Category Archives: სხვა

იცით ორინოლი პლუსს რა უკუჩვენებები აქვს?

ორინოლი პლუსის უკუჩვენებებია: * 12 წლამდე ასაკი; *  მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; * ერთდროული მიღება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად; * ორსულობა და ლაქტაცია

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ლოენზარი სანოველი / LOENZAR – Sanovel ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლოენზარი სანოველი –  ორსულობის B კატეგორია ცნობები ლანსოპრაზოლის უსაფრთხოების შესახებ ორსულებსა და მეძუძურ დედებში არ არსებობს. თუმცა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ტერატოგენული და ფეტოტოქსიკური ეფექტი არ აღინიშნებოდა, სიფრთხილის მიზნით ორსულებში მისი გამოყენება სასურველი არ არის.  პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით. ამ დროს სადღეღამისო დოზა არ აღემატება 30 მგ-ს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

სომნოპოლი / SOMNOPOL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

სომნოპოლი –  სომნოპოლი გადის პლაცენტარულ და ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ნეონატალური დეპრესია. ამის გამო მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში და სამეანო ანესთეზიის მიზნით არ არის რეკომენდებული. სომნოპოლის გამოყენება შესაძლებელია ხელოვნური აბორტის დროს. ლაქტაციის პერიოდში სომნოპოლის გამოყენების უსაფრთხოება ახალშობილზე არ არის დადგენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ფემარინი / Femarine ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფემარინი –   ფემარინის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. პროგესტერონის გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში უსაფრთხოა. ფემარინის გამოყენება ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია, რადგან ეს ჰორმონი გამოიყოფა დედის რძეში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ფემოსტონი – FEMOSTON ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ფემოსტონი –  ფემოსტონი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით მაგნეოს რა უკუჩვენებები აქვს?

მაგნეოს უკუჩვენებებია: არ გამოიყენოთ მაგნეო თუ: – მომატებულია მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. – თირკმლის უკმარისობისასა ან თირკმელზედა ქსოვილის უკმარისობისას, ჰიპერკალიემიისას, ჰიპერმაგნიემიისას, წინაგულის – პარკუჭის ბლოკადისას, მიასთენიისას, არტერიული ჰიპერტონიისას. არ მიიღება ფორფატებთან, რკინის შენაერთებთან, მაღალი დოზით კალციუმთან, ფროტქინოლონთან, ტეტრაციკლინთან ერთად (მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინ. 3 საათს). უკუჩვენებად ითვლება უკვე არსებული სიმსივნური პროცესი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ნულოქს სფიდიტაბს რა უკუჩვენებები აქვს?

ნულოქს სფიდიტაბსის უკუჩვენებებია: არ მიიღოთ ნულოქს სფიდიტაბსი და მიმართეთ მკურნალ ექიმს თუ: • გაქვთ ალერგია მელოქსიკამის ან ნებისმიერ ინგრედიენტის მიმართ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ასევე ლაქტაციის პერიოდში; • ალერგიული ხართ ასპირინის ან ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული მედიკამენტების მიმართ; • ასპირინის ან ანთების საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტების მიღების შემდეგ ანამნეზში აღგენიშნებოდათ ასთმის სიმპტომები (მსტვინავი ხიხინი), ცხვირის პოლიპები რინორეით, კანის შეშუპება ან ჭინჭრის ციება; • გაქვთ კუჭის ან ნაწლავის წყლული; • გაქვთ სისხლდენასთან დაკავშირებული რაიმე სახის დარღვევა. ან თუ ოდესმე გქონიათ კუჭიდან, ნაწლავიდან სისხლდენა ან ცერებრალური სისხლჩაქცევა. • გაქვთ ღვიძლის მწვავე დაავადება; • გაქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა და არ იკეთებთ დიალიზს; • გაქვთ გულის მწვავე უკმარისობა; • გაქვთ კრონის დაავადება; • გაქვთ წყლულოვანი კოლიტი; • გაწუხებთ ტკივილი კორონარული არტერიის შუნტირების შემდეგ; თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე გაწუხებთ არ მიიღოთ მელოქსიკამის ტაბლეტები. პირველ რიგში მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის და იმოქმედეთ მისი რეკომენდაციების შესაბამისად. განსაკუთრებული ყურადღებით მიიღეთ ნულოქს სფიდიტაბსის ტაბლეტები. • პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს: • თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა; • თუ გაქვთ ღვიძლის, თირკმლის ან გულის დაავადებები; • თუ გაქვთ დიაბეტი; • თუ ხართ ხანდაზმული (>65 წელი); • თუ გაქვთ მემკვიდრეობითი დაავადება ფენილკეტონურია, რადგან ეს პრეპარატი შეიცავს ასპარტამს (E951); • თუ ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ სორბიტოლის (E420,) შაქრის გარკვეული სახეობის აუტანლობა, რადგანაც ეს პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს; • თუ თქვენს ორგანიზმში სისხლის მოცულობა შემცირებულია, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვით ან დამწვრობით, ქირურგიული ოპერაციებით ან სითხის შეწოვის დარღვევით; • თუ ოდესმე დაგიდგინდათ კალიუმის მაღალი დონე სისხლში. • თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ აღნიშნულიდან რომელი გაწუხებთ მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ლოსარ-დენკი 100 / Losar-Denk 100 ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლოსარ-დენკი 100 –  ორსულობა: თუ პაციენტს ეჭვი აქვს, რომ არის ორსულად ან გეგმავს დაორსულებას, ამის შესახებ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს. ჩვეულებრივ მკურნალი ექიმი შეწყვეტს ლოსარ-დენკი 100-ით მკურნალობას პაციენტის დაორსულებამდე ან როგორც კი გაიგებს რომ პაციენტი, არის ორსულად და გააგრძელებს მკურნალობას სხვა პრეპარატით. არ შეიძლება ლოსარ-დენკი 100-ის მიღება ორსულობის დროს, რადგან ლოსარ-დენკმა 100 შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ნაყოფს.  ლაქტაციის პერიოდი: თუ პაციენტი არის ლაქტაციის პერიოდში ან სურს ბავშვის კვება დედის რძით, მაშინ მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. ლოსარ-დენკი 100 არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში და მკურნალი ექიმი შეარჩევს სხვა მედიკამენტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით აბუსალათინის ზეთს რა უკუჩვენებები აქვს?

აბუსალათინის ზეთის უკუჩვენებებია: * პრეპარატი უკუნაჩვენებია ცხიმში ხსნადი ქიმიური ნაერთებით (ფოსფორი, ბენზოლი, ფენოლი და სხვ) და ასევე ანტიჰელმინთური ცხიმში ხსნადი საშუალებებით მოწამვლისას; * მუცლის ღრუში მწვავე ანთებითი პროცესების დროს (აპენდიციტი, პერიტონიტის და სხვ.); კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, წყლულოვანი კოლიტის დროს; * ორსულობის პერიოდში; * ხანდაზმულ პაციენტებში; * საშვილოსნოდან სისხლდენების დროს; * კახექსიის დროს; * პრეპარატი არ ენიშნება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ბიოელექტრა მაგნეზიუმ ფორტე / BIOLECTRA MAGNESIUM FORTE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ბიოელექტრა მაგნეზიუმ ფორტე –  ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების მხვრივ რისკი არ არსებობს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი