Category Archives: სხვა

ტავანიკი / TAVANIC ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტავანიკი –  არასაკმარისი კლინიკური კვლევებისა და ზრდის¬ პერიოდში ქინოლონების სახსართა ხრტილებზე შესაძლო დამაზიანებელი მოქმედების გამო, ტავანიკი  არ უნდა გამოიყენონ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ლიბიგრანი™ / Libigran™ ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლიბიგრანი™ –  ორსულობა( B კატეგორია) სილდენაფილი არ გამოიყენება ქალებში. გამოყენება ბავშვებში სილდენაფილი არ ენიშნებათ ბავშვებს 18 წლამდე გამოყენება ხანდაზმულებში ( > 65 წელი) თირკმლის და ღვიძლის უკმარისობისას ხანდაზმულ პაციენტებში სილდენაფილის კლირენსის შემცირებასთან დაკავშირებით დოზა შეადგენს 25მგ. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თირკმელების უკმარისობისას გამოიყენება რეკომენდებული დოზებით.თირკმელების მძიმე უკმარისობისას კლირენსის შემცირებასთან დაკავშირებით რეკომენდებული დოზა შეადგენს 25მგ. ეფექტურობის და ამტანობის გათვალისწინებით შესაძლებელია დოზის გაზრდა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება 1 ჯერზე მეტად და ექიმის რეკომენდაციის გარეშე მიღება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ავანდამეტს რა უკუჩვენებები აქვს?

ავანდამეტის უკუჩვენებებია: გულის უკმარისობა; ქსოვილოვანი ჰიპოქსიის გამომწვევი მწვავე და ქრონიკული დაავადებები (მაგალითად, გულის ან სუნთქვის უკამრისობა, ახლახან გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, შოკი); ღვიძლის უკმარისობა; ალკოჰოლიზმი, მწვავე ალკოჰოლური უკმარისობა; დიაბეტური კეტოაციდოზი; დიაბეტური პრეკომა; თირკმელების უკმარისობა; მწვავე მდგომარეობები, რომელთა დროსაც მოსალოდნელია თირკმელების უკმარისობის განვითარება (დეჰიდრატაცია, მწვავე ინფექცია, შოკი); იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების სისხლძარღვებში შეყვანა; იმავდროულად ინსულინის შეყვანა; პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ტონზილგონი® N / Tonsilgon® N ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტონზილგონი® N –  ორსულობის და ლაქტაციის დროს ტონზილგონ® N-ის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ პაციენტისათვის სარგებლობისა და რისკის თანაფარდობის განსაზღვრის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ელაფრა – ELAFRA ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ელაფრა –  პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის და მომწიფების პერიოდში, როდესაც არ გამოიყენება სანდო კონტრაცეპტული საშუალებები.  პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ აუცილებელი ქალმა 2 წლის განმავლობაში დაიცვას თავი ორსულობისაგან. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გამოირიცხოს ორსულობა. ქალები, რომლებიც ღებულობენ ლეფლუნომიდს და სურთ დაორსულება (ან უკვე დადგა ორსულობა) რეკომენდირებულია “გამორეცხვის” პროცედურის ჩატარება, რაც ხელს უწყობს სისხლის პლაზმაში შემავალი აქტიური მეტაბოლიტის დონის სწრაფად შემცირებას (ლეფლუნომიდის შეწყვეტის შემდეგ ინიშნება ქოლესტირამინი დოზით 8გ დღეში სამჯერ 11 დღის განმავლობაში ან 50გ გააქტივებული ნახშირი, ფხვნილის სახით დღეში ოთხჯერ 11 დღე). შემდგომ აუცილებელია მეტაბოლიტის A771726 კონცენტრაციის განსაზღვრა ორჯერ, 14 დღიანი ინტერვალით. იმ მომენტიდან, როდესაც პრეპარატის კონცენტრაცია დაფიქსირდება 20მკგ/ლ დაორსულებამდე უნდა გავიდეს 1.5 თვე. გასათვალისწინებელია, რომ “გამორეცხვის” პროცედურის გარეშე პრეპარატის კონცენტრაციის დაწევა 20მკგ/ლ-ს ქვემოთ აღინიშნება 2 წლის შემდეგ. ქოლესტირამინმა და გააქტივებულმა ნახშირმა შესაძლებელია გავლენა მოახდისნოს ესტროგენის და პროგესტერონის აბსორბციაზე იმ თვალსაზრისით, რომ სანდო პერორალური კონტრაცეპტული საშუალებები არ იძლევა საჭირო კონტრაცეპციის გარანტიას პრეპარატის გამოყენების პერიოდში. რეკომენდირებულია კონტრაცეპციის ალტერნატიული მეთოდის გამოყენება. ლეფლუნომიდი და მისი მეტაბოლიტები აღწევენ დედის რძეში. სწორედ ამიტომ ლეფლუნომიდის მიღება ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ტრავისილი – TRAVISIL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტრავისილი –  ტრავისილის სიროფის მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

მაილენი / Mailen ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

მაილენი – ორსულობა: არ გამოიყენება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში; შემდეგ ექიმი აფასებს პრეპარატის გამოყენების სარგებელსა და რისკებს.  მეძუძური დედები: მიუხედევად იმისა, რომ შეწოვა ძალიან სუსტია, მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ბულაქსინი / Bulaxin ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ბულაქსინი – უკუჩვენებები:: ორსულობა, ლაქტაცია, ჰერპესი,

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ნაკლოფენს რა უკუჩვენებები აქვს?

ნაკლოფენის უკუჩვენებებია: • წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში ან სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან (მათ შორის ანამნეზში*) • ჰიპერმგრძნობელობა დიკლოფენაკზე ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე • აწეული მგრძნობელობა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ სხვა საშუალებებზე, სალიცილატებზე; • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; • საბავშვო ასაკი 1 წლამდე. ნაკლოფენის სანთლები არ გამოიყენება სწორი ნაწლავის ანთებითი დაავადებების დროს ანუსის მიდამოში ან ანამნეზში ამ მიდამოებიდან სისხლდენის დროს (ბუასილი პროქტიტი) სიფრთხილით: ღვიძლის მწვავე ინდუცირებული პორფირია, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევა, გულის უკმარისობა, ხანდაზმული ასაკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ციაზილი / Ciazil ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ციაზილი –  არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია ეპირუბიცინმა შეიძლება თუ არა დააზიანოს ადამიანის ფერტილობა ან გამოიწვიოს ტერატოგენობა. თუმცა ექსპერიმენტული მონაცემები აჩვენებს რომ პრეპარატმა შეიძლება დააზიანოს ნაყოფი. რეპროდუქციული ასაკის ქალები, რომლებიც გეგმავენ ეპირუბიცინით მკურნალობას უნდა გაფრთხილდნენ რისკის შესახებ და ეპირუბიცინით მკურნალობის განმავლობაში საჭიროა კონტრაცეფციის ზომების მიღება. თუ ორსულობის დროს ეპირუბიცინის გამოყენება აუცილებელია უნდა შეფასდეს პოტენციური სარგებელი და რისკი ემბრიონისთვის. ეპირუბიცინის მუტაგენური პოტენციალის გათვალისწინებით, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ქრომოსომული მუტაციები ადამიანის სპერმატოზოიდებში. აქედან გამომდინარე მამაკაცებმა, რომლებიც იღებენ ეპირუბიცინს უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ზომები. ეპირუბიცინის გამოიყოფა რძეში, აქედან გამომდინარე მეძუძურმა ქალებმა მკურნალობის დროს ჩვილები არ უნდა კვებონ მათთვის დიდი რისკის გამო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი