Category Archives: სხვა

რა დროს გამოიყენება ანდროდოზი?

ანდროდოზის გამოყენების ჩვენებებია: – იდიოპათიური პათოზოოსპერმია, ასთენოსპერმია, ოლიგოსპერმია, ჰიპოსპერმია. – ექსტრაკორპორალური განაყოფიერების მზადების პერიოდი – მამაკაცის უშვილობა. მკურნალობა და პროფილაქტიკა  უშვილობის ეფექტური სამკურნალო კომპლექსი მამაკაცებისთვის! დეკილაკატური პრობლემის მოგვარების მარტივი და საიმედო გზა – კომპლექსური ზემოქმედება მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე – კომპონენტების მაქსიმალური ბიოშეღწევადობა – სპერმოგრამის ძირითადი მაჩვენებლების მდგრადი გაუმჯობესება – სპერმის ხარისხობრივი მაჩვენებლების ამაღლება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების პროგრამაში მონაწილეობისა და ხელოვნური განაყოფიერებისათვის მზადების პერიოდში.  – სქესობრივი ლტოლვის (ლიბიდოს) გაძლიერება და გაუმჯობესებული დაკმაყოფილების შეგრძნება  2ჯერ ზრდის სპერმატოზოიდების მოძრაობისუნარიანობას 3,5 ჯერ ზრდის ნორმალური ფორმის და სიცოცხლისუნარიანი სპერმატოზოიდების რაოდენობას 2,5 ჯერ ზრდის სპერმატოზოიდების კონცენტრაციას 2 ჯერ ზრდის ეაკულატის მოცულობას 1,6 ჯერ ზრდის სპერმატოზოიდების კრიოტოლერანტულობის მაჩვენებელს

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ანტირინოლი?

ანტირინოლის გამოყენების ჩვენებებია: ალერგიული რინიტის მკურნალობისა და პოფილაქტიკისთვის მოზრდილებსა და ბავშვებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ამლოდიპინი ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამლოდიპინი ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია: ამლოდიპინი, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. ძირითადი გვერდითი მოვლენებია  ვაზოდილატაციის შედეგად განვითარებული პერიფერიული შეშუპება და კანის ჰიპერემია. იშვიათად შეიძლება განვითარდეს ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, არითმია, თავბრუსხვევა, ძილიანობა, თვის ტკივილი,   გულისრევა, მუცლის ტკივილი, პარესთეზია, დაღლილობა, გულისცემის შეგრძნება, გამონაყარი კანზე, ქავილი და დეპრესია, ხანგრძლივი გამოყენებისას – კიდურების ტკივილი..

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

რა დროს გამოიყენება მაპურიტი კაფსულები (ნატუროპათი)?

მაპურიტი კაფსულები (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია: : – მაგნიუმის და E ვიტამინის კომბინირებული ნაკლებობა (მაგალითად, სპორტული დატვირთვების, რეზორბციის დარღვევების დროს), – E ვიტამინის ნაკლებობა რეზორბციის დარღვევის დროს, როდესაც E ვიტამინის პარენტერული მიცემა ჯერ აუცილებელი არ არის, – მაგნიუმის ნაკლებობა, თუ იგი ხდება კუნთების პათოლოგიის მიზეზი (ნერვ-კუნთოვანი დარღვევები, წვივის კუნთების კრუნჩხვები)

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ასისტი?

ასისტის გამოყენების ჩვენებებია: სასუნთქი სისტემის დაავადებები და მდგომარეობები მიმდინარე ბლანტი და ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველის წარმოქმნით: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი; პნევმონია; ბრონქოექტაზია; ბრონქიოლიტი; მუკოვისციდოზი; ლარინგიტი; მწვავე და ქრონიკული სინუსიტი; ოტიტი; ბლანტი ნახველის მოშორება პოსტტრავმული და პოსტოპერაციული მდგომარეობის დროს. სისტემური გამოყენება ასისტი 300 მგ/3მლ (10%) ხსნარის ამპულების ადგილობრივი გამოყენება ნაჩვენებია: აცეტამინოფენით გამოწვეული ჰეპატოტოქსიურობის პრევენცია; მწვავე და ქრონიკული ბრონქიტები, ქრონიკული ასთმური ბრონქიტები, ემფიზემა, ბრონქოპნევმონია, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, ბრონქოექტაზია, ფილტვის ატელექტაზი, ფილტვის ტუბერკულოზთან დაკავშირებული ბრონქული კატარი, სეკრეტის გამოყოფის გაძნელება, რომელიც დაკავშირებულია ტურბერკულოზური კავერნის არასაკმარის დრენაჟთან; ქირურგიულ პროცესებთან დაკავშირებული ბრონქო-პულმონალური დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა; ტრაქეოსტომიასთან დაკავშირებული და ობსტრუქციული გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა; მომზადება ზოგიერთი პროცედურისთვის, როგორიცაა ბრონქოსკოპია, ბრონქოგრაფია, ბრონქოასპირაცია. ბავშვები: ცისტური ფიბროზები და ნეონატალური ასფიქსიის ზოგიერთი ფორმა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ომესამი D3?

ომესამი D3-ს გამოყენების ჩვენებებია: – ჰიპერტრიგლიცერიდემია, რაც დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან; – დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევით) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა; – ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია; – სხვადასხვა გენეზის ართროზები და ართრიტები; – აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი; – ჰიპოკალციემია; – ჰიპოკალცემიური ტეტანია; – ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა; – ოსტეომალაციის პროფილაქტიკა (45 წლის ზემოთ პაციენტებში მინერალური ცვლის დარღვევის ფონზე, ტრავმების შემთხვევაში ხანგრძლივი იმობილიზაციის შემთხვევაში, ისეთი დიეტების დაცვისას, როდესაც არ ხდება რძის და რძის პროდუქტების მიღება); – ჰიპოპარათირეოზის და ფსევდოჰიპოპარათირეოზის პროფილაქტიკა; – კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; – ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა; – შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა; – ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების დარღვევა, ყურადღების დაქვეითება, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება; – კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლულები; – ორსულებისა და მათი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად (ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მცირე წონა); – მაღალი რისკის ჯგუფებში D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა (მალაბსორბცია, წვრილი ნაწლივის ქრონიკული დაავადებები, ღვიძლის ბილიარული ციროზი, კუჭის და/ან წვრილი ნაწლავის რეზექციის შემდგომი პერიოდი). უკუჩვენება – შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება აპიდრა?

აპიდრას გამოყენების ჩვენებებია: შაქრიანი დიაბეტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ავანდია – AVANDIA ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ავანდია – უკუჩვენებები: ლაქტაციის პერიოდში ავანდიას დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში ბავშვის ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ჰეპელს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰეპელის გვერდითი მოვლენებია: არ გააჩნია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ქსენიკალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ქსენიკალის გვერდითი მოვლენებია: ქსენიკალის გვერდითი მოვლენები, ძირითადად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ვლინდება და საკვებად მიღებული ცხიმების შეწოვის საწინააღმდეგო ფარმაკოლოგიურ მოქმედებასთან არის დაკავშირებული. ხშირი გვერითი მოვლენებია: მცირე ცხიმოვანი გამონადენი უკანა ტანიდან, აირების დაგროვება-გამოყოფა, იმპერატიული მოთხოვნილება კუჭის მოქმედებაზე, განავალი ცხიმოვანი/ზეთოვანი მინარევებით, ზეთოვანი კონსისტენციის განავალი, დეფეკაციის გახშირება და კუჭში გასვლის შეუკავებლობა. ამ მოვლენების სიხშირე მით მეტია, რაც უფრო მაღალია ცხიმის შემცველობა საკვებში. პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შესაძლებლობის და ყველაზე მისაღები გზით მათი მოგვარების შესახებ, როგორიცაა დიეტის გამკაცრება, კერძოდ, მასში ცხიმის პროცენტული შემცირება. ნაკლებცხიმიანი საკვების მიღება ამცირებს კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობას, რამაც შეიძლება დახმარება გაუწიოს პაციენტებს ცხიმის მიღების კონტროლსა და რეგულაციაში. ეს გვერდითი რეაქციები, ძირითადად, მსუბუქად არის გამოხატული და გარდამავალი ხასიათისაა. მათი გამოვლენა მკურნალობის ადრეულ ეტაპზე (პირველი 3 თვის განმავლობაში) ხდებოდა და პაციენტების უმრავლესობისთვის მხოლოდ ერთი ეპიზოდით შემოიფარგლებოდა. პაციენტების ქსენიკალით მკურნალობასთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გამოხატული ხშირი გვერდითი მოვლენები იყო: მუცლის ტკივილი/დისკომფორტი, კბილების დაზიანება, ღრძილების დაზიანება. დაფიქსირდა, აგრეთვე, ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია, გრიპი, თავის ტკივილი, დისმენორეა, შფოთვა, დაღლილობა, საშარდე სისტემის ინფექცია. ქსენიკალით მკურნალობის განსაკუთრებული გვერდითი მოვლენები აღწერილ იქნა მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე მსუქან პაციენტებში, ჰიპოგლიკემიის (ძალიან ხშირად) და მუცლის შებერილობის (ხშირად) სახით. მე-2 ტიპის დიაბეტიან პაციენტებში, ქსენიკალით გამოწვეულ წონაში დაკლებას ნივთიერებათა ცვლის რეგულაციის გაუმჯობესება ახლავს თან, რამაც ჰიპოგლიკემიური მედიკამენტების დოზის შემცირების შესაძლებლობა ან საჭიროება შეიძლება გამოიწვოს (იხ. სექცია 2.4.1, გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები). 4 წლიან კლინიკურ კვლევაში, გვერდითი მოვლენების ძირითადი პროფილი, 1 და 2 წლიანი კვლევების დროს დაფიქსირებულის მსგავსი იყო, პირველ წელს აღწერილი, კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირის ყოველ მომდევნო წელს შემცირებით, 4 წლის განმავლობაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები