Category Archives: სხვა

იცით კლიმაქტო-რიცს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლიმაქტო-რიცი  გვერდითი მოვლენებია: იშვიათად – ეპიგასტრალური არის გარდამავალი ტკივილი, პრეპარატის კომპონენტებისადმი ალერგიული რეაქცია. ძალიან იშვიათად – დაჭიმულობის შეგრძნება სარძევე ჯირკვლებში, წონის მატება, მენსტრუაციის მსგავსი გამონადენი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პროტექტას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პროტექტას გვერდითი მოვლენებია: ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, უძილობა; ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მეტეორიზმი, შეკრულობა, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულისრევა, ტკივილი მუცელში. სხვა: ტაქიკარდია, პერიფერიული შეშუპება, ტკივილი ქვედა კიდურებში, ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ლაქტო-გრეიპფრუტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლაქტო-გრეიპფრუტის გვერდითი მოვლენებია: საწყისს ეტაპზე შესაძლებელია შებერილობა და დისკომფორტი ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერებისა და გრეიპფრუტის ექსტრაქტის ანტიბაქტერიული მოქმედების გამო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რითმოკარდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რითმოკარდის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები:  სხვა პრეპარატების მსგავსად, რითმოკარდმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , თუმცა არა ყველა პაციენტთან. ყველაზე ხშირად აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები: : მადის დაკარგვა, გულისრევა, პირის სიმშრალე, მწარე გემო, ღებინება, მუცლის ტკივილი, ყაბზობა ან დიარეა, მუცლის შებერვა, კოორდინაციის დარღვევა, თავბრუდახვევა, არტერიული წნევის შემცირება, გულის რითმის დარღვევის გაძლიერება. უფრო იშვიათად აღინიშნება: კოშმარი, ძილის დარღვევა, შფოთვა, ცნობიერების არევა, ტრე-მორი, კრუნჩხვა. იშვიათად ვლინდება ალერგიული რეაქცია – კანის გაწითლება, ქავილი ან გამონაყარი. ალერგიულმა რეაქციამ შეიძლება ღვიძლი დააზიანოს. დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ  შეამჩნევთ  გამონაყარს, კანის ან თვალის სიყვითლეს.  ალერგიული რეაქციების გამო მკურნალობა შეიძლება შეწყდეს.   ძალიან იშვიათ შემთხევევბში შეიძლება შეიცვალოს სისხლის სურათი.დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ  შეამჩნევთ    უმნიშვნელო ტრავმის დროს  კანზე ჩალურჯებები გიჩნდებათ ან ხშირად გაქვთ ანგინა მაღალი ტემპერატურით. შესაძლებელია ღვიძლის მაჩვენებლების შეცვლა, სიყვითლე, ღვიძლის მედიკამენტოზური დაზიანება (შექცევადი მკურნალობის შეწყვეტისას).  თუ ნებისმიერმა გვერდითმა მოქმედებამ სერიოზული სახეს მიიღო ან გამოვლინდა სხვა ისეთი გვერდითი მოვლენები: , რომელიც ამ ჩანართში აღწერილი არ არის, უცილობლად აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კონკორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კონკორის გვერდითი მოვლენებია:  ნერვული სისტემის მხრივ:  განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დაწყებისას შესაძლოა განვითარდეს დარღვევები (ცნს-ის მხრივ, მაგალითად დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, აგრეთვე ფსიქიური დარღვევები (დეპრესია, იშვიათად ჰალუცინაციები). ამ მოვლენებს ჩვეულებრივ, მსუბუქი ხასიათი აქვს და როგორც წესი, ისინი ქრებიან მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ. მხედველობის ორგანოების მხრივ: იშვიათად აღინიშნება: მხედველობის დარღვევა, ცრემლწარმოქმნის შემცირება (გასათვალისწინებელია იმ პირთათვის, ვინც კონტაქტურ ლინზებს ატარებს), კონიუნქტივიტი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევბში აღინიშნება ორთოსტატული ჰიპოტონია, ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა, გულის უკმარისობის დეკომპენსაცია პერიფერიული შეშუპების განვითარებით, პარესთეზიები, რეინოს სინდრომითა და ხანგამოშვებითი კოჭლობით დაავადებულ პაციენტებში. თერაპიის დასაწყისში, აღწერილია სიმპტომატიკის გაძლიერების შემთხვევები. სასუნთქი სისტემის მხრივ: ავადმყოფებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ბრონქოსპაზმებისკენ, მაგალითად, ასთმური ბრონქიტი, იშვიათად აღინიშნება ქოშინი. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება დიარეა, ყაბზობა გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ჰეპატიტი. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები, სახსრების დაავადებები (ათროპათია) ერთი ან რამდენიმე სახსრის დაზიანებით (მონო – ან პოლიართრიტი). დერმატოლოგიური რეაქციები: ხანდახან: ქავილი; იშვიათად: კანის შეწითლება, ოფლიანობა, გამონაყარი. შარდ-სასქესო ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად – პოტენციის დარღვევა. ლაბორატორიული მაჩვენებლები: სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (ატს, ალტ), თანხმლები (ლატენტური) შაქრიანი დიაბეტის დროს შესაძლებელია გულკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება და ჰიპოგლიკემიის ნიშნების (მაგალითად, გახშირებული პულსი) შენიღბვა. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება სისხლში ტრიგლიცერიდების დონის მომატება. განსაკუთრებული მითითებანი: – ცალკეულ შემთხვევაში ბეტა-ადრენობლოკატორებმა (მაგალითად, კონკორმა) შესაძლოა გამოიწვიოს ფსორიაზის განვითარება, გააუარესოს ამ დაავადების სიმპტომები ან მოგვცეს ფსორიაზისმაგვარი გამონაყარი კანზე. იმ პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ბეტა-ადრენობლოკატორებს, შეიძლება განუვითარდეთ ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების გაცილებით მძიმე ფორმები. – ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობისას ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს: თმის ცვენა, სმენის დარღვევა ან ყურებში ხმაური, სხეულის მასის მომატება, გუნება-განწყობის შეცვლა, მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა, ალერგიული რინიტი. კონკორით არტერიული ჰიპერტონიის მკურნალობა ექიმის რეგულარულ კონტროლს მოითხოვს. – ინდივიდუალური ხასიათის სხვადასხვა რეაქციის შედეგად შეიძლება დაქვეითდეს სატრანსპორტო საშუალებებისა ან ხელსაწყოების მართვის უნარი. ეს მეტად ეხება მკურნალობის საწყის ეტაპსა და პრეპარატის შეცვლის პერიოდს, ასევე ალკოჰოლის მიღებას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვალმოქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვალმოქსის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, დიარეა (იშვიათად – სისხლიანი), საჭმლის მონელების დარღვევა, მადის დაკარგვა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ფსევდომემბრანული კოლიტი, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ჰეპატიტი, დისბაქტერიოზი; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, სისხლძარღვოვანი კოლაფსი, ტაქიკარდია, ძალიან იშვიათად – მოციმციმე არითმია; ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპოგლიკემია (მადის მომატება, ოფლიანობა, კანკალი); ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე, ძილიანობა, ძილის დარღვევა, ტრემორი, მოუსვენრობა, პარესთეზიები, შიშის შეგრძნება, ჰალუცინაციები, ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, მოძრაობის დარღვევა, ეპილეფსიური ტიპის კრუნჩხვითი შეტევები; მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: მხედველობის, სმენის, გემოსა და ყნოსვის დარღვევა, ტაქტილური მგრძნობელობის დაქვეითება; საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ართრალგია, მიალგია, კუნთების სისუსტე, მყესის გაგლეჯვა (ძალიან იშვიათად), ტენდინიტი, რაბდომიოლიზი;  შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: სისხლის შრატში კრეატინინის დონის მატება, ინტერსტიციური ნეფრიტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა;  სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ეოზინოფილია, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, ჰემორაგიები; ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: კანის ჰიპერემია და ქავილი, კანისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება, ჭინჭრის ციება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ბრონქოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი, ალერგიული პნევმონიტი, ვასკულიტი;  სხვა გამოვლინებები: ფოტოსენსიბილიზაცია, ასთენია, პორფირიის გამწვავება, ციებ-ცხელება, სუპერინფექციის განვითარება.  იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კატაბალახას ექსტრაქტი პიტნითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კატაბალახას ექსტრაქტი პიტნით გვერდითი მოვლენებია: არ არის დადგენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ექსჯადს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ექსჯადის გვერდითი მოვლენებია:  მოზრდილებსა და ბავშვებში ექსჯადით ხანგრძლივი მკურნალობის დროს განსაკუთრებით ხშირია გართულებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ღებინება, დიარეა ან აბდომინური ტკივილი); აღნიშნული გამოვლინდა პაციენტთა დაახლოებით 26%-ში; მეორე ადგილზეა კანზე გამონაყარი, რომელიც გამოვლინდა პაციენტთა დაახლოებით 7%-ში. ეს რეაქციები იყო დოზაზე დამოკიდებული, სუსტიდან საშუალო  ხარისხამდე, ტრანზიტორული და გაივლიდა მკურნალობის გარეშე. პაციენტთა დაახლოებით 34%-ში დაფიქსირდა შრატში კრეატინინის უმნიშვნელო, არაპროგრესირებადი მომატება, რომელიც იყო დოზაზე დამოკიდებული, გაივლიდა დამოუკიდებლად და ზოგჯერ ნორმალიზდებოდა დოზის შემცირებასთან ერთად. პაციენტთა დაახლოებით 2%-ში გამოვლინდა ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მატება. იგი დამოკიდებული არ ყოფილა დოზაზე, და პაციენტთა უმრავლესობას ეს დონე მომატებული ჰქონდათ ჯერ კიდევ ექსჯადის მიღებამდე. ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება 10-ჯერ ბადებდა ეჭვს ჰეპატიტის არსებობაზე და გვხვდებოდა საკმაოდ იშვიათად (0.3%). ისევე როგორც რკინის სხვა ხელატებით მკურნალობისას. პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ ექსჯადს, იშვიათად გამოუვლინდათ მაღალი სიხშირის სმენის აღქმის დაკარგვა და ბროლის შემღვრევა (ადრეული კატარაქტა). ქვემოთ მოყვანილი გვერდითი რეაქციები პირობითად დაყოფილია შემთხვევათა სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥1/100, <1/10); იშვიათად (≥1/1,000, <1/100). თითოეული ჯგუფის შიგნით გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის ხარისხის შემცირების მიხედვით. ფსიქიკური დარღვევები: იშვიათად – მოუსვენრობა, ძილის დარღვევა; დარღვევები ცნს-ის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი, იშვიათად: თავბრუსხვევა. მხედველობის დარღვევა: იშვიათად – ადრეული კატარაქტა, მაკულოპაცია; სმენის დარღვევა: იშვიათად – სმენის დაკარგვა; დარღვევები სასუნთქი, თორაკული სისტემისა და შუასაყარის მხრივ: იშვიათად – ტკივილი ხახაში და ხორხში; დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – დიარეა, ყაბზობა, ღებინება, გულისრევა, აბდომინური ტკივილი, მუცლის შებერვა, დისპეფსია. იშვიათად – გასტრიტი; ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ: ხშირად – ტრანსამინაზების მომატება. იშვიათად – ჰეპატიტი, ნაღვლკენჭოვანი დაავადება; კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად – გამონაყარი, ქავილი. იშვიათად – პიგმენტაციის დარღვევა; დარღვევები თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: ძალიან ხშირად – სისხლში კრეატინინის მომატება, ხშირად – პროტეინურია;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დრ. ტიასი ექინაცეას ნაყენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დრ. ტიასი ექინაცეას ნაყენის გვერდითი მოვლენებია:  ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაქვეითება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კარბოპლატინი-ებევეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარბოპლატინი-ებევეს გვერდითი მოვლენებია:  სისხლმბადი სისტემის მხრივ: ძირითად დოზა-შემზღუდველ ტოქსიურ ფაქტორს წარმოადგენს ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნქციის დაქვეითება. მიელოსუპრესია დოზა-დამოკიდებულია. თრომბოციტების და ლეიკოციტების მაქსიმალურად დაბალი დონე ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 2-3 კვირის შემდეგ. ამასთანავე თრომბოციტოპენია უფრო ხშირად ვლინდება. არანაკლებ 4 კვირა არის საჭირო იმისთვის, რომ აღნიშნულმა მონაცემებმა მიაღწიოს იმ დონემდე, რაც საშუალებას მისცემს ჩატარდეს კარბოპლატინის შემდეგი ინფუზია. პაციენტების დიდ რაოდენობას აგრეთვე აღენიშნებათ ანემიის სიმპტომები (ჰემოგლობინი < 11 გრ/დლ), რომლის ინტენსივობა დამოკიდებულია პრეპარატის სუმარულ დოზაზე. შეიძლება აღმოცენდეს ტრანსფუზიული თერაპიის ჩატარების აუცილებლობა. ეს განსაკუთრებით ეხებათ იმ პაციენტებს, რომლებიც გადიან მკურნალობის ხანგრძლივ კურსს (6 ციკლზე მეტი). აგრეთვე მოსალოდნელია განვითარდეს ისეთი კლინიკური გართულებები, როგორიც არის ცხელება, ინფექციური დაავადებები, სეფსისი/სეპტიური შოკი და სისხლდენა. კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: პრეპარატის მიღებიდან 6-12 საათის განამვლობაში პაციენტს შეიძლება განუვითარდეს გულისრევა, ღებინება, რომელიც გრეძლდება 24 საათი ან მეტი ხანი. გულისრევის ეფექტის რისკი შეიძლება შემცირეს გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატების საშუალებებით, კარბოპლატინის უწყვეტი ინტრავენური 24 საათიანი ინფუზიით ან დაყოფილი დოზების მიღებით 5 დღის განმავლობაში. რიგ შემთხვევებში ასევე გამოვლინდა პრეპარატის არასასურველი ზემოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, დიარეა, ყაბზობა და მუცლის ტკივილი. ცნს-ის და პერიფერიული სისტემის მხრივ: არსებობს პერიფერიული ნეიროპათიის წარმოქმნის რისკი, რაც უმეტესად გამოიხატება პარესთეზიის ფორმით და მყესის ღრმა რეფლექსების დაქვეითების სახით. აღნიშნული ჩივილი უფრო ხშირია 65 წელზე უფროს პაციენტებში ან მათში, ვინც ხანგრძლივად ღებულობდა ცისპლატინს. ასევე მოსალოდნელია ცნს-ს ფუნქციის დარღვევა, ხოლო ხანგრძლივმა თერაპიამ შესაძლებელია გამოიწვიოს კუმულციური ნეიროტოქსიური ეფექტი. სმენის ორგნოს მხრივ: ოტოტოქსიურობა ვლინდა ყურებში ხმაურის და სმენის გაუარესების სახით. მხედველობის ორგნოს მხრივ: არსებობს მხედველობის დროებითი ან სრული დაკარგვის ალბათობა (ფერის განურჩევლობა ან სინათლის აღქმის უნარის დაკარგვა), ასევე სხვა დარღვევების აღმოცენების რისკი. მხედველობის გაუმჯობესება ან სრული აღდგენა ხდება პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან რამდენიმე კვირაში. თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში დიდი დოზების დანიშვნამ შესაძლებელია გამოიწვიოს ქერქოვანი სიბრმავის განვითარება. თირკმელების მხრივ: შესაძლებელია გამოვლინდეს სისხლის შრატში კრეატინინისა და შარდოვანას კონცენტრაციის დროებითი და მსუბუქი მომატება. იშვით შემთხვევებში გამოვლინდა თირკმელების სერიოზული დაზიანება. კარბოლპატინის მკურნალობის დროს ნეფროტოქსიური ეფექტის აღმოცენების რისკი იზრდება პრეპარატის დოზის მომატებისას და აგრეთვე ცისლპლატინით ადრე ნამკურნალებ პაციენტებში. ღვიძლის მხრივ: შეიძლება აღინიშნოს სისხლის შრატში AST – ს, ბილირუბინის და ტუტე ფოსფატაზის კონცენტრაციის მომატება. პაციენტებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია და ღებულობენ კარბოპლატინის მაღალ დოზებს, აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის მკვეთრი მოშლა. ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: შესაძლებელია განვითარდეს ჰიპოკალემია, ჰიპოკალცემია, ჰიპონატრიემია ან ჰიპომაგნიემია. ალერგიული რეაქცია: ერითემატოზული გამონაყარი, ცხელება, ქავილი, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, არტერიული ჰიპოტენზია და ანაფილაქსიური შოკი. აღნიშნული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს კარბოპლატინის შეყვანიდან რამოდენიმე წუთში. იშვითათ შეიძლება განვითარდეს ექსფოლაციური დერმატიტი. უკუჩვენებები: – მომატებული მგრძნობელობა კარბოლინისა და პლატინის სხვა პრეპარატების მიმართ – თირკმელების ფუნქციის მკვეთრი მოშლა – მიელოსუპრესია – ჭარბი სისხლდენა – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები