Category Archives: სხვა

კვადრიცა / QUADRICA ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კვადრიცა –  პრეპარატის მიღება ორსულობის (განსაკუთრებით I და II ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით APO-ვალაციკლოვირს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

APO-ვალაციკლოვირის გვერდითი მოვლენებია: • გულისრევა, დისკომფორტის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა, ანორექსია, იშვიათად – ღვიძლის სინჯის მაჩვენებლების ტრანზიტორული გაზრდა; • თავის ტკივილი, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები; იშვიათად – აზროვნების დარღვევა, ცალკეულ შემთხვევებში – კომა; • ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ქავილი, გამონაყარი, ანგიონევროტული შეშუპება, ანაფილაქსია; • იშვიათად – თრომბოციტოპენია, ქლოშინი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ფოტოსენსიბილიზაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ლევოცეტი-M / Levocet M ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლევოცეტი-M –   ადეკვატური კვლევები ორსულებში მონტელუკასტის ან ლევოცეტირიზინის გამოყენების შესახებ არ ჩატარებულა, რის გამოც ორსულებში ეს კომბინაცია არ ინიშნება. ლევოცეტირიზინი გადადის დედის რძეში, რის გამოც ეს კომბინაცია არ გამოიყენება ლაქტაციის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ფაგესტაფი / PHAGESTAPH ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფაგესტაფი –   ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ალას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალაის გვერდითი მოვლენებია: არასასურველი რეაქციები პრეპარატის მიღებისას, როგორც წესი გამოვლინდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ და განპირობებულია პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედებით. არასასურველი რეაქციების სიხშირე გამოვლინდება შემდეგი სახით: ძალიან ხშირად (> 1/10) ხშირად (> 1/100, მაგრამ < 1/10) ხანდახან (>1/1000, მაგრამ < 1/100) იშვიათად (>1/10000, მაგრამ <1/1000) ძალიან იშვიათად (1/10000) რეაქცია სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების მხრივ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: მსუბუქი რექტალური სისხლდენა, დივერტიკულიტი. კანი და კანქვეშა ქსოვილი: ბულოზური გამონაყარი. იმუნური სისტემა: ჰიპერმგრძნობელობა, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსია. ღვიძლი და სანაღვლე გზები: ნაღვლკენჭოვანი დაავადება, ჰეპატიტის, ღვიძლის ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზის დონის მატება. წინააღმდეგ ჩვენება: * ორლისტატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; * ქრონიკული მალაბსორბციის სინდრომი; * ქოლესტაზი; * ციკლოსპორინების მიღება; * ფეხმძიმობა და ლაქტაცია; * 18 წლამდე ასაკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ანტიკოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანტიკოლის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის ღრუში მეტალის გემოს შესაძლო წარმოშობა, იშვიათად – ჰეპატიტი;  ცნს-ის მხრივ: ქვედა კიდურების პოლინევრიტი, ნერვულ-ფსიქიური მოშლილობა, მეხსიერების დაქვეითება, დეზორიენტაცია, თავის ტკივილი. ალერგიული რეაქციები: კანზე შესაძლო გამონაყარი ან ქავილი. დისულფირამ-ეთანოლის ასოციაციით განპირობებული რეაქციები: კოლაფსი, გულის რითმის დარღვევა, სტენოკარდიის შეტევა, მიოკარდის ინფარქტი, ტვინის შეშუპება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლიპოვენოსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლიპოვენოსის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია აღინიშნებოდეს ადრეული რეაქციები ცხიმოვანი ემულსიის გამოყენებისას: – ტემპერატურის მომატება; – სიცხის ან სიცივის შეგრძნება; – ციებ-ცხელება; – კანის ჰიპერემია ან ციანზი; – უმადობა, გულისრევა, პირღებინება; – თავის ტკივილი, ზურგის, ძვლების, მკერდის, წელის ტკივილი; – პრიაპიზმი (ძალიან იშვიათად).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფარმორუბიცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფარმორუბიცინის გვერდითი მოვლენებია: სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ლეიკოპენია (ჩვეულებრივ გარდამავალია, რომელიც ყველაზე დაბალ მაჩვენებელს აღწევს 10-14 დღეებს შორის. ლეიკოციტების ნორმალური დონე აღდგენა 21-ე დღეს). თრომბოციტოპენია, ანემია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – გულზე ტოქსიკური ზემოქმედება, არტერიული ჰიპერტენზია. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის და ღვიძლის მხრივ: მუკოზიტი, სტომატიტი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება. ადგილობრივი რეაქციები: ექსტრავაზაციის დროს შესაძლებელია ირგლივ მდებარე ქსოვილების ნეკროზი. სხვადასხვა: ალოპეცია, ჰიპერთერმია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

კონკორი – CONCOR ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კონკორი –  * არ არის რეკომენდებული კონკორის ორსულობა და ლაქტაცია, აგრეთვე, * არ შეიძლება პრეპარატის დანიშვნა ბავშვებისათვის, ვინაიდან არ არსებობს სარწმუნო კვლევები და გამოცდილება. თუ, გამონაკლის შემთხვევაში, კონკორი გამოიყენება ორსულობის დროს, მისი მიღება უნდა შეწყდეს მშობიარობის სავარაუდო ვადამდე 72 საათით ადრე, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალშობილში პულსის გაიშვიათების, სისხლში შაქრის დონის შემცირებისა და სუნთქვის დათრგუნვის განვითარება. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ახალშობილი უნდა იმყოფებოდეს ექიმის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. ჰიპოგლიკემიის სიმპტომების განვითარება, ჩვეულებრივ, პირველი 3 დღის განმავლობაშია მოსალოდნელი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ლინდინეტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლინდინეტის გვერდითი მოვლენებია: არასასურველი ეფექტები ვარაუდობენ, რომ პრეპარატის მიღების პირველი ციკლის დროს ქალების 10-30%-ში შესაძლებელია ისეთი გვერდითი რეაქციების გამოვლენა როგორიცაა სარძევე ჯირკვლების გამკვრივება, დისკომფორტის შეგრძნება და ხაჭოსებრი გამონადენი. ეს გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ მსუბუქი ხასიათისაა 2-4 ციკლის განმავლობაში.  ხშირად ქალებში, რომლებიც იღებენ პერორალურ კონტრაცეპტივებს, აღინიშნება შემდეგი გვერდითი ეფექტები: ვაგინიტი, სითხის შეკავება, ხასიათის ცვლილება, თავის ტკივილი, გულსირევა, ღებინება, აკნე, მენსტრუალური ციკლის ცვლილება, სარძევე ჯირკვლების გამკვრივება და სხეულის წონის ცვლილება.  პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება დაკავშირებულია შემდეგი მდგომარეობების განვითარების მომატებულ რისკთან: – არტერიული და ვენური თრომბოზული და თრომბოემბოლიური გართულებები, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, ვენების და ფილტვის არტერიის თრომბოზის ჩათვლით.  – საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელიარული ნეოპლაზია და საშვილოსნოს ყელის კიბო.  – სარძევე ჯირკვლის კიბო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები