იცით ელგიდიუმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?
ელგიდიუმის გვერდითი მოვლენებია: არ არის გამოვლენილი.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ელგიდიუმის გვერდითი მოვლენებია: არ არის გამოვლენილი.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
რენეოსის გვერდითი მოვლენებია: ჰიპერგლიკემია: გულისრევა, ძილიანობა, გაძლიერებული შარდვა, წყურვილის შეგრძნება და მადის დაკარგვა. ჰიპოგლიკემია: შფოთვა, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, ტრემორი, შიმშილის გრძნობა, და კონცენტრაციის გაძნელება. კუჭ-ნაწლავის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, პირღებინება და ყაბზობა. ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ცხელება, ვასკულიტი, აგრეთვე, ღვიძლის ფერმენტების მატება, მხედველობის გაუარესება.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ლარიფიკელ D4 კაფსულები (ნატუროპათი)-ის გვერდითი მოვლენებია: ცნობილი არ არის
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
რაენომის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება ივაბრადინის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები: , სინათლის აღქმის ცვლილების ფენომენი (ფოსფენები) და ბრადიკარდია, ატარებდნენ დოზადამოკიდებულ ხასიათს და განპირობებული იყვნენ მისი ფარმაკოლოგიური მოქმედების მექანიზმით. კლინიკური კვლევების მსვლელობაში დარეგისტრირებული იყო შემდეგი არასასურველი რეაქციები, რომელთა შეფასება დაფუძნებულია აღნიშვნის შემდეგ სიხშირეზე: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 <1/10-მდე), არახშირი (≥1/1000 <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000 <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების საფუძველზე). ჩასასმელია ცხრილი *სიხშირე, გათვლილი კლინიკური კვლევებიდან არასასურველი მოვლენებისათვის, რომელიც აღმოჩენილია სპონტანური შეტყობინებებით. ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა: იყო შეტყობინებები სინათლის აღქმის ცვლილებების ფენომენის (ფოსფენების) აღნიშვნის შესახებ პაციენტების 14,5%-ში; აღწერილია როგორც მომატებული განათების გარდამავალი შეგრძნება მხედველობის შეზღუდულ ველში. ჩვეულებრივ ისინი ვითარდება განათების ინტენსივობის მკვეთრი ცვლილებისას. ფოსფენები აგრეთვე შეიძლება აღიწეროს როგორც ორეოლი, გამოსახულების დაშლა (სტრობოსკოპიული ან კალეიდოსკოპიური ეფექტი), ფერადი სინათლის აფეთქება ან მრავალჯერადი გამოსახულება (რეტინული პერსისტენცია). ფოსფენები ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის პირველი ორი თვის განმავლობაში მომდევნო განმეორებით. ჩვეულებრივ იყო შეტყობინებები, რომ ფოსფენებს გააჩნდათ მსუბუქი ან ზომიერი ხარისხი. ფოსფენები წყდებოდა მკურნალობის დროს ან მისი დასრულების შემდეგ, ამასთან უმრავლეს შემთხვევებში (77,5%) წყდებოდა მკრუნალობის დროს. ფოსფენები იწვევდა ყოველდღიური ცხოვრების ცვლილებას ან მკურნალობის შეწყვეტას პაციენტების 1%-ზე ნაკლებში. ბრადიკარდია აღინიშნა პაციენტების 3.3%-ში პირველი 2-3 თვის განმავლობაში მკურნალობის დაწყების შემდეგ. პაციენტების 0,5%-ში ბრადიკარდია იყო მძიმე, 40 დარტყმაზე ნაკლები წუთში გშს-ით. თუ ინსტრუქციაში მითითებული გვერდითი მოვლენები: რთულდება, ან თქვენ შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები: , რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ოფლოქსინის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გასტრალგია, ანორექსია, ღებინება, გულისრევა, დიარეა, მეტეორიზმი, აბდომინალური ტკივილები, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ქოლესტაზური სიყვითლე, ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი, ჰეპატიტი. ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მოძღაობის დარღვევა, ტრემორი, კრუნჩხვები, კიდურების დაბუჟება და პარესთეზიები, ინტენსიური სიზმრები, “კოშმარული” სიზმრები, ფსიქოტური რეაქციები, შფოთიანობა, აგზნებული მდგომარეობა, ფობიები, დეპრესია, ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები, ქალასშიდა წნევის მომატება. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ტენდინიტი, მიალგიები, ართრალგიები, ტენდოსინოვიტი, მყესის გაწყვეტა, რაბდომიოლიზი, კუნთების სისუსტე. გრძნობის ორგანოების მხრივ: ფერთა აღქმის დარღვევა, დიპლოპია, გემოს, სუნის შეგრძნების, სმენისა და წონასწორობის დარღვევა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არტერიული წნევის შემცირება, ვასკულიტი, კოლაფსი. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ალერგიული პნევმონიტი, ალერგიული ნეფრიტი, ეოზინოფილია, ცხელება, კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი, სტივენს-ჯონსონისა და ლაიელის სინდრომი, მულტიფორმის ექსუდატიური ერითემა, ანაფილაქსიური შოკი. კანის საფარის მხრივ: წერტილოვანი სისხლჩაქცევები (პეტექიები), ბულოზური ჰემორაგიული დერმატიტი, პაპულოზური გამონაყარი ქერქით, რომელიც ადასტურებს სისხლძარღვთა დაზიანებას (ვასკულიტი). სისხლის წარმომქმნელი ორგანოების მხრივ: ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, ჰემოლიზური და აპლასტიური ანემია. საშარდე სისტემის მხრივ: მწვავე ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ჰიპერკრეატინინემია, შარდოვანას შემცველობის მომატება. სხვა: დისბაქტერიოზი, სუპერინფექცია, ჰიპოგლიკემია (შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში), ფოტოსენსიბილიზაცის, ვაგინიტი.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
კლონიდინის გვერდითი მოვლენებია: პირის ღრუს სიმშრალე, ცხვირის სუნთქვის გაძნელება, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, ფსიქიური და მოტორული რეაქციების სიჩქარის შენელება. იშვიათად – ნევროზული მდგომარეობა, მოუსვენრობა, ყაბზობა, კუჭის წვენის სეკრეციის დაქვეითება, დეპრესია, ბრადიკარდია, ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია. პრეპარატის ვენაში შეყვანისას შესაძლებელია ორთოსტატული ჰიპოტენზია.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ზოვირაქსის გვერდითი მოვლენებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის მხრივ: იშვიათად – ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის და ბილირუბინის მაჩვენებლების ზომიერი ხანმოკლე მომატება. ცალკეულ შემთხვევებში – გულისრევა, ღებინება, დიარეა, ნაწლავის ჭვალი, მეტეორიზმი, ტკივილები მუცლის არეში. ცნს-ის მხრივ: იშვიათად – თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცალკეულ შემთხვევებში – თავბრუსხვევა, მეხსიერების დაბინდვა, ჰალუცინაციებიც, ძილიანობა, კრუნჩხვები. სისხლის სურათის მხრივ: იშვიათად ჰემატოლოგიური მაჩვენებლების უმნიშვნელო ცვლილებები. დერმატოლოგიური რეაქციები: კანზე გამონაყარი, რომელიც პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ მალე ქრება. დიფუზური ალოპეცია.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
პიკოვიტის გვერდითი მოვლენებია: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. შემთხვევითი ჭარბი დოზის მიღებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ეტრუზილის გვერდითი მოვლენებია: სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, ეტრუზილმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პაციენტში. ამ გვერდითი ეფექტების უმრავლესობა ატარებს მცირე ან ზომიერ ინტენსივობას და ჩვეულებრივ, გაივლის მკურნალობის დაწყების რამოდენიმე დღის ან კვირის შემდეგ. ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის მაგალითად, წამოხურება, თმის ცვენა ან საშოდან სისხლდენა, შესაძლებელია გამოწვეული იყოს ორგანიზმში ესტროგენების არარსებობით.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები
ეტაციზინის გვერდითი მოვლენებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: AV ბლოკადა, პარკუჭშიდა გამტარებლობის დარღვევა, მიოკარდიუმის კუმშვადობის შემცირება, კორონარული სისხლის მიმოქცევის შემცირება, არითმია, ცვლილებები ეკგ-ზე: PQ ინტერვალის გახანგრძლივება, P კბილისა და Qღშ კომპლექსის გაფართოება; ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, წონასწორობის დარღვევა; მხედველობის ორგანოს მხრივ: აკომოდაციის დარღვევა (მკურნალობის დასაწყისში); საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში; გვერდითი მოვლენების გამოვლინება დამოკიდებულია დოზაზე, რის გამოც საჭიროა თავის შეკავება მაქსიმალური დოზის დანიშვნისაგან. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები