Category Archives: სხვა

იცით კლავომედი სუსპენზიას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კლავომედი სუსპენზიას გვერდითი მოვლენებია:  გვერდითი ეფექტები უმეტეს შემთხვევაში მსუბუქი და დროებითი ხასიათისაა. რეგისტრირებულ გვერდით ეფექტებს შორის ყველაზე ხშირად აღინიშნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევა (მადის დაკარგვა, გულისრევა, პირღებინება, დიარეა). მსგავსი არასასურველი ეფექტების თავიდან აცილება შესაძლებელია კლავომედის მიღებით ჭამის დროს. შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი კანზე): მგრძნობიარე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ტრანსამინაზების დონის ტრანზიტორული მომატება. ცალკეული ცნობები არსებობს ქოლესტაზური სიყვითლის, ჰეპატიტის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევების შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რისეტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რისეტის გვერდითი მოვლენებია: ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, აჟიტირება, შფოთვა, თავის ტკივილი, ზოგჯერ – ძილიანობა, ადვილად დაღლილობა, თავბრუ, ყურადღების კონცენტრაციის მომატება, მხედველობის დარღვევა, იშვიათად – ექსტრაპირამიდული სიმპტომები (ტრემორ, რიგიდულობა, ჰიპერსალივაცია, ბრადიკინეზია, აქათიზია, მწვავე დისტონია), მანია ან ჰიპომანია, ინსულტი (ხანდაზმულებში წინასწარ განწყობის ფაქტორებით), ასევე ჰიპერვოლემია (ან პოლიდიფსიის, ან ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომის გამო), მოგვიანებითი დისკინეზია (უნებლია რითმული მოძრაობები, უპირატესად ენისა და/ან ხახის), ნეიროლეპტიკური ავთვისებიანი სინდრომი, ჰიპერთერმია, კუნთების რიგიდულობა, ავტონომური ფუნქციების არასტაბილობა. ცნობიერების დარღვევა და კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატება, თერმორეგულაციის დარღვევა და ეპილეპტიკური გულყრები. კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ დარღვევები: შეკრულობა, დისპეფსია, გულისრევა და ღებინება, ტკივილი მუცელში, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, პირის სიმშრალე, ჰიპო – ან ჰიპერსალივაცია, ანორექსია და/ან მადის გაძლიერება, სხეულის წონის დაქვეითება ან მომატება. გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ: ზოგჯერ ორთოსტატული ჰიპოტენზია, რეფლექტორული ტაქიკარდია ან არტერიული წნევის მომატება. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია. ენდოკრინული სისტემის მხრივ: გალაქტორეა, გინეკომასტია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ამენორეა, სხეულის მასის მომატება, ჰიპერგლიკემია და ადრე არსებული შაქრიანი დიაბეტის გამწვავება. შარგამომყოფი სისტემის მხრივ: პრიაპიზმი (ერექციის დარღვევა), ეაკულაციის დარღვევა, ანორგაზმია, შარდის შეუკავლობა. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაცია. კანის საფარის მხრივ: კანის სიმშრალე, ჰიპერპიგმენტაცია, ქავილი, სებორეა. სხვა: ართრალგია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ეფექტი Cს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეფექტი C-ის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, გასტრალგია, დიარეა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა; შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად _ თირკმლის ფუნქციის დარღვევა; სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, ხანგრძლივი მიღებისას _ რკინადეფიციტური ანემია; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება; ნერვული სისტემის მხრივ: ხანგრძლივი მიღებისას _ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მხედველობისა და სმენის დარღვევა, უძილობა, ასთენია; ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება; სხვა: ხანგრძლივი მიღებისას _ სტივენს-ჯონსონის სინდრომი, რეის სინდრომი ბავშვებში, მეტაბოლური აციდოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დეპაკინ ქრონოს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დეპაკინ ქრონო გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატის მიღების დროს ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:გულისრევა ან ტკივილები მუცელში (მკურნალობის დაწყების დროს); მადის და წონის მომატება; მენსტრუალური დარღვევები; კანის რეაქციები, თმის ცვენა; ხელების მსუბუქი კანკალი, ძილიანობა; ღვიძლის ან პანკრეასის ფუნქციის დარღვევა; სისხლის შედედების დარღვევა; სმენის დაკარგვა ან თირკმლის ფუნქციის დროებითი დარღვევა. ამ გვერდითი ეფექტების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს: ღვიძლის (სიყვითლე) ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა; საჭმლის მონელების მოშლა (მადის დაკარგვა, გულრევა, განმეორებითი ღებინებით, ტკივილი მუცელში და კუჭში); ნერვული მოშლილობა აზროვნების არევით ან განმეორებითი გულყრების; კანის რეაქციები. სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენისას ასევე საჭიროა ექიმის ინფორმირება ამის შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით რადოფენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

რადოფენის გვერდითი მოვლენებია:  ცნობილია შემთხვევა, როდესაც დიკლოფენაკი გახდა ასაკოვან ქალებში ანტიდიურეზული ჰორმონის არასწორი გამოყოფის სინდრომის მსგავსი სიმპტომების გამოვლენის მიზეზი. ხანგრძლივი გამოყენებისას შეიმჩნევა პირის სიმშრალე. შესაძლებელია ღებინება, გულის რევა, ანორექსია, ტკივილები და არასასიამოვნო შეგრძნებები ეპიგასტრალურ მიდამოში, მეტეორიზმი, შეკრულობა, დიარეა; ცალკეულ შემთხვევებში – ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, სისხლდენები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაციები. იშვიათად – თირკმელების ფუნქციის დარღვევა; მიდრეკილების მქონე პაციენტებში შესაძლებელია შეშუპებები. შესაძლებელია კანის გამონაყარი, ქავილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ვირუ – მერც სეროლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვირუ – მერც სეროლის გვერდითი მოვლენებია: : შესაძლებელი კონტაქტური დერმატიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ფენოქსიმეთილპენიცილინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფენოქსიმეთილპენიცილინის გვერდითი მოვლენებია: პრეპარატის გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები (ურტიკარია, ერითემა, კვინკეს შეშუპება, რინიტი, ეოზინოფილია, ძალიან იშვიათად – ანაფილაქსიური შოკი). იშვიათად აღინიშნება პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება (სტომატიტი, ფარინგიტი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კოლოცინტის-ჰომაკორდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კოლოცინტის-ჰომაკორდის გვერდითი მოვლენებია:  არ გააჩნია

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ენა-დენკი 10-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ენა-დენკი 10-ის გვერდითი მოვლენებია: ისევე როგორც სხვა პრეპარატებს, ენა-დენკი 10 შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: . ქვემოთ მოყვანილია ენა-დენკი 10-ის ან აგფ-ინჰიბიტორების გვერდითი მოვლენები: . გვერდითი ეფექტების შესაფასებლად ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია: ჩასასმელია ცხრილი  სისხლი და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირი: ერითროციტების დაშლით გამოწვეული ანემია (ჰემოლიზური ანემია), ძვლის ტვინში ჰემოპოეზის დარღვევით გამოწვეული ანემია (აპლასტიური ანემია). იშვიათად: სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია) და ლეიკოციტების მკვეთრი დაქვეითება, რაც ზრდის ინფექციის და ზოგადი სიმპტომების (აგრანულოციტოზი) განვითარების რისკს, ლაბორატორიული მაჩვენებლების დაქვეითება (ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტი), ძვლის ტვინის ფუნქციის შემცირება (ძვლის ტვინის დეპრესია), ლიმფური კვანძების შეშუპება, აუტოიმუნური დაავადებები. მეტაბოლიზმის მხრივ: არახშირი: სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია). თვალის მხრივ: ძალიან ხშირად: მხედველობის დაბინდვა. ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად: თავის ტკივილი, დეპრესია არახშირად: გონების დაბინდვა, ძილიანობა, უძილობა, ნევროზი, პარესთეზია (მაგ: ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, დაბუჟება), თავბრუსხვევა. იშვიათად: ძილის დარღვევა, კოშმარები. კარდიოვასკულარული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად: თავბრუსხვევა ხშირად: არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, მათ შორის ადგომისას გამოხატული ჰიპოტენზია (ორთოსტატული ჰიპოტენზია), ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა (სინკოპე), გულის შეტევა და ინსულტი, რაც შეიძლება განვითარდეს ძლიერი ჰიპოტენზიის გამო მაღალი რისკის მქონე (პაციენტები, რომელთაც აქვთ ტვინის და/ან გულის დარღვეული სისხლის ცირკულაცია) პაციენტებში, ტკივილი ნეკნების არეში, არითმია, მოჭერის შეგრძნება გულ-მკერის არეში (სტენოკარდია), გულის რითმის აჩქარება (ტაქიკარდია). არახშირად: ადგომისას გამოხატული ძლიერი ჰიპოტენზია (ორთოსტატული ჰიპოტენზია), გულის ფრიალი. იშვიათად: ხელებში და ფეხებში ცირკულაციის დარღვევა ანგიოსპაზმის გამო (რეინოს ფენომენი). სასუნთქი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად: ხველა. ხშირად: სუნთქვის გაძნელება (დისპნოე). არახშირად: გამონადენი ცხვირიდან (რინორეა), ყელის ტკივილი და ხმის ჩახლეჩა, ბრონქების შევიწროვება (ბრონქოსპაზმი) და ასთმა. იშვიათად: ფილტვის ქსოვილის ცვლილება (ფილტვის ინფილტრაცია), გაციება, ფილტვის ალერგიული ანთება (ალერგიული ალვეოლიტი / ეოზინოფილური პნევმონია). კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად: გულისრევა. ხშირად: დიარეა, მუცლის ტკივილი, გემოვნების შეცვლა. არახშირად: ნაწლავის ობსტრუქცია (გაუვალობა), პანკრეასის ანთება, ღებინება, დისპეპსია, ყაბზობა, მადის დაქვეითება, კუჭის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, კუჭის წყლული (პეპტიური წყლული). იშვიათად: პირის ლორწოვანი გარსის ინფექცია და წყლული (სტომატიტი/ აფთოზური წყლულები), ენის ლორწოვანი გარსის ანთება (გლოსიტი). ძალიან იშვიათად: ნაწლავის ქსოვილის შეშუპება (ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება) ღვიძლი და ნაღვლის ბუშტის მხრივ: იშვიათად: ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი – ჰეპატოცელულარული ან ქოლესტაზური, მათ შორის ღვიძლის ნეკროზი), სიყვითლე. კანი და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ხშირად: გამონაყარი, ალერგია/ქსოვილის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება); აგრეთვე გამოვლინდა სახის, კიდურების ტუჩების, ენის, ხოხრ-სარქველის და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება. არახშირად: გაძლიერებული ოფლიანობა, ქავილი, გამონაყარი, ალოპეცია. იშვიათად: კანის ძლიერი რეაქციები (მულტიფორმული ერითემა), სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, პემფიგუსი, ერითროდერმა). აგრეთვე გამოვლინდა სიმპტომოკომპლექსი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ზოგიერთ ან ყველა ქვემოთ მოყვანილ რეაქციას: ტემპერატურის მომატება, სეროზული ქსოვილის ანთება (სეროზიტი), სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), კუნთების და სახსრების ტკივილი და/ან ანთება (მიალგია/მიოზიტი, ართრალგია/ართრიტი), ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის ცვლილება (დადებითი ANA, ედს-ის მომატება, ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი). აგრეთვე შესაძლებელია გამოვლინდეს გამონაყარი, ფოტოსენსიტიურობა ან კანის სხვა რეაქციები. თირკმელის და ქვედა საშარდე სისტემის მხრივ: არახშირად: თირკმლის დისფუნქცია, თირკმლის უკმარისობა, შარდში ცილის მომატება (პროტეინურია). იშვიათად: შარდის გამოყოფის შემცირება (ოლიგურია). რეპროდუქციული სისტემის და მკერდის მხრივ არახშირად: იმპოტენცია იშვიათად: მამაკაცებში მოსალოდნელია მკერდის გადიდება (გინეკომასტია). ზოგადად: ძალიან ხშირად: დაღლილობა ხშირად: სიწითლე. არახშირად: კუნთების სპაზმი, წამოწითლება, ყურებში შუილი, სისუსტე, ტემპერატურის მომატება. ლაბორატორიული მაჩვენებლები: ხშირად: შრატში კალიუმის და კრეატინინის მომატება. არახშირად: შრატში შარდოვანას მომატება, შრატში ნატრიუმის დონის შემცირება. იშვიათად: ღვიძლის მაჩვენებლების (ღვიძლის ფერმენტები, შრატის ბილირუბინი) მომატება.  პროფილაქტიკური ზომები: კანის მძიმე რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტი უნდა დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ენა-დენკ 10-ის მკურნალობა უნდა შეწყდეს. ხორხის, ხორხ-სარქველის და/ან ენის შეშუპების (ანგიონევროზული შეშუპება) შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. სიყვითლის გამოვლენის ან ღვიძლის მაჩვენებლების მნიშვნელოვნად გაზრდის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტი უნდა იყოს ექიმის მეთვლაყურეობის ქვეშ. ტემპერატურის მომატების, ლიმფური კვანძების შეშუპების და/ან ყელის ტკივილის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს და გადამოწმდეს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა. თუ პაციენტი შენიშნავს ზემოთჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები: დან ერთ-ერთ მათგანს, ასეთ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. ის შეაფასებს მდგომარეობის სიმძიმეს და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს შესაბამის ზომებს. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის ზემოთ აღწერილი, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დორამიცინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დორამიცინის გვერდითი მოვლენებია: ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია ღებინება, გულისრევა, დიარეა, კანის ალერგიული რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები