Category Archives: სხვა

რა დროს გამოიყენება მეზატონი?

მეზატონის გამოყენების ჩვენებებია: მეზატონი ინიშნება არტერიული წნევის მოსამატებლად კოლაფსისა და ჰიპოტენზიის დროს, რომლებიც ვითარდება სისხლძარღვების ტონუსის შემცირების შედეგად, ოპერაციებისათვის მზადებისას და ოპერაციების დროს, ჰიპოტონური დაავადების დროს, ცხვირის ლორწოვანის სისხლძარღვების შევიწროვების და ვაზომოტორული სურდოს დროს ანთებითი პროცესის შესუსტების მიზნით, როგორც ადრენალინის შემცვლელი ადგილობრივი საანესთეზიოების ხსნარებში, ინტოქსიკაციების, ინფექციური დაავადებების დროს, გუგის გასაფართოვებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

აზინფექსინი / Azinfexin ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

აზინფექსინი – გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ორსულობა (B კატეგორია) მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა ვერ დაამტკიცა აზითრომიცინის უარყოფითი ზემოქმედება ნაყოფზე, ადექვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები ორსული ქალების მონაწილეობით არ ჩატარებულა. ქალებში, ორსულობის დროს აზითრომიცინი შეიძლება იქნას გამოიყენებული მხოლოდ ალტერნატიული თერაპიის არ არსებობისას. ლაქტაცია არ არის ცნობილი, აღწევს თუ არა აზითრომიცინი დედის რძეში, რადგან მრავალი სამკურნალო საშუალება აღწევს დედის რძეში, პრეპარატის მიღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მიღების მოსალოდნელი სარგებელი დედებში,აჭარბებს პოტენციურ რისკს ნაყოფზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ამფოტერიცინი?

ამფოტერიცინის გამოყენების ჩვენებებია:  ჩვენებები პრეპარატს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრთან ერთად ახასიათებს მაღალი ტოქსიკურობა. იგი გამოიყენება: კანდიდოზის, ასპერგილოზის, ჰისტოპლაზმოზისა და ბლასტომიკოზის შემთხვევაში. იგი წარმოადგენს ალტერნატიულ სამკურნალო საშუალებას კანისა და ლორწოვანის ლეიშმანიოზის დროს. მკურნალობის პერიოდში საჭიროა სისხლის სურათის მონიტორინგი. დოზირების რეჟიმი განზავებული 500 მლ 5%-ი ან გლუკოზის ხსნარში (ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენება არ არის რეკომენდებული) ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით (6 სთ-ზე ხანგრძლივად) 250 მკგ/კგ ერთხელ დღეში. ტოლერანტობის შემთხვევაში დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს 1 მგ/კგ/დღეში (მაქს. 1.5 მგ/კგ/დღეში). უსაფრთხო დოზები ბავშვებში ჯერ არ არის დადგენილი და მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, ძალიან ფრთხილად. შეიძლება აგრეთვე მისი გამოყენება ადგილობრივად აპლიკაციის სახით. ზედაპირული სოკოვანი ინფექციის შემთხვევაში. გვერდითი მოვლენები ნეფროტოქსიკური (რომელიც მცირდება მანიტოლის ინტრავენური ინფუზიის შემდეგ), ჰიპოკალიემია, დარღვევები გულსისხლძარღვთა და ცნს-ის მხრივ, ანემია, გასტროინტესტინური ტრაქტის მხრივ დისკომფორტი, ტემპერატურის მომატება, ალერგია, გაღიზიანება ინექციის ადგილას. უკუჩვენება ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი სხვა წამლებთან ურთიერთქმედება სხვა ნეფროტოქსიკური პრეპარატების ერთდროული გამოყენება (გენტამიცინი, ციკლოსპორინი, ციტოტოქსიკური პრეპარატები).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ამლოდიპინი ჰუმანითი?

ამლოდიპინი ჰუმანითის გამოყენების ჩვენებებია: • ჰიპერტენზია (მონოთერაპიაში ან სხვა ჰიპოტენზიურ  პრეპარატებთან კომბინაციაში),  • ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია,  • ვაზოსპასტური (პრინცმეტალის) სტენოკარდია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება აციპრექსი?

აციპრექსის გამოყენების ჩვენებებია: დიდი დეპრესიული აშლილობა; პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე; სოციალური შფოთვითი აშლილობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით დროპსანს რა უკუჩვენებები აქვს?

დროპსანის უკუჩვენებებია: ინდივიდუალური ზემაღალი მგრძნობელობა წამლის კომპონენტების მიმართ. ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდირებული არ არის.   სიფრთხილის ზომები: ექიმის რჩევის გარეშე, ზედიზედ 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ამ წამლის მიღება არ შეიძლება.  ორსულობისა და ლაქტაცის პერიოდში პრეპარატის მიღება ხდება მხოლოდ რეალური საჭიროებისას ექიმის კონტროლის ქვეშ. თუ გამოვლინდება მგრძნობელობის ამაღლების მოვლენები, მკურნალობა უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი თერაპია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით დოქტორ სონს რა უკუჩვენებები აქვს?

დოქტორ სონის უკუჩვენებებია:: მომატებული  მგრძნობელობა  სამკურნალო  საშუალების  კომპონენტების  მიმართ.  პრეპარატის  გამოყენება  იკრძალება  12 წლამდე  ასაკის  ბავშვებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ურომიტექსანს რა უკუჩვენებები აქვს?

ურომიტექსანის უკუჩვენებებია:: მესნას ან სხვა თიოლის შემცველი კომპონენტების მიმართ გამოვლენილი მაღალი მგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ენა-დენკი 10-ის რა უკუჩვენებები აქვს?

ენა-დენკი 10-ის უკუჩვენებებია: ენა-დენკი 10 არ გამოიყენება:  – თუ პაციენტი მგრძნობიარეა (ალერგიულია) აქტიური ნივთიერების – ენალაპრილის მალეატის ან ნებისმიერი სხვა აგფ-ინფიბიტორის ან ენა-დენკი 10-ში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, – თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორით გამოწვეული ქსოვილების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), – თუ პაციენტს დაუსვეს თანდაყოლილი ქსოვილოვანი შეშუპების დიაგნოზი ან თუ მას აღენიშნება უცნობი ეტიოლოგიის ქსოვილების შეშუპება (მემკვიდრული ან იდიოპათური შეშუპება), – ორსულობის ბოლო 6 თვე ენა-დენკ 10 განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ მოყვანილი მდგომარეობა, ასეთ შემთხვევაში მკურნალობის დაწყებამდე უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს. იგი განსაზღვრავს აუცილებელ სიფრთხილის ზომებს. – თუ პაციენტს აქვს არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითების რისკი, რაც უკავშირდება მარილის და სითხის დისბალანსს., რომელიც გამოწვეულია დიურეტიკების მიღებით, საჭმელი მარილის შეზღუდვით ან ღებინებით ან ფაღარათით. – თუ პაციენტს აქვს მარცხენა პარკუჭის სარქვლის სტენოზი ან თუ მარცხენა პარკუჭიდან შეფერხებულია სისხლის ნაკადის გადასვლა. – თუ პაციენტს აქვს გულის დაავადება, რაც ხელს უშლის სისხლის მოძრაობას (იშემია). – თუ პაციენტს აქვს ტვინის ცირკულატორული დარღვევები (ცერებროვასკულარული დაავადება) – თუ პაციენტს აქვს თირკმლის დარღვეული ფუნქცია (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 80 მლ/წთ-ზე). – თუ პაციენტს აქვს თირკმლის არტერიის სტენოზი (ორმხრივი ან ცალმხრივი). – თუ პაციენტს უახლოეს პერიოდში ჩაუტარდა თირკმლის ტრანსპლანტაცია – თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფერმენტების მომატება ან სიყვითლის განვითარება – სისლხის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირების (ლეიკოპენია) ან გარკვეული სისლხის თეთრი უჯრედების რაოდენობის ძლიერი შემცირება, რის დროსაც იზრდება ინფექციის და მძიმე ზოგადი სიმპტომების (აგრანულოციტოზი) განვითარების რისკი. – თუ პაციენტს აქვს ვასკულარული დაზიანებით მიმდინარე შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები (კოლაგენის დაავადებები) – თუ პაციენტი მკურნალობს იმუნოსუპრესიული პრეპარატებით – თუ პაციენტი აგრეთვე მკურნალობს ალოპურინოლით (პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატი), პროკაინამიდით (გულის რითმის დარღვევის სამკურნალო პრეპარატი) ან ლითიუმით (დეპრესიის გარკვეული ტიპების სამკურნალო პრეპარატი). – თუ ენა-დენკი 10-ის მკურნალობის დროს განვითარდება ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია ან ქსოვილის შეშუპება (ანგიოედემა) – თუ პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი – თუ პაციენტს განუვითარდა მუდმივი მშრალი ხველა  – თუ პაციენტს აქვს შრატის კალიუმის მომატების რისკი. – თუ ჰიპოტენზიური ეფექტი არ არის საკმარისად გამოხატული პაციენტის ეთნიკური ჯგუფის გამო (განსაკუთრებით შავკანიან პაციენტებში). თუ პაციენტს ესაჭიროება ჰიმენაპტეროდესენსიტიზაცია (მაგ. ფუტკარზე ან ბზიკზე), ასეთ შემთხვევაში ენა-დენკი 10 დროებით უნდა ჩანაცვლდეს აღნიშნული მედიკამენტების კლასის წარმომადგენელი სხვა პრეპარატით. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციები (მაგ. არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება, ღებინება, კანის ალერგული რეაქციები). აღნიშნული რეაქციები აგრეთვე შესაძლებელია განვითარდეს მწერის კბენის შემდეგაც (მაგალითად ფუტკრის ან ბზიკი კბენის შემდეგ). ენა-დენკი 10-ის გამოყენებამ დიალიზიან პაციენტში, ვისაც დიალიზი უტარდება დიალიზის გარკვეული მემბრანების საშუალებით (მაღალ-გამტარი მემბრანები) ან მათში, ვისაც მკურნალობა უტარდება სისხლში მაღალი ლიპიდების შემცველობის გამო (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზი დექსტრანის სულფატის აბსორბციის საშუალებით) შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები ან თვით სიცოცხლისთვის საშიში შოკი. თუ აუცილებელია სასწრაფო დიალიზის, ჰემოფილტრაციის ან IDI აფერეზის ჩატარება, ასეთ შემთხვევაში მკურნალობამდე უნდა მოხდეს მედიკამენტის შეცვლა (აღარ ინიშენაბა აგფ ინჰიბიტორები) ან დიალიზის სხვა მემბრანის გამოყენება. მკურნალმა ექიმმა უნდა იცოდეს, რომ პაციენტი ღებულობს ენა-დენკი 10-ს ან საჭიროებს დიალიზის ჩატარებას, რათა აღნიშნული მოვლენა გაითვალისწინოს მკურნალობის კურსის დროს.  ოპერაციამდე ან ანესთეზიის გაკეთებამდე მკურნალმა ექიმმა (კბილის ექიმმა) უნდა იცოდეს, რომ პაციენტი ღებულობს ენა-დენკი 10-ს, რადგან ანესთეზიის დროს მოსალოდნელია არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა. დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი შენიშნავს შემდეგ სიმპტომებს: – სახის, კიდურების, ტუჩების, ლორწოვანი მემბრანის, ენის და/ან ხორხის შეშუპებას, სუნთვის გაძნელებას, – კანის და ლორწოვანი მემბრანის სიყვითლეს – ტემპერატურას, ლიმფური კვანძების შეშუპებას და/ან ყელის ტკივილს. ასეთ შემთხვევაში ენა-დენკი 10-ის მკურნალობა უნდა შეწყდეს და მკურნალმა ექიმმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები. აღნიშნული პრეპარატის მკურნალობის დროს პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ამიტომ პაციენტმა უნდა გააკეთოს სისხლის ანალიზი და სხვა გამოკვლევები ექიმის მითითებების შესაბამისად. ბავშვები: მცირე ინფორმაცია მოიპოვება ჰიპერტენზიულ ბავშვებში ენალაპრილის მოლეკულის გამოყენების შესახებ. არ მოიპოვება მონაცემები პრეპარატის სხვა თერაპიული მიზნებით გამოყენების შესახებ. მისი უსაფრთხოება და ეფექტურიბა გამოკვლეულია მხოლოდ 6 წელზე უფროს ჰიპერტენზიის მქონე ბავშვებში. შესაბამისად ჰიპერტენზიის გარდა არ არის რეკომენდირებული ენა-დენკი 10-ის გამოყენება ბავშვებში სხვა ჩვენების გამო. ენა-დენკი 10-ის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ახალშობილებში და თირკმლის დაავადების მქონე ბავშვებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ეთანოლი სამედიცინო 95%-ის რა უკუჩვენებები აქვს?

ეთანოლი სამედიცინო 95%-ის უკუჩვენებებია: არ გამოიყენება კანის მწვავე ანთებების დროს. არ არის რეკომენდირებული 14 წლამდე ასაკის ბავშვებში შიგნით მიღება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები