Category Archives: სხვა

იცით გლიფორი ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გლიფორის  გვერდითი მოვლენებია: გლიფორი 1000 ჩვეულებრივ ხასიათდება კარგი ამტანობით. ზოგჯერ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ყველაზე ხშირად აღინიშნება დიარეა, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი, ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის სისუსტე, კუნთების ტკივილი, დისპეფსია, ცვლილებები განავალში, ყაბზობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ჰიპერემია, გულისცემის გახშირება, დისპნოე, გამონაყარი, B12 ვიტამინის დონეების დაქვეითება, პლაზმაში გლუკოზის დონის შემცირება, გემოს ცვლილება, ანორექსია და ეპიგასტრული ტკივილი. ვინაიდან გასტროინტესტინური სიმპტომები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დასაწყისში, შეიძლება იყოს დოზაზე დამოკიდებული. დოზის თანდათანობითი მომატებით და/ან პრეპარატის საკვებთან ერთად მიღებით შეიძლება შემცირდეს აღნიშნული გვერდითი ეფექტების გამოვლენა. თავის ტკივილი და მეტალის გემო გარდამავალი რეაქციებია. გლიფორით თერაპიის დაწყებიდან 1-2 თვის შემდეგ დიარეის განვითარებისას განხილული უნდა იყოს ლაქტოაციდოზის არსებობა (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).  მოულოდნელი გვერდითი ეფექტის განვითარებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

რა დროს გამოიყენება ურსომაკი?

ურსომაკის გამოყენების ჩვენებებია: – გაურთულებელი ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება, როდესაც შეუძლებელია ქოლესტერინული კონკრემენტის (კენჭის) მოცილება ნაღვლის ბუშტიდან ქირურგიული ან ენდოსკოპიური მეთოდით; ბილიარული ნალექი; ქოლეცისტექტომიის (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის) შემდეგ კენჭების წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკა; – ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი; – მწვავე ჰეპატიტი; – ღვიძლის ტოქსიკური (მათ შორის წამლისმიერი) დაზიანება; – ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება; – არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი; – ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზი; – პირველადი სკლეროზული ქოლანგიტი; – ღვიძლის კისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი); – ღვიძლის შიდა ნაღვლის სადინარების ატრეზია (მათ შორის ნაღვლის სადინარის თანდაყოლილი ატრეზია); – ნაღვლის სადინარების დისკინეზია; – ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი; – ბილიარული დისპეფსიური სინდრომი (ქოლეცისტოპათიისა და ნაღვლის სადინარების დისკინეზიის დროს); პროფილაქტიკის მიზნით: – ღვიძლის დაზიანების პროფილაქტიკა ჰორმონალური კონტრაცეპტივებისა და ციტოსტატიკების მიღების ფონზე; – ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებში, სხეულის წონის სწრაფი დაკლების შემთხვევაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება სედანატი?

სედანატის გამოყენების ჩვენებებია:  გამოიყენება მოუსვენრობის, შფოთვის, ნევრასთენიის მსუბუქი ფორმების, სტრესის შემდგომი მდგომარეობის, შიშის (თანმხლები დაძაბულობით, ტაქიკარდიით და ქოშინით), მომატებული აღგზნებადობის, გაღიზანებადობის დროს, ეფექტურია კონცენტრაციის დაქვეითების, ძილის მოშლის, ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილის და შაკიკის (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში) დროს, გამოიყენება კლიმაქტერული სინდრომის, ანგიონევროზის (გულ-სისხლძარღვთა სისტემის) და ვეგეტონევროზის (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია) შემთხვევაში

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ტებანტინი?

ტებანტინის გამოყენების ჩვენებებია: ეპილეფსია: გაბაპენტინი გამოიყენება დამატებითი პრეპარატის სახით პარციალური კრუნჩხვების მკურნალობის დროს მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე უფროსებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში (იხ. პუნქტი ფარმაკოდინამიკა). გაბაპენტინი გამოიყენება მონოთერაპიის სახით პარციალური კრუნჩხვების მკურნალობის დროს მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე უფროსებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.  ნეიროპათიური ტკივილები: გაბაპენტინი ნაჩვენებია პერიფერიული ნეიროპათიული ტკივილების სამკურნალოდ, მაგ., მტკივნეული დიაბეტური ნეიროპათიისას და პოსტჰერპესული ნევრალგიისას უფროსებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით სუტრილნეოს რა უკუჩვენებები აქვს?

სუტრილნეოს უკუჩვენებებია: არ მიიღოთ სუტრილნეო – თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ტორასემიდის მიმართ, სულფონილურეას ან რომელიმე შემცველი პრეპარატის მიმართ. – თუ გაწუხებთ ანურია (შარდის გამოყოფის შეწყვეტა).  იყავით განსაკუთრებული სიფრთხილით სუტრილნეოსთან – თუ გაწუხებთ სერიოზული ღვიძლის დაავადება. ტორასემიდმა შეიძლება გამოიწვიოს კომური მდგომარეობა. – თუ გაქვთ სისხლში ნატრიუმის და კალიუმის დაბალი დონე ან დაბალი სისხლის მოცულობა. – თუ გაქვთ გულის პრობლემები, განსაკუთრებით თუ მკურნალობა მიმდინარეობს გულის გლიკოზიდებით. შესაბამისად ზრდის რისკს გულის არითმიების – თუ გაქვთ ნიკრისის ქარი ან დიაბეტი. – თუ გაწუხებთ თირკმლის უკმარისობა ან თუ გაქვთ საშარდე სისტემის პრობლემებით. – თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) – ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით გაზივას რა უკუჩვენებები აქვს?

გაზივას უკუჩვენებებია: გაზივა უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომელთაც აქვთ ცნობილი მომატებული მგრძნობელობა (IgE-განპირობებული) ობინუტუზუმაბის ან მისი რომელიმე შემავსებლის მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ურო-ვაქსომი?

ურო-ვაქსომის გამოყენების ჩვენებებია: ჩვენებები:: იყენებენ საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკისა და საშარდე გზების მწვავე ინფექციების სამკურნალოდ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ოუბაინი – OUABAIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ოუბაინი –  ოუბაინის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით გამალატი B6-ის რა უკუჩვენებები აქვს?

გამალატი B6-ის უკუჩვენებებია: ალერგია ნებისმიერი კომპონენტებისადმი. მაღალი დოზების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მსუბუქი დარღვევები კუჭის მხრივ, რაც თავისით ქრება დოზის შემცირებისთანავე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება უდექსი?

უდექსის გამოყენების ჩვენებებია: არანაკლებ 15 მმ დიამეტრის, რომელიც არ იძლევა ჩრდილს რენტგენოგრამაზე, ნაღვლის ქოლესტერინული კენჭების დაშლა პაციენტებში, რომელთაც ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირება შენარჩუნებული აქვთ, კენჭების არსებობის მიუხედავად; გასტრიტის მკურნალობა ასოცირებული ბილიარულ რეფლუქს-ეზოფაგიტთან (ტუტოვანი რეფლუქს-გასტრიტი)  პირველადი ბილიარული ციროზის სიმპტომური (ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზის არ არსებობისას) მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი