Category Archives: სხვა

იცით როტაზარს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როტაზარის გვერდითი მოვლენებია: არტერიული ჰიპერტენზია ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავბრუსხვევა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხანდახან – ტაქიკარდია, კანის საფარის ჰიპერემია.  სასუნთქი სისტემის მხრივ: ხანდახან – ხველება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად – გულისრევა, ღებინება; ხანდახან – დიარეა, დისპეფსია, გულძმარვა.  სასქესო სისტემის მხრივ: ხანდახან სქესობრივი დისფუნქცია.  ორგანიზმის მხრივ ზოგადად: ხშირად – დაღლილობის შეგრძნება; ხანდახან – ტკივილი გულმკერდის არეში. ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ხშირად – კრეატინფოსფოკინაზას მომატება, რასაც არ ახლავს კლინიკური გამოვლინებები ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ.  არტერიული ჰიპერტენზია და მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი თირკმელების დაზიანებით არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში მითითებული გვერდითი რეაქციების გარდა, ავადმყოფებში არტერიული ჰიპერტენზიით, მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით მიკროალბუმინურიით თირკმელების ფუნქციის დარღვევების გარეშე ირბესარტანის მიღების დროს აღინიშნებოდა ორთოსტატური თავბრუსხვევა და ორთოსტატური ჰიპოტენზია ავადმყოფების 0,5%-ში (პლაცებოს მიღებისას ამ გვერდითი რეაქციების გაჩენის სიხშირესთან შედარებით).  ავადმყოფებში არტერიული ჰიპერტენზიით, მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით გამოხატული პროტეინურიით და თირკმელების ქრონიკული უკმარისობით ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები აღინიშნებოდა >2% ავადმყოფებში (პლაცებოს მიღებისას ამ გვერდითი რეაქციების გაჩენის სიხშირესთან შედარებით).   ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – ორთოსტატური თავბრუსხვევა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად – ორთოსტატური ჰიპოტენზია. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ხშირად – ტკივილი ძვლებსა და კუნთებში.   ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპოკალიემია ირბესარტანის მიღების დროს შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფების მიერ აღინიშნებოდა უფრო ხშირად, ვიდრე პლაცებოს მიღებისას. ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით მომატებული არტერიული წნევით და მიკროალბუმინურიით თირკმელების ნორმალური ფუნქციით ჰიპერკალიემია (³³5,5 მმოლი/ლ) ირბესარტანის მიღების დროს დოზით 300 მგ აღინიშნებოდა 29,4% ავადმყოფებში (ძალიან ხშირად), პლაცებოს ჯგუფში – 22% ავადმყოფებში. ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით მომატებული არტერიული წნევით, თირკმელების ქრონიკული უკმარისობით და გამოხატული პროტეინურიით ჰიპერკალიემია (³³5,5 მმოლი/ლ) ირბესარტანის მიღების დროს აღინიშნებოდა 46,3% ავადმყოფებში (ძალიან ხშირად), პლაცებოს ჯგუფში – 26,3% ავადმყოფებში. პაციენტებში მომატებული არტერიული წნევით და დიაბეტური ნეფროპათიით, რომლებიც იღებდნენ ირბესარტანს, 1,7% ავადმყოფებში აღინიშნებოდა ჰემოგლობინის კლინიკურად უმნიშვნელო შემცირება (ხშირად).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როდინირს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როდინირის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, დიარეა; იშვიათად – დისპეფსია, გასტრიტი, ღებინება, მუცლის ტკივილი, ასპარტატამინოტრანსფერაზის, ალანინამინოტრანსფერაზის და ლაქტატდეჰიდროგენაზის აქტივობის მომატება.  ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, იშვიათად – თავბრუსხვევა, ძალიან იშვიათად – კრუნჩხვები.  ალერგიული რეაქციები:ანაფილაქსია, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, მომატებული ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.  სისხლმბადი სისტემის მხრივ: აპლასტიური ანემია, პანციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი. სისხლის შემადედებელი სისტემის მხრივ: პროთრომბინული დროის და საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების მომატება, ჰემოლიზური ანემია და შინაგანი სისხლდენა, დადებითი პირდაპირი კუმბსის სინჯი. საშარდე სისტემის მხრივ: თირკმლის დისფუნქცია, ტოქსიკური ნეფროპათია, გლუკოზურია, კეტონურია.  სხვა: სუპერინფექცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით აპრიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აპრიდის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია ფაღარათი, ქავილი, გამონაყარი და კანის რეაქციები; იშვიათად – გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, კოლიკები, ძილიანობა, სისუსტე, თავის ტკივილი, ენტეროკოლიტი და ფსევდომემბრანული კოლიტი, სუპერინფექციის განვითარება (მათ შორის სოკოვანი). აღწერილია მძიმე ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების შემთხვევები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ფამეტოლი / FAMETOL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფამეტოლი – უკუჩვენებები:: – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ქლოფაზოლინი – CHLOPHAZOLIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ქლოფაზოლინი –  არ მოიპოვება საკმარისი კლინიკური მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატის მიღება ფეხმძიმობის დროს მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოსალოდნელი სარგებელი მეტია ნაყოფზე სავარაუდო ნეგატიურ გავლენაზე. ლაქტაციის დროს, პრეპარატი საჭიროებისამებრ, დიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, რადგან ქლოფაზოლინი აღწევს დედის რძეში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით როსისეპტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როსისეპტინის გვერდითი მოვლენებია: იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე), პირის სიმშრალე, დერმატიტი, ხელების კანის წებოვანება (3-5 წუთის განმავლობაში), ფოტოსენსიბილიზაცია; გინგვიტის მკურნალობისას – კბილის ემალის შეღებვა, ქვების ფორმირება, გემოს მგრძნობელობის შეცვლა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კალმაცინ ფორტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კალმაცინ ფორტეს გვერდითი მოვლენებია: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. პრეპარატის მაღალ დოზებში ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალცემია და ჰიპერკალციურია, შეიძლება აღინიშნოს D ჰიპერვიტამინოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფინალგელს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფინალგელის გვერდითი მოვლენებია: – კანის ადგილობრივი გაღიზიანება (ანთება, სიწითლე, ჭინჭრის ციება, ქავილი, აქერცვლა); – ადგილობრივი ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როტავიტ კალციუმ ფორტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

როტავიტ კალციუმ ფორტეს გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, გასტრალგია, დიარეა. ნივთიერებათა ცვლის სისტემის მხრივ: მომატებული დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს ჰიპერკალციურია და ჰიპერკალცემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ნეირომიდინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნეირომიდინის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატი ხასიათდება კარგი ტოლერანტობით. იშვიათად აღინიშნება მ-ქოლინორეცეპტორების აგზნებით გამოწვეული შემდეგი გვერდითი მოვლენები: გაძლიერებული ნერწყვის დენა, მომატებული ოფლიანობა, ბრადიკარდია, გახშირებული გულისცემა, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, ფაღარათი, ბრონქული სეკრეტის გამოყოფის გაძლიერება, კუნთების კრუნჩხვები, ბრონქოსპაზმი, საშვილოსნოს ტონუსის გაძლიერება, კანის ალერგიული რეაქციები. ნერწყვის დენა და ბრადიკარდია შეიძლება შემცირდეს მ-ქოლინობლოკატორებით (ატროპინი და სხვა). იშვიათად, მაღალი დოზის გამოყენებისას აღინიშნება თავის ტკივილი, თავბრუ, ძილიანობა, სისუსტე, ღებინება, კანის მხრივ ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი). ამ შემთხვევაში დოზას ამცირებენ ან ხანმოკლე დროით (1-2 დღე) წყვეტენ პრეპარატის მიღებას. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები