის კონტროლის ქვეშ. იქიდან გამომდინარე, რომ მეტრონიდაზოლი აღწევს დედის რძეში, მკურნალობის დროს ძუძუთი კვება შეწყვეტილ უნდა იქნეს. მკურნალობის დამთავრებიდან 24-48 საათში შეიძლება ძუძუთი კვება შეიძლება აღდგეს.  არ არსებობს ინფორმაცია დედის რძეში ლიდოკაინის შეღწევის შესახებ, ამიტომ მეძუძური ქალებისთვის ამ პრეპარატის გამოყენება არაა რეკომენდებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი