Category Archives: სხვა

იცით რეგულაქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რეგულაქსის გვერდითი მოვლენებია:  * კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპასტიური ხასიათის დარღვევის დროს პრეპარატის დოზა მცირდება. *  პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, ან საფაღარათო საშუალების დიდი რაოდენობით მოხმარების დროს აღინიშნება მინერალების, განსაკუთრებით კალიუმის დაკარგვა, აგრეთვე ალბუმინურია და ჰემატურია; * ამასთან ერთად, ადგილი აქვს ნაწლავების ლორწოვან გარსში პიგმენტის ჩალაგებას (ნაწლავის ფსევდომელანოზი), რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენს და პრეპარატის მიღების შემდეგ ქრება; *  კალიუმის დაკარგვა იწვევს გულის მუშაობის დარღვევას და კუნთების სისუსტეს, განსაკუთრებით პრეპარატის გამოყენებისას საგულე გლიკოზიდებთან, დიურეზულ საშუალებებთან და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონულ პრეპარატებთან კომბინაციაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დლიანოსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დლიანოსის გვერდითი მოვლენებია:  ხშირი და/ან ხანგრძლივი გამოყენებისას – ყელ-ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და/ან სიმშრალე წვა, ჩხვლეტები, ცემინება, ჰიპერსეკრეცია. იშვიათად – ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, გულისცემა, ტაქიკარდია, არითმითები, აწ-ს მომატება, თავის ტკივილი, ღებინება, უძილობა, მხედველობის დარღვევა; დეპრესია (მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პაბი-დექსამეტაზონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პაბი-დექსამეტაზონის გვერდითი მოვლენებია: პაბი-დექსამეტაზონმა, როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებებმა, შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები. ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე არასასურველი მოვლენის განვითარებისას, აუცილებელია მიმართოთ ექიმს. დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების სეკრეციის დარღვევები, ზრდის შეფერხება ძუძუზე მყოფ ბავშვებში და მოზარდებში, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ამენორეა, კუშინგის სინდრომი, ჰირსუტიზმი (ქალებში მამაკაცური ტიპის ჭარბთმიანობა), ნახშირწყლებისადმი დაქვეითებული ტოლერანტობა, ინსულინის და ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებებისადმი მოთხოვნის მომატება, ნაადრევი ოსიფიკაცია. მეტაბოლიზმის და ალიმენტაციის დარღვევა: სხეულის მასის მომატება, აზოტის და კალიუმის უარყოფითი ბალანსი, მადის მომატება, ორგანიზმში ნატრიუმის და წყლის შეკავება, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალემიური ალკალოზი. დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: იმუნიტეტის დაქვეითება და ინფექციების მიმდინარეობის გამწვავება, მათი კლინიკური სიმპტომების დათრგუნვით, მკურნალობისადმი მდგრადი ინფექციები, არააქტიური ტუბერკულოზის რეციდივები, ვაქცინებზე და კანის ტესტებზე დაქვეითებული პასუხი, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია, ალერგიული დერმატიტის, ჭინჭრის ციება, ვაზომოტორული შეშუპება. დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ოსტეოპოროზი, ხერხემლის მალების და ლულოვანი ძვლების მოტეხილობები, ძვლების ნეკროზი, მყესების გაგლეჯა, კუნთების სისუსტე. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: კრუნჩხვები, ეპილეფსიის გამწვავება, ქალას შიდა წნევის მომატება და მოგრძო ტვინის შეშუპება (თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. ფსიქიკური დარღვევები: აფექტური დარღვევები (გაღიზიანებადობა, ეიფორია, დეპრესია და ხასიათის ლაბილურობა, სუიციდალური აზრები), ფსიქიური რეაქციები (მანია, ჰალუცინაცია, ბოდვა, შიზოფრენიის გამწვავება), ქცევითი დარღვევები, ნევროზულობა, შფოთვა, ძილის დარღვევა, კონგიტიური ფუნქციის დარღვევა (დეზორიენტაცია, ამნეზია). დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ: უკანა კაფსულისქვეშა კატარაქტა, მომატებული თვალის შიდა წნევა, გლაუკომა, მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება, ეკზოფთალმი, რქოვანას და სკლერის განლევა, თვალის ვირუსული და სოკოვანი დაავადებების გამწვავება. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, კუჭის პეპტიური წყლული პერფორაციის და სისხლდენის საშიშროებით, მწვავე პანკრეატიტი, სოკოვანი ინფექციები, წყლულოვანი ეზოფაგიტი, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება. დარღვევები კანის საფარის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ჭრილობის შეხორცების შენელება, ექხიმოზები, კანის განლევა, პეტექიები და ჰემორაგიები, ერითემა, სტრიები, ფერიმჭამელები, ოფლისდენის გაძლიერება. ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილზე: ლეიკოციტოზი (სისხლში ლეიკოციტების შემცველობის მომატება), სლოკინი, ცუდი თვითგრძნობა. ცვლილებები გულის მხრივ: თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ გულის კუნთის გაგლეჯა, არტერიული ჰიპერტენზია. ზოგიერთ პირს, სამკურნალო საშუალებისს პაბი-დექსამეტაზონის მიღების დროს შეიძლება განუვითარდეს სხვა არასასურველი მოვლენები. სხვა არასასურველი მოვლენების განვითარებისას, რომლებიც არ არის აქ ჩამოთვლილი, აუცილებელია აცნობოთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დორზამედს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დორზამედის გვერდითი მოვლენებია: ადგილობრივი რეაქციები: წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, თვალების ქავილი, მხედველობის დაბინდვა, ქუთუთოების გაღიზიანება, ბლეფარიტი, იშვიათად – ირიდოციკლიტი. სხვა: მწარე გემო პირში, ღებინება, თავის ტკივილი, პარესთეზია, ასთენია,  გამონაყარი კანზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კატაბალახას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კატაბალახას გვერდითი მოვლენებია: ხანგრძლივი მიღების ან დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ღებინება, საერთო სისუსტე, ტკივილი მუცლის არეში, ტაქიკარდია, პოლიურია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დოქტორ ტაისი გეროვიტალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოქტორ ტაისი გეროვიტალის გვერდითი მოვლენებია: : შესაძლებელია ალერგიული რეაქციები

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პუროქსანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პუროქსანის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად აღინიშნება: გულისრევა, ღებინება თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, უძილობა, გულის ფრიალი და ტაქიკარდია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დიკფლამ კს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიკფლამ კ გვერდითი მოვლენებია:  სხვადასხვა   გვერდითი   ეფექტების   გამოვლინების   სიხშირის   შეფასებისას    გამოიყენება   შემდეგი  გრადაციები: ხშირად >10%   ზოგჯერ >10%,   იშვიათად >0,001–1%,   ძალზედ   იშვიათად <0,001%.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რისპაქსოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რისპაქსოლის გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატს გააჩნია კარგი ამტანობა. გვერდითი მოვლენები შესაძლებელია, თუმცა ისინი აღინიშნება ზოგ შემთხვევაში. შესაძლებელია: ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან: უძილობა, აჟიტირება, შფოთვა, თავის ტკივილი, ზოგ შემთხვევაში ძილიანობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, კონცენტრაციის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა, იშვიათად ექსტრაპირამიდული დარღვევები (კანკალი, კუნთების რიგიდობა, ნერწვის გაძლიერებული გამოყოფა, შენელებული მოძრაობები, მოუსვენრობა, კუნთოვანი ტონუსის მწვავე დარღვევები). შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში შესაძლებელია სისხლის მოცულობის მომატება (წყლის გაძლიერებული მიღება, ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეცია), მოგვიანებითი დისკინეზია (ენის და სახის კუნთების უნებლიე რითმული მოძრაობები), ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (მაღალი ტემპერატურა, კუნთების რიგიდობა, ვეგეტატიური ფუნქციების არასტაბილურობა, ცნობიერების დარღვევა, ფერმენტ კრეატინფოსფოკინაზის დოზის მომატება), თერმორეგულაციის დარღვევა და კრუნჩხვები. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან: ყაბზობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, პირის სიმშრალე, ნერწყვის გამოყოფის მომატება ან შემცირება, მადის დაქვეითება ან მომატება, წონის მომატება ან შემცირება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: არტერიული წნევის დაქვეითება (მათ შორის მდგომარეობის შეცვლისას), ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება. აღწერილია ინსულტის განვითარება რისპაქსოლის მკურნალობის ფონზე (ხანდაზმულ პაციენტებში შესაბამისი განწყობით). სისხლმბადი სისტემის მხრიდან: შასაძლებელია სისხლის სურათის უმნიშვნელო ცვლილება (ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია). ენდოკრინული სისტემის მხრიდან: ზოგ შემთხვევაში ხანგრძლივი მიღების დროს მამაკაცებში გინეკომასტია, ქალებში გალაქტორეა, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ერთეულ შემთხვევაში ჰიპერგლიკემია და შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობის გაუარესება. შარდ-სასქესო სისტემის მხრიდან: სასქესო ფუნქციის დარღვევა, შარდის შეუკავლობა. ალერგიული რეაქციები: რინიტი, კანის გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება. დერმატოლოგიური რეაქციები: კანის სიმშრალე, კანის ჰიპერპიგმენტაცია, ქავილი, სებორეა, კანის სენსიბილიზაცია სინათლის მიმართ. სხვა: ართრალგია. ზემოჩამოთვლილი ან სხვა სიმპტომების გამოვლენისას და პროგრესირებისას დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს!

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კორნევიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კორნევიტის გვერდითი მოვლენებია: შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობა იმ ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა თიამინის ან ციანოკობალამინის მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები