Category Archives: სხვა

იცით პრესტარიუმი კომბის რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პრესტარიუმი კომბის გვერდითი მოვლენებია: პრესტარიუმი კომბი არგინინის მოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები:  წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: შესაძლებელია ჰიპოკალიემია ავადმყოფთა 2%-ში. პერინდოპრილი არგინინის მოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები:  ცნს-ის მხრივ: შესაძლებელია თავის ტკივილი, ასთენია, თავბრუსხვევა, გუნება-განწყობის ცვლილებები და/ან ძილის დარღვევა, კრუნჩხვები. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია არტერიული ჰიპოტენზია (მათ შორის – ორთოსტატიკური). სასუნთქი სისტემების მხრივ: შესაძლებელია მშრალი ხველა. ხველით შეტევებს აქვთ პერსისტენტული ხასიათი, მაგრამ სწრაფად ქრება პრეპარატის მოხსნისთანავე. ამ სიმპტომის გამოჩენა მიუთითებს პრეპარატის არასასურველ მოქმედებაზე. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლებელია ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში, ანორექსია, გულისრევის შეგრძნება, გემოს დარღვევა. დერმატოლოგიური რეაქციები: შესაძლებელია გამონაყარი კანზე. ალერგიული რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში ანგიონევროზული შეშუპება. თირკმელის მხრივ: შესაძლებელია შარდოვანას და კრეატინის შემცველების უმნიშვნელო გაზრდა სისხლის პლაზმაში (შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ). ეს ეფექტი შედარებით გამოხატულია თირკმლის არტერიის სტენოზის, არტერიული ჰიპერტენზიის დიურეტიკებით მკურნალობისას და თირკმლის უკმარისობის დროს. აგფ ინჰიბიტორების გამოყენებამ პაციენტებში გორგლისებური ნეფროპათიით შესაძლებელია განაპირობოს პროტეინურიის განვითარება. სისხლმბადი ორგანოების მხრივ: პაციენტებში თირკმლის ტრანსპლანტაციით, ჰემოდიალიზის შემდეგ აგფ ინჰიბიტორების მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს ანემია. ინდაპამიდის მოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები:  გვერდითი მოვლენები, ძირითადად, დოზადამოკიდებული ხასიათისაა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – გულისრევის შეგრძნება, შეკრულობა, პირის სიმშრალე (ჩვეულებრივ ქრება დოზის შემცირების შემდეგ). ცალკეულ შემთხვევებში – ჰეპატიტი. თირკმლის უკმარისობის დროს შესაძლებელია თირკმლის ენცეფალოპათიის განვითარება. ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად თავბრუსხვევა, ასთენია, პარესთეზია, თავის ტკივილი (ჩვეულებრივ ქრება დოზის შემცირების შემდეგ). დერმატოლოგიური რეაქციები: შესაძლებელია გამონაყარი კანზე, ჰემორაგიული ვასკულიტი, წითელი მგლურას გამწვავება. ალერგიული რეაქციები: წინასწარ განწყობილ პაციენტებში – გამოვლინებები კანზე. წყალ -ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: შესაძლებელია ჰიპოკალემია (განსაკუთრებით რისკის ჯგუფის პაციენტებში), ნატრიუმის დონის შემცირება, რასაც თან ახლავს ჰიპოკალიემია, ორგანიზმის დეჰიდრატაცია და ორთოსტატიკური არტერიული ჰიპერტენზია. ქლორის იონების ერთდროულმა დაკარგვამ შესაძლებელია გამოიწვიოს კომპენსატორული მეტაბოლური ალკალოზი. ალკალოზის წარმოქმნის სიხშირე და მისი გამოხატულება უმნიშვნელოა. იშვიათად – კალციუმის დონის მატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კო-ენალაპრილ H-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კო-ენალაპრილ H-ის გვერდითი მოვლენებია: კო-ენალაპრილ H-ის მიერ გამოწვეული არასასურველი ეფექტები მსუბუქი და გარდამავალი ხასიათისაა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტონია; იშვიათად: ტაქიკარდია, ტკივილი გულ-მკერდის არეში, სინკოპე. ცნს-ისა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად: თავბრუსხვევა, სისუსტე, ასთენია, თავის ტკივილი; იშვიათად: უძილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, პარესთეზია, მომატებული გაღიზიანებადობა. სასუნთქი სისტემის მხრივ: ხველა, სუნთქვის უკმარისობა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა; იშვიათად: პანკრეატიტი, დიარეა, ღებინება, დისპეფსია, მეტეორიზმი, კუჭის ტკივილი, შეკრულობა, პირის სიმშრალე. ძვალ-სახსართა სისტემის მხრივ: კუნთების სპაზმი, ართრალგია. ალერგიული რეაქციები: სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, სასუნთქი გზების ანგიონევროზული შეშუპება. ასევე, შესაძლოა განვითარდეს კანის სიწითლე, ქავილი; თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა; იმპოტენცია; დაქვეითებული ლიბიდო; ჰიპერკალიემია; ბილირუბინის, შარდოვანასა და კრეატინინის მატება სისხლში; ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობა; ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დაქვეითება. იშვიათად: ხმაური ყურებში, ნიკრისის ქარი (პოდაგრა), ფოტოსენსიბილიზაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რეიტოილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რეიტოილის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ეპისკორიტი (ნატუროპათი)-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეპისკორიტი (ნატუროპათი)-ის გვერდითი მოვლენებია: ერთეულ შემთხვევაში, მოსალოდნელია მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. ექინაცეასაგან დამზადებული პრეპარატების მიღების დროს აღინიშნება: რეაქციები კანის მხრივ, ქავილი, იშვიათად – სახის შეშუპება, ქოშინი, თავბრუსხვევა და არტერიული წნევის დაქვეითება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიაზეპამს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიაზეპამის გვერდითი მოვლენებია: მოდუნებულობა, ძილიანობა; მეტყველების, მხედველობის, მეხსიერების, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევები; თავის ტკივილი, ჰიპოტენზია, თავბრუხვევა, ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები; გულისრევა, პირის სიმშრალე ან ჰიპერსალივაცია; არტერიული ჰიპოტონია, ბრადიკარდია; შარდის შეუკავებლობა, შარდის ბუშტის ატონია; ტრემორი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რენიტეკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რენიტეკის გვერდითი მოვლენებია:  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პაციენტთა 2%-ზე ნაკლებს აღენიშნება ჰიპოტენზია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, იშვიათად ტკივილი გულის არეში, არითმია, გულისცემის გახშირება, სტენოკარდია; შესაძლებელია მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის განვითარება. ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ასთენია, იშვიათად დეპრესია, ცნობიერების დაბინდვა, უძილობა, მხედველობის დაბინდვა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა, იშვიათად პანკრეატიტი, ჰეპატიტი, დისპეფსია, სტომატიტი, ტრანსამინაზების აქტივობის და ბილირუბინის დონის მომატება სისხლში. ყველა აღნიშნული სიმპტომები პრეპარატის მოხსნისას ქრება. სასუნთქი სისტემის მხრივ: ხველა, იშვიათად ინფილტრატი ფილტვებში, ბრონქოსპაზმი, რინორეა, დისფონია. საშარდე სისტემის მხრივ: იშვიათად თირკმლების უკმარისობა, ოლიგურია, კრეატინინის და შარდოვანას მაჩვენებლების მომატება სისხლში. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, სახის, ენის, ტუჩების ანგიონევროზული შეშუპება, იშვიათად სტივენს-ჯონსონის სინდრომი, დერმატიტი, ერითემა, პემფიგუსი. აღწერილია რთული სიმპტომოკომპლექსის განვითარება ცხელებით, ედს-ის მომატებით, სეროზიტით, ართრიტით, მიალგიით, ვასკულიტით. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი. კანის მხრივ: ქავილი, ალოპეცია, სახის სიწითლე. ლაბორატორიული მაჩვენებლები: შესაძლოა ჰიპერკალიემიის, ჰიპონატრიემიის განვითარება, ჰემატოკრიტის მაჩვენებლის შემცირება. სხვა: გაძლიერებული ოფლდენა, იმპოტენცია, კრუნჩხვები, გლოსიტი. პაციენტები კარგად იტანენ რენიტეკს. გვერდითი მოვლენები დროებითი და უმნიშვნელოა. უკუჩვენებები: ანამნეზში აგფ ინჰიბიტორების მიმართ ალერგიული რეაქცია; მომატებული მგრძნობელობა ენალაპრილის მიმართ. პროგრესირებადი აზოტემია თირკმლის არტერიის ორმხრივი, ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზის დროს; აგრეთვე ბავშვთა ასაკი, ორსულობა და ლაქტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლევეტირაცეტამს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლევეტირაცეტამის გვერდითი მოვლენებია: ცნს-ისა მხრივ: აღსანიშნავია შემდეგი გვერდითი ეფექტები:ძილიანობა, ასთენიური სინდრომი, ამნესია, ატაქსია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ჰიპერკინეზია ტრემორი, წონასწორობის დარღვევა, ყურადღების კონცენტრაციის შემცირება, მეხსიერების გაუარესება, დეპრესია, აღგზნებადობა, ემოციური ლაბილობა, გუნება-განწყობილების ცვალებადობა, აგრესიულობა, უძილობა, ნერვოზულობა, შფოთვა, ჰალუცინაციები, ადვილად გაღიზიანება, ფსიქიური აშლილობებ, სუიციდის მცდელობა. მხედველობის ორგანოების მხრივ: ხშირად დიპლოპია, აკომოდაციის დარღვევა; სასუნთქი სისტემის მხრივ ხშირად აღინიშნება გაძლიერებული ხველა; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, დისპეფსიები, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ანორექსია, წონის მომატება, ერთეულ შემთხვევებში_პანკრეატიტი, ჰეპატიტის, ღვიძლის უკმარისობა. დერმატოლოგიური რეაქციები: ხშირად გამონაყარი კანზე, ეკზემა, ქავილი, იშვიათ შემთხვევებში ალოპეცია.  მულტიფორმული ერითემა, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი. სისხლმბადი ორგანოების მხრივ: იშვიათად აღინიშნება ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, სხვა გვერდითი მოვლენებიდან აღსანიშნავია: ინფექციები, მიალგია, ნაზოფარინგიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რევალიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რევალიდის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია ალერგიული რეაქცია პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. დღეში 6 კაფსულის მიღებისას შესაძლებელია გამოვლინდეს საჭმლის მომნელედელი ტრაქტის უმნიშვნელო დარღვევა. ასაეთ შემთხვევაში დოზა უნდა შევამციროთ 3 კაფსულამდე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კეტოკონაზოლი ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კეტოკონაზოლის  გვერდითი მოვლენებია: იშვიათად მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, თავის ტკივილი, თავბრუ, ძილის დარღვევა, ფოტოფობია, პარესთეზიები, თრომბოციტოპენია, ეკზანთემა. უიშვიათესად – თმის გაცვენა, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი), გინეკომასტია, დაქვეითებული ლიბიდო, ოლიგოსპერმია, ართრალგია, ცხელება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლეპტოსპერმუსანი წვეთები (ნატუროპათი)-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლეპტოსპერმუსანი წვეთები (ნატუროპათი)-ის გვერდითი მოვლენებია: ცნობილი არ არის

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები