Category Archives: სხვა

კოზაარი – COZAAR ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კოზაარი –  * არ არის მონაცემები კოზაარის გამოყენების შესახებ ორსულებში. ცნობილია, რომ პრეპარატი მოქმედებს რენინგ-ანგიოტენზინურ სისტემაზე, II და III ტრიმესტრში შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების დეფექტი ან ზოგ შემთხვევაში სიკვდილიანობაც, ამიტომ ორსულობის დროს პრეპარატის მიღება სასტიკად აკრძალულია. ლაქტაციის პერიოდში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

პრიმაცეფი / PRIMACEF ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პრიმაცეფი –  არ არსებობს მონაცემები ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ. პრიმაცეფის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ცეფეპიმი მცირე კონცენტრაციით გადადის დედის რძეში, თუმცა ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენების შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით კამპტოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კამპტო გვერდითი მოვლენებია: სისხლის მიმოქცევის ორგანოების მხრივ: შექცევადი ნეიტროპენია, ანემია, თრომბოციტოპენია. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, ღებინება, გულისრევა, იშვიათად – სტომატიტი, ყაბზობა, ნაწლავის კოლიკა. ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი. ქოლინერგული სინდრომი: ადრეული დიარეა, ტკივილი მუცელში, კონიუნქტივიტი, რინიტი, არტერიული წნევის დაქვეითება, ოფლიანობა, შემცივნება, თავბრუსხვევა, აკომოდაციის სპაზმი, ცრემლდენა, ჰიპერსალივაცია (შეყვანისას ან შეყვანიდან პირველი 24 საათის მანძილზე). სხვა: ქოშინი, კუნთების უნებლიე კუმშვა, კრუნჩხვა, პარესთზია, ასთენია, ალოპეცია, ცხელება (ინფექციისა და მძიმე ნეიტროპენიის გარეშე). ადგილობრივი რეაქციები: რეაქცია შეყვანის ადგილზე. თხიერი განავლის გაჩენისთანავე ინიშნება დიდი რაოდენობით ელექტროლიტების შემცველი სითხის მიღება. ანტიდიარეული მკურნალობა ლოპერამიდით – 2 მგ ყოველ 2 საათში და უკანასკნელი თხიერი განავლიდან 12 სთ–ის მანძილზე. მაგრამ არა უმეტეს 48 საათისა. მძიმე დიარეის განვითარებისას (თხიერი განავლის 6 ეპიზოდზე მეტი დღეში, ნაწლავის კოლიკა, ტენეზმები ღებინებასთან ერთად, ცხელება) მკურნალობა წარმოებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. დიარეისას (6 ეპიზოდზე ნაკლები თხიერი განავალი დღეში) პროფილაქტიკის მიზნით ნიშნავენ ფართო სპექტრის პერორალურ ანტიბიოტიკებს. მწვავე ქოლინერგული სინდრომის განვითარებისას კანქვეშ შეყავთ 0.25მგ ატროპინის სულფატი. ანამნეზში ქოლინერგული სინდრომის არსებობისას რეკომენდებულია საპროფილაქტიკოდ ატროპინის მიღება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გერიმაქსი ენერჯი – GRIMAX ENERGY ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გერიმაქსი ენერჯი –  არ გამოიყენება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით კავინტონ ფორტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კავინტონ ფორტეს გვერდითი მოვლენებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ (0.1%-ში): ST სეგმენტის დეპრესია და QT ინტერვალის გახანგრძლივება, ტაქიკარდია, ექსტრასისტოლიები, არტერიული წნევის უმნიშვნელო ცვლილებები ძირითადად – წნევის დაქვეითებით, კანის ჰიპერემია; ცნს-ის მხრივ (0.9%-ში): ძილის დარღვევა (უძილობა ან ძილიანობა), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (0.6%-ში): პირის სიმშრალე, ღებინება, გულძმარვა; 0.25% კანის ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ლაზოლვანი / Lasolvan ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლაზოლვანი –  * ლაზოლვანის გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული. * პრეპარატის მიღება ორსულობის II და III ტრიმესტში დასაშვებია იმ  შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს. * პრეპარატი გადადის დედის რძეში, რის გამოც მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ციპრინოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციპრინოლის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ღებინება, დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, ანორექსია, ქოლესტაზური სიყვითლე (განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებთაც გადატანილი აქვთ ღვიძლის დაავადება), ჰეპატიტი, ჰეპატონეკროზი. ცენტრალური ნერვული და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მომატებული დაღლილობა, კრუნჩხვა, შფოთი, ტრემორ, უძილობა,,,კოშმარული” სიზმრები, პერიფერიული პარალგეზია (ტკივილის აღქმის შეგრძნების ანომალია), შიდაქალის წნევის მომატება, გონების დაბინდვა, დეპრესია, ჰალუცინაცია, ასევე სხვა ფსიქოტონური რეაქციები, (იშვიათად პროგრესირებადია იმ მდგომარეობამდე, როდესაც პაციენტმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს თავის თავს, სუიციდური ტენდენციებით), შაკიკი, გონების დაბინდვა. მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: გემოს და სუნის შეგრძნების დარღვევა, მხედველობის დარღვევა (დიპლოპია, ფერის აღქმის დარღვევა), ხმაური ყურებში, სმენის დაქვეითება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაჰიკარდია, გულის რითმის დარღვევა, არტერიული წნევის დაცემა, ცერებრალური არტერიის თრომბოზი. სისხლის წარმომქმნელი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია, თრომბიციტოპენია, ლეიკოციტოზი, თრომბოციტოზი, ჰემოლიზური ანემია. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ჰემატურია, კრისტალურია (უმეტესად ტუტე შარდისას და დაბალი დიურეზისას), გლომერულონეფრიტი, დიზურია, პოლიურია, შარდის შეკავება, ალბუმინურია, ურეტრალური სისხლდენა, თირკმელების აზოტის გამომყოფის ფუნქციის დაქვეითება, ინტერსტიციალური ნეფრიტი. ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, ჭინჭრის ცხელება, წყლულის გაჩენა, სისხლდენისა და მცირე კვანძების თანხლებით, ჩირქოვანი ქერქის წარმოქმნით, წამლის ცხელება, წერტილოვანი სისხლჩაქცევა, სახის ან ყელის შეშუპება, ქოშინი, ეოზინოფილია, ვასკულიტი, ეკზანთემა, კვანძური ერითემა, ექსუდაციური მალტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსის სინდრომი (ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა), ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ანაფილაქსიური შოკი. ძვლებისა და კუნთების სისტემის მხრივ: ართრალგია, ართრიტი, ტენდოვაგინიტი, მყესების გახლეჩვა, მიალგია, შეშუპება სისხლძარღვების არეში. სხვა: საერთო სისუსტე, სუპერინფექცია (კანდიდოზი, ფსევდომემბრანული კოლიტი), სინათლის მომატებული მგრძნობელობა,  სისხლის,,მიწოლის” შეგრძნება სახის კანზე, ოფლიანობა. ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპოპროთრომბინემია,,,ღვიძლის” ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზების აქტივობის მომატება, ჰიპერკრეატინემია, ჰიპერბილირუბინემია, ჰიპერურიკემია, ჰიპერგლიკემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ლამიზილი® (კრემი) – LAMISIL® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლამიზილი® (კრემი) –  ორსულობა და ლაქტაცია. ექსპერიმენტული კვლევებში ტერბინაფინის ტერატოგენული თვისებები არ გამოვლინდა. ამჟამად ლამიზილის გამოყენებისას განვითარების რაიმე მანკების შესახებ ცნობები არ არსებობს. მაგრამ, ვინაიდან ორსულებში ლამიზილის გამოყენების კლინიკური გამოცდილება ძალიან შეზღუდულია, მისი გამოყენება მხოლოდ მკაცრი ჩვენებებით შეიძლება. ტერბინაფინი რძესთან ერთად გამოიყოფა. მაგრამ მეძუძური დედის მიერ ლამიზილის კრემის, სპრეის ან ხსნარის გამოყენებისას კანიდან შეიწოვება აქტიური ნივთიერების მცირე რაოდენობა, ამიტომ არასასურველი მოქმედება ჩვილზე ნაკლებ სავარაუდოა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ამინოფილინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამინოფილინის გვერდითი მოვლენებია: ამინოფილინის შიგნით მიღებისას (განსაკუთრებით უზმოზე) შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა, ღებინება, დისპეფსიური მოვლენები. ეთილენდიამინისადმი მაღალი მგრძნობელობის შემთხვევაში მოსალოდნელია ექსფოლაციური დერმატიტისა და ცხელების განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ანაპენ® 300ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანაპენ® 300-ის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა წამალს, ანაპენს შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს არ ვლინდება ყველა პაციენტის შემთხვევაში.ანაპენი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს (E223), რომელიც შესაძლოა გახდეს ალერგიული რეაქციის და სუნქვის გაძნელების მიზეზი, განსაკუთრებით ასთმის მქონე პაციენტებში.  ასეთი გვერდითი მოქმედების გამოვლენისას ეცადეთ დაუყონებლივ აღმოჩნდეთ სამედიცინო მზრუნველობის ქვეშ.  ადრენალინის ზოგად გვერდით მოვლენებს განეკუთვნება: გულის ფრიალი, სწრაფი ან არათანაბარი გულის ცემა, ოფლიანობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, სისუსტე, სიფერმკრთალე, კანკალი, თავის ტკივილი, შფოთვა, ნევროზული მდგომარეობა, შიში და ხელ-ფეხის გაციება. სხვა, ნაკლებად ხშირ, გვერდით მოვლენებს განეკუთვნება: ჰალუცინაციები, გონების დაკარგვა, გაფართოებული გუგები, შარდვის გაძნელება, კუნთების კანკალი, არტერიული წნევის მატება, სისხლში ცვლილებები, როგორიცაა გლუკოზის დონის მატება, კალიუმის დაბალი დონე და აციდოზი. იშვიათად, მაღალი დოზის შემთხვევაში, ან მგძნობიარე პაციენტებში, მოულოდნელად გაზრდილი არტერიულმა წნევამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინში სისხლჩაქცევა, არარეგულარული გულის ცემა, გულის შეტევა და შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სისხლის მიწოდების შემცირებას კანის, ლორწოვანისა და თირკმლის ქსოვილებში.  გვერდითი მოვლენების დამძიმების შემთხვევაში ან თუ აღინიშნება გვერდითი მოვლენები რომლებიც არ არის მითითებული აღნიშნულ ინსტრუქციაში, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს, ჯანდაცვის მუშაკს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები