Category Archives: სხვა

დიფლაზონი / Diflazon ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დიფლაზონი –  ორსული ქალებისთვის პრეპარატი რეკომენდებული არ არის. მისი გამოყენება გამართლებულია მხოლოდ სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მკურნალობის სარგებელი აღემატება რისკს ნაყოფისათვის. ფლუკონაზოლი აღმოჩენილია დედის რძეში იმავე კონცენტრაციით, როგორც პლაზმაში. ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი დანიშვნა ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ოსტეოვიტს რა უკუჩვენებები აქვს?

ოსტეოვიტის უკუჩვენებებია: ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, D3 ჰიპერვიტამინოზი, მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით კარბოზინს რა უკუჩვენებები აქვს?

კარბოზინის უკუჩვენებებია: ძვლის ტვინის მძიმე დათრგუნვა, თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (კრეატინინის კლირენსი <20 მლ/წთ), პლატინის ან მანიტოლის შემცველი ნაერთების მიმართ მძიმე ალერგიული რეაქციების ანამნეზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ეკლიპსი-სანოველი / EKLIPS-sanovel ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ეკლიპსი-სანოველი –  ორსულთა კატეგორია: C (I ტრიმესტრი) და D (II და III ტრიმესტრი).  უშუალოდ რენინ-ანგიოტენზინურ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების გამოყენებამ ორსულობის II და III ტრიმესტრში შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე გართულებების განვითარება, ნაყოფის სიკვდილიანობის ჩათვლით. ამიტომ ორსულობის დადგენის შემთხვევაში საჭიროა ლოზარტან კალიუმის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.  მონაცემები ლოზარტან კალიუმის გამოყენების შესახებ ორსულებში არ არსებობს. ადამიანებში ნაყოფის თირკმლების პერფუზია, რომელიც დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, იწყება ორსულობის II ტრიმესტრიდან. ამიტომ ორსულობის II და III ტრიმესტრში ლოზარტან კალიუმის გამოყენება სარისკოა ნაყოფისათვის. ამ მიზეზით ორსულობის პერიოდში ლოზარტან კალიუმის მიღება აკრძალულია. ბოლომდე არ არის დადგენილი ხვდება თუ არა პრეპარატი დედის რძეში. დედისთვის ლოზარტან კალიუმის მიღების მნიშვნელობისა და ახალშობილის მხრიდან უარყოფითი გვერდით მოვლენების შესაძლო განვითარების შეფასების შედეგად უნდა შეწყდეს ან პრეპარატის მიღება ან ძუძუთი კვება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ვილპრაფენ სოლუტაბი / WILPRAFEN SOLUTAB ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ვილპრაფენ სოლუტაბი –  ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების უსაფრთხოება არ არის დადგენილი. მჯო-ს ევროპის განყოფილების რეკომენდაციით ჯოზამიცინი გამოყენებული უნდა იყოს არჩევითი პრეპარატის სახით ორსულებში ქლამიდიური ინფექციის სამკურნალოდ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით მაჟეზიკი-სანოველს რა უკუჩვენებები აქვს?

მაჟეზიკი-სანოველის უკუჩვენებებია:: •          ფლურბიპროფენის და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; •          პრეპარატი უკუნაჩვენებია აგრეთვე იმ პაციენტებში, რომლებიც ამჟღავნებენ მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს (მაგ. ბრონქოსპაზმი, რინიტი, ურტიკარია) ფლურბიპროფენის, ასპირინის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღების დროს; •          პეპტიური წყლულის არსებობა ანამნეზში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ნოლპაზას რა უკუჩვენებები აქვს?

ნოლპაზას უკუჩვენებებია: • მომატებული მგრძნობელობა პანტოპრაზოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; • ნოლპაზა შეიცავს სორბიტოლს, ამიტომ პრეპარატი არ არის რეკომენდებული ფრუქტოზის იშვიათი მემკვიდრული აუტანლობის მქონე პირთათვის; • ნევროზული გენეზის დისპეფსია; • 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი არ არის). სიფრთხილით ინიშნება: ორსულობის, ლაქტაციის პერიოდის, ღვიძლის უკმარისობის, ციანკობალამინის (ვიტამინ B12) დეფიციტის რისკ ფაქტორების, განსაკუთრებით ჰიპო და აქლორჰიდრიის ფონზე. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულ ქალებში პანტოპრაზოლის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ორსულობისას და ძუძუთი კვებისას შეიძლება გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის დადებითი ეფექტი აღემატება ნაყოფის და ბავშვის შესაძლო რისკს. დედის რძეში პანტოპრაზოლის გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ნასობეკს რა უკუჩვენებები აქვს?

ნასობეკის უკუჩვენებებია: პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა, მწვავე რესპირატორული დაავადებები, ზედა სასუნთქი გზების კანდიდოზი, ფილტვების ტუბერკულოზი, ჰემორაგიული დიათეზი, ხშირი სისხლდენები ცხვირიდან, ორსულობა (1 ტრიმესტრი), ბავშვები 6 წლამდე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით მანტს რა უკუჩვენებები აქვს?

მანტის უკუჩვენებებია: * მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; * თირკმელების მძიმე ხასიათის უკმარისობა, დიალიზი; * ალცჰაიმერის დაავადება; *, ფენილკეტონურია; * სკელეტური სისტემის დაავადება; * ბავშვებში 6 წლამდე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით აზაპენტოლს რა უკუჩვენებები აქვს?

აზაპენტოლის უკუჩვენებებია: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები