Category Archives: სხვა

იცით პეროტას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პეროტას გვერდითი მოვლენებია: ხშირად: დიარეა, გულისრევა, ღებინება. შედარებით იშვიათად: ფლებიტი, თრომბოფლებიტი, კანის ჰიპერემია, ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი), ასევე შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება. იშვიათად: მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა; ეგზემა; მიასთენია, მიალგია; ჰალუცინაციები; არტერიული წნევის დაქვეითება; სისხლდენა; ტკივილი და ჰიპერემია პრეპარატის შეყვანის ადგილას. ძალიან იშვიათად: ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი. ასევე, შესაძლებელია ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება: გარდამავალი ლეიკოპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, ჰიპოკალიემია, ღვიძლის ფერმენტების გარდამავალი მატება, ბილირუბინემია, შარდოვანასა და კრეატინინის კონცენტრაციის მატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რექსეპი კომბს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რექსეპი კომბის გვერდითი მოვლენებია: რა არის რექსეპი კომბის შესაძლო გვერდითი ეფექტები პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა რექსეპი კომბის ინგრედიენტების მიმართ, შესაძლოა გამოუვლინდეთ ალერგიული მოვლენები, როგორც ნებისმიერი სხვა წამლის გამოყენების შემთხვევაში.  თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს, შეწყვიტეთ რექსეპი კომბის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს: — ალერგიული რეაქციები (მაგ.: ყელის ან პირის ღრუს შეშუპება, ქავილი, გამონაყარი) — გულის რიტმის დარღვევები — დიაბეტური კომა ან კეტოაციდოზი (სისხლში ან შარდში კეტონების შემცველობა) ან დიაბეტის სიმპტომების გაუარესება. აღნიშნული სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალზე იშვიათია.  თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი მკურნალობა: • პანკრეატიტი  • გასტრო-ინტესტინური სისხლდენა • ნაწლავთა გაუვალობა • სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება • ლარინგოსპაზმი • გულყრები, ჩვეულებრივ ასოცირებულია ანამნეზში ეპილეფსიის არსებობასთან • მკურნალობის ადრეულ სტადიებზე, თავბრუხვევის ან გულისწასვლის შეგრძნება, განსაკუთრებით მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობიდან წამოდგომისას • ღვიძლის დაზიანება, რომელიც კანისა და თვალის სკლერების სიყვითლით ვლინდება • გახანგრძლივებული და/ან მტკივნეული ერექცია • შარდვის გაძნელება  თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს, აცნობეთ თქვენს ექიმს: ხშირი გვერდითი მოვლენები:  • კუნთების რიგიდობა ან კისრის გაშეშება • ფოტოსენსიტიურობა • სისხლძარღვთა გაფართოება • დიარეა • სისხლჩაქცევები კანზე • წონაში მატება • წონაში კლება • ამნეზია • გემოს ცვლილება • მკერდის ტკივილი • შარდვის გახშირება • გაფანტულობა • პირის სიმშრალე • დაღლილობა • ძილიანობა • მადის მომატება • კოჭების შეშუპება • ხელების კანკალი • მხედველობის დაბინდვა  არახშირი გვერდითი მოვლენები:  • გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება) • დიარეითა და ღებინებით მიმდინარე კუჭ-ნაწლავის ინფექციები • გულისრევა • ღებინება • კუჭის წყლული • ანემია • თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება) • ატაქსია (მოძრაობის კონტროლის გართულებასთან დაკავშირებული სიარულის დარღვევა) • მეტყველების პრობლემები • ემოციური ლაბილობა • ეიფორია • მოძრაობების შენელება • მოძრაობის დარღვევები • კუნთების უეცარი და ხანმოკლე შეკუმშვა • ცხვირიდან სისხლდენა • თმის ცვენა • კანის სიმშრალე • ქავილი • თვალის სიმშრალე • სხვადასხვა დისტანციაზე მხედველობის აკომოდაციის დარღვევა • ამენორეა • ქალებში ლაქტაცია • მენსტრუალური პერიოდის შემცირება • არამენსტრუალური სისხლდენა • შარდის შეკავება შარდის ბუშტში • შარდის შეუკავებლობა • შარდვის პრობლემები  იშვიათი გვერდითი მოვლენები:  • ღვიძლის გაცხიმოვნება • კანის ციანოზი • სისხლში ბილირუბინის მომატება • სისხლში კრეატინინის მომატება (თირკმლის ფუნქციების განმსაზღვრელი სუბსტანცია) • პოდაგრა • ოსტეოპოროზი • დიარეა • ლიბიდოს გაზრდა • კანის დესქვამაცია • ქალებში მკერდის შეშუპება აღნიშნული მოვლენები რექსეპი კომბის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.  თუ რომელიმე გვერდითმა ეფექტმა მიიღო სერიოზული სახე ან გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც ამ ინსტრუქციაში არ არის მითითებული, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოსტალონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოსტალონის გვერდითი მოვლენებია: ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები სავარაუდოდ, საკვების, სასმელების (მინერალური წყლის ჩათვლით), კალციუმის, ანტაციდების და ზოგიერთი სხვა მედიკამენტის ერთდროული მიღება მოქმედებს ალენდრონატის შეწოვაზე, ამიტომ ალენდრონატის მიღების შემდეგ სხვა პერორალური სამკურნალო საშუალებების მიღებამდე უნდა მოიცადონ მინიმუმ 30 წუთი. ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა,  კლინიკურ კვლევებში ალენდრონატი ინიშნებოდა სხვადასხვა პრეპარატთან ერთად;  პრეპარატების ერთდროულ მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების განვითარება არ აღინიშნა. პაციენტების გარკვეული რაოდენობა კლინიკური კვლევების ფარგლებში იღებდა ესტროგენებს (ინტრავაგინალური, ტრანსდერმული, პერორალური) ალენდრონატთან ერთად. პრეპარატების ერთდროულ მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების განვითარება არ აღინიშნა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ოსპამოქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ოსპამოქსის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება ყველაზე ხშირ გვერდით ეფექტებს წარმოადგენენ დიარეა, გულისრევა და კანის გამონაყარი. გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირის კლასიფიცირებისთვის გამოიყენებოდა შემდეგი ტერმინოლოგია: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1000-დან < 1/100-მდე), იშვიათი (≥ 1/10000-დან < 1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (< 1/10000), სიხშირე უცნობია (ხელმისაწვდომი მონაცემებიდან გამომდინარე შეფასება შესაძლებელი არ არის). ინფექციები და პარაზიტული ინვაზიები ძალიან იშვიათი: კანისა და ლორწოვანი გარსის კანდიდოზი. დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრიდან ძალიან იშვიათი: შექცევადი ლეიკოპენია (მძიმე ნეიტროპენიის ან აგრანულოციტოზის ჩათვლით), შექცევადი თრომბოციტოპენია და ჰემოლიზური ანემია, სისხლდენის დროისა და პროთრომბინული დროის გახანგრძლივება. დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან ძალიან იშვიათი: მძიმე ალერგიული რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების, ანაფილაქსიის, შრატისმიერი დაავადებისა და ალერგიული ვასკულიტის ჩათვლით. სიხშირე უცნობია: იარიშ – ჰერქსჰაიმერის რეაქცია. დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან ძალიან იშვიათი: ჰიპერკინეზია, თავბრუსხვევა და კრუნჩხვები. სიხშირე უცნობია: ასეპტიკური მენინგიტი. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან ხშირი: დიარეა და გულისრევა. არახშირი: ღებინება. ძალიან იშვიათი: ანტიბიოტიკური-ასოცირებული კოლიტი (ფსევდომემბრანოზული კოლიტის და ჰემორაგიული კოლიტის ჩათვლით), შავი თმიანი ენა. დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრიდან ძალიან იშვიათი: ჰეპატიტი, ქოლესტატიკური სიყვითლე, აცტ და (ან) ალტ დონეების ზომიერი მომატება. დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან ხშირი: კანის გამონაყარი. არახშირი: ქავილი, ჭინჭრის ციება. ძალიან იშვიათი: კანის რეაქციები, როგორიცაა  მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალული ნეკროლიზი, ბულოზური და ექსფოლიატიური დერმატიტი, მწვავე გენერალიზებული ეკზანთემატოზური პუსტულეზი, რეაქცია საწამლე საშუალებებზე ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (სოკოსებრი სიმპტომები გამონაყარით, ლიმფური კვანძების გადიდებით და სისხლის ანალიზის ნორმიდა გადახრილი შედეგებით (ლეიკოციტების რაოდენობის გაზრდის ჩათვლით (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება), წოდებული როგორც DRESS-სინდრომი. დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი გზების მხრიდან ძალიან იშვიათი: ინტერსტიციალური ნეფრიტი, კრისტალურია. შეტყობინება არასასურველ რეაქციებზე მნიშვნელოვანია შევატყობინოთ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნაწამლო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ, რათა უზრუნველყოფილი იქნას უწყვეტი მონიტორინგი სამკურნალწამლო პრეპარატის „სარგებლობა-რისკი“ თანაფარდობა. მედიცინის მუშაკებმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ სამკურნალწამლო პრეპარატის საეჭვო  რეაქციებზე შეტყობინების  ეროვნული სისტემის საშუალებით და სამკურნალწამლო პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ. პაციენტს, თუკი მას წარმოექმნება რაიმე არასასურველი რეაქცია, ეძლევა რეკომენდაცია, მიმართოს ექიმს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმათზეც, რომელიც არაა ჩამოთვლილი პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაში. თქვენ შეგიძლიათ  აგრეთვე შეატყობინოთ არასასურველ რეაქციებზე სამკურნალწამლო პრეპარატების არასასურველი რეაქციების (მოქმედების) მონაცემთა საინფორმაციო ბაზაში, მათ შორის შეტყობინება სამკურნალწამლე პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ. არასასურველი რეაქციების შეტყობინებისას, თქვენ ეხმარებით დაგროვდეს უფრო მეტი მონაცემი პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლივაროლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლივაროლის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ქავილი, წვა) სუპოზიტორიის შეყვანის ადგილას, იშვიათ შემთხვევებში – გულისრევა, თავბრუსხვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ეტოპოზიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეტოპოზიდის გვერდითი მოვლენებია:  სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია (გრანულოციტების რაოდენობის მაქსიმალური დაქვეითება აღინიშნება 7-14 დღეს, რომელიც აღდგება 20-22-ე დღეს), ანემია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება; იშვიათად ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილი, ანორექსია, დიარეა. არსებობს მონაცემები სტომატიტის წარმოშობის შესახებ; შესაძლებელია ბილირუბინის დონის, ასპარაგინტრანსფერაზისა და ტუტე ფსოფატაზას აქტივობის მომატება. ნერვული სისტემის მხრივ: პერიფერიული ნეიროპათია. გულ-სისხლმძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტონია; არსებობს ცალკეული შემთხვევები მიოკარდიუმის ინფარქტის და კარდიოტოქსიკურობის განვითარების შესახებ. თირკმელების მხრივ: პლაზმაში შარდოვანასა და შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება. ალერგიული რეაქციები: შემცივნება, სხეულის ტემპერატურის მომატება, ბრონქოსპაზმი. სხვადასხვა: შექცევადი ალოპეცია (66%); მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში – სეპტიცემია დისფაგია, გარდამავალი სიბრმავე. არსებობს მონაცემები ცალკეულ შემთხვევებში სხივური დერმატიტის განვითარების შესახებ. ადგილობრივი რეაქციების მხრივ: ფლებიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიპროსალიკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიპროსალიკის გვერდითი მოვლენებია:  ადგილობრივი გვერდითი რეაქციები, რაც ქვემოთაა მოცემული, არის ტიპიური ადგილობრივად გამოყენებადი კორტიკოსტეროიდებისათვის, ამიტომ ისინი დასაშვებია პრეპარატ დიპროსალიკისათვის®. არასასურველი ეფექტების გამოვლინების სიხშირის მითითება შეუძლებელია, ვინაიდან მოცემული შემთხვევები დარეგისტრირდა მხოლოდ პრეპარატის ბაზარზე გასვლის შემდეგ.  მკურნალობის დასაწყისში იმუნური სისტემა: ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია. კანი: კანის გაღიზიანება, წვა, ქავილი, სიმშრალე. უფრო ხანგრძლივი გამოყენება კანа: კანის ატროფია, ტელეანგიექტაზიები (რისკი განსაკუთრებით მაღალია სახეზე), კანის ჰემორაგიები, სტრიები, აკნე, როზაცეას წარმოქმნა ან გამწვავება, პერიორალური დერმატიტი, ჰიპერტრიქოზი, დეპიგმენტაცია, ჩირქოვანი გამონაყარი. ადგილობრივი გამოყენების  კორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა გამოიწვიოს ჭრილობების შეხორცების დაყოვნება, ნაწოლები და წყლულები ფეხებზე.  დიდ ზედაპირებზე გამოყენებისას და/ან ოკლუზიური ნახვევის ქვეშ ხანგრძლივად გამოყენებისას  ინფექციები: ინფექციები ენდოკრინული სისტემა: ენდოგენური კორტიკოსტეროიდების სინთეზის დათრგუნვა, ჰიპერკორტიციზმი შეშუპებებით.  ნივთიერებათა ცვლა: შაქრიანი დიაბეტი (ფარული დაავადების მანიფესტირება) კანი: სტრიები. ძვალ-კუნთოვანი სისტემა: ოსტეოპოროზი, ზრდის შეჩერება ბავშვებში. ზოგადი დარღვევბი და გამოყენების ადგილას რეაქციები: შეშუპებები. ადგილობრივი გლუკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი ან ჭარბი გამოყენებისას შესაძლოა ჰიპოფიზურ-ადრენერალინური ფუნქციის დათრგუნვა მეორადი ადრენალური უკმარისობის განვითარებითა და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების განვითარებით, მათ შორის კუშინგის დაავადების. ტოპიკური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა ან ჭარბმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სალიცილიზმის სიმპტომების განვითარება.  სალიცილის მჟავას პრეპარატების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დერმატიტი. ზემოხსენებული გვერდითი რეაქციების, ასევე იმ რეაქციების გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კარმინატივუმი ბებინოსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარმინატივუმი ბებინოსის გვერდითი მოვლენებია:  ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება კანის ან სასუნთქი გზების მხრივ ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვარიქსინალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვარიქსინალის გვერდითი მოვლენებია: უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები:  ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია წინააღმდეგჩვენება არ არის.                               დოზირება და მიღების წესი: 1 აბი 1-ჯერ დღეში  ჭამის შემდეგ. ინიშნება 12 წლიდან.  გამოშვების ფორმა: ტაბლეტები #30, საკვები დანამატი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პაროდიუმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პაროდიუმის გვერდითი მოვლენებია:  იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები