Category Archives: სხვა

რა დროს გამოიყენება ბიგეტრიკი?

ბიგეტრიკის გამოყენების ჩვენებებია: გასტროკინეზური, ღებინების და გაზების დაგროვების საწინააღმდეგო პრეპარატი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ჰეპარინი ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰეპარინი ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია: – სისხლდენა – იშვიათად- ჰეპარინთან დაკავშირებული სისხლჩაქცევები სხვადასხვა ორგანოებში (იშვიათად) თირკმელზედა ჯირკვალში სისხლჩაქცევის შედეგად განვითარებული თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა.  – იშვიათად თრომბოციტოპენია. განსაზღვრულია ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიის 2 ტიპი: I ტიპი არის ხშირი, საშუალო (როგორც წესი >50 X 109/ლ) და გარდამავალი, რომელიც ვითარდება ჰეპარინის გამოყენებიდან 1 – 5 დღეში. II ტიპი ნაკლებად ხშირია მაგრამ, დაკავშირებულია ძლიერ თრომბოციტოპენიასთან (როგორც წესი <50 X 109/ლ). ეს წარმოადგენს იმუნომედიატორულ რეაქციას და ვითარდება ჰეპარინის გამოყენებიდან 1 კვირის შემდეგ (პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ჰეპარინით). აღნიშნული რეაქცია დაკავშირებულია თრომბოციტების მიერ ანტისხეულებთან  აგრეგაციასთან და თრომბოემბოლიურ გართულებებთან, რომლებიც წინ უსწრებენ თრომბოციტოპენიის განვითარებას. საჭიროა ჰეპარინის გამოყენების დაუყოვნებლივი შეწყვეტა.  – არსებობს გარკვეული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჰეპარინის გახანგრძლივებული მიღება შესაძლოა იწვევდეს თმის ცვენას (მრავალი თვის შემდეგ) და ოსტეოპოროზს. ძვლების მნიშვნელოვანი დემინერალიზაცია აღწერილია ქალებში, რომლებიც დღეში ღებულობდნენ ჰეპარინის 10.000 სე-ზე მეტს სულ მცირე 6 თვის განმავლობაში.  – ჰეპარინის პრეპარატებს შეუძლიათ გამოიწვიონ ჰიპოალდოსტერონიზმი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პლაზმაში კალიუმის დონის მომატება.  – იშვიათად შეიძლება განვითარდეს კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპერკალიემია თირკმლის ფუნქციის ქრონიკული უკმარისობით და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. – იშვიათად ვითარდება ჰეპარინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: ჭინჭრის ციება, კონიუნქტივიტი, რინიტი, ასთმა, ციანოზი, ტაქიპნოე, დათრგუნვის შეგრძნება, ცხელება, შემცივნება, ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური შოკი. ითვლება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი უფრო მეტად არის კონსერვანტი ნივთიერება, ვიდრე თვითონ ჰეპარინი. იშვიათად  – შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი გაღიზიანება და კანის ნეკროზი. ჰეპარინით მკურნალობის დაწყებიდან 3-21 დღის განმავლობაში, ხშირია ინექციის ადგილას ერითემატოზული კვანძების, ინფილტრირებული და ზოგჯერ ეგზემის მსგავსი ფოლაქების წარმოქმნა.  – დაფიქსირებულია პრიაპიზმის შემთხვევა.  – შესაძლოა განვითარდეს შრატის ტრანსამინაზების მომატება და როგორც წესი, იკლებს ჰეპარინის შეწყვეტასთან ერთად. ჰეპარინის გამოყენება დაკავშირებულია პლაზმაში ლიპოპროტეინ ლიპაზას გამოთავისუფლებასთან; ჰიპერლიპიდემია გაივლის ჰეპარინის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით დოპროკინს რა უკუჩვენებები აქვს?

დოპროკინის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა დომპერიდონის მიმართ. არა არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება კუჭის მოტორული ფუნქციის სტიმულაციის მიზნით კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის, მექანიკური გაუვალობის ან პერფორაციის დროს. დოპრო-კინი უკუნაჩვენებია პაციენტებში ჰიპოფიზის პროლაქტინ-მაპროდუცირებელი სიმ-სივნით (პროლაქტინომა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით დოლო-დენკის გელს რა უკუჩვენებები აქვს?

დოლო-დენკის გელის უკუჩვენებებია: დოლო-დენკ გელი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: – ჰიპერმგრძნობელობა ეტოფენამატის, ფლუფენამური მჟავას და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების ან დოლო-დენკის გელში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ; – ღია ჭრილობებზე, ანთებით ან ინფიცირებულ კანზე, ეგზემატოზური დაზიანებების დროს ან ლორწოვან გარსზე; – ორსულობის ბოლო ტრიმესტრში; – ბავშვებსა და ხანდაზმულებში; დოლო-დენკ გელი არ გამოიყენება ბავშვებსა და ხანდაზმულებში, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის შესახებ კლინიკური მონაცემები არასაკმარისია.  განსაკუთრებული სიფრთხილე დოლო-დენკ გელის გამოყენებისას – თუ პაციენტს აწუხებს ასთმა, თივის ცხელება, ცხვირის პოლიპები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები ან სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციები (განსაკუთრებით თუ დაკავშირებულია თივის ცხელების მსგავს სიმტომებთან).  – ასევე თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად კანის რეაქციები, ქავილი ან გამონაყარი, სხვა ნივთიერებების მიმართ. საყურადღებოა, რომ მოხვდეს დოლო-დენკ გელი თვალში. ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ბავშვები არ შეეხონ ხელით იმ მიდამოებს, სადაც პრეპარატი არის წასმული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება აუგმენტინი?

აუგმენტინის გამოყენების ჩვენებებია: ჩვენება  აუგმენტინი უნდა გამოიყენონ ადგილობრივი ანტიბიოტიკების დანიშვნის ოფიციალური გაიდლაინების და მგრძნობელობის მონაცემების მიხედვით.  აუგმენტინის სუსპენზია (228მგ/5მლ და 457მგ/5მლ) დღეში ორჯერ დოზირებისთვის ნაჩვენებია შემდეგი ბაქტერიული ინფექციების ხანმოკლე მკურნალობისთვის როდესაც ამოქსიცილინისადმი რეზისტენტული ბეტა ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამები მიიჩნევა გამომწვევად.  სხვა სიტუაციაში გამოიყენება მხოლოდ ამოქსიცილინი.  ზემო რესპირატორული ტრაქტის ინფექციები (ყელ-ყურ-ცხვირის ჩათვლით) მაგ. ტონზილიტი, სინუსიტის, შუა ოტიტი.  ქვემო რესპირატორული ტრაქტის ინფექციები მაგ. ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, წილოვანი და ბრონქოპნევმონია.  გენიტოურინარული ტრაქტის ინფექციები მაგ. ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი.  კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები მაგ, ცელულიტი, ცხოველების ნაკბენი.  დენტალური ინფექციები მაგ., მწვავე დენტალური აბსცესი გავრცელებადი ცელულიტით.  აუგმენტინის მიმართ მგრძნობელობა ვარირებს გეოგრაფიული მდებარეობის და დროის მიხედვით (იხ. ფარმაკოლოგიური მახასიათებლები, ფარმაკოდინამიკა, დამატებითი ინფორმაცია). დგილობრივი მგრძნობელობის მონაცემები უნდა გადაიხედოს შესაძლებლობის შემთხვევაში, აუცილებლობისას უნდა ჩატარდეს მიკრობიოლოგიური ნიმუშების და მგრძნობელობის კვლევა.  შერეული ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულია ამოქსიცილინისადმი მგრძნობიარე ორგანიზმებით აუგმენტინისადმი მგრძნობიარე ბეტა ლაქტამაზამაპროდუცირებელ ორგანიზმებთან ერთად შეიზლება გამოიყენონ აუგმენტინის სუსპენზია 228მგ/5მლ და 457მგ/5მლ. ეს ინფექციები არ უნდა ითხოვდეს სხვა ანტივიოტიკის დამატებას, რომელიც რეზისტენტული იქნება ბეტა ლაქტამაზას მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ბაუმე?

ბაუმე გამოყენების ჩვენებებია: – ყურის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები; – ყურზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ეტოდინი ფორტეს რა უკუჩვენებები აქვს?

ეტოდინი ფორტეს უკუჩვენებებია: * ეტოდინ ფორტის აპკიანი ტაბლეტი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ეტოდოლაკის მიმართ ან რომლებსაც ადრე ჰქონდათ პეპტიკური წყლული. * ჯვარედინი რეაქციის ალბათობის გამო, ეს პრეპარატი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც ასპირინით ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებით მკურნალობისას უვითარდებათ ასთმა, რინიტი ან ურტიკარია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით ერიუსს რა უკუჩვენებები აქვს?

ერიუსის უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტებისადმი ან ლორატადინისადმი; – ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება მაკმირორი?

მაკმირორის გამოყენების ჩვენებებია: ჩვენებებ: • ვულვოვაგინალური ინფექციები და თეთრად შლა, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ამგზნებებით (კანდიდა, ტრიქომონადები, ბაქტერიები, ქლამიდიები). • პიელონეფრიტი, ურეთრიტი, ცისტიტი, პიელიტი და შარდგამომყოფი სისტემის სხვა დაავადებები. • ნაწლავების ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ნაწლავების ამებიაზით ან ლამბლიოზით, • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის ქრონიკული ანთებითი დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია Helicobacter pilory- სთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით დინდგელის 30%-იანი სპირტიანი ექსტრაქტს რა უკუჩვენებები აქვს?

დინდგელის 30%-იანი სპირტიანი ექსტრაქტის უკუჩვენებებია: • ინდივიდუალური შეუთავსებლობა ფუტკრის პროდუქტების მიმართ;  • მწვავე ეგზემა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები