Category Archives: სხვა

რა დროს გამოიყენება ნიკოტინის მჟავა-დარნიცა?

ნიკოტინის მჟავა-დარნიცას გამოყენების ჩვენებებია: PP ავიტამინოზი. ტვინის სისხლის მიმოქცევის იშემიურო მოშლილობა, კიდურების მაობლიტირებელი დაავადება (მაობლიტირებელი ენდარტერიიტი, რეინოს დაავადება), კიდურების სისხლძარღვების, ნაღვლისა –  და შარდგამომყოფი გზების სპაზმი, სახის ნერვის ნევრიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება კლოპიდოგრელი?

კლოპიდოგრელის გამოყენების ჩვენებებია: ათეროთრომბული მოვლენების პროფილაქტიკა • მოზრდილი პაციენტები მიოკარდიუმის ინფარქტით (რამოდენიმე დღიდან 35 დღემდე), იშემიური ინსულტით (7 დღიდან 6 თვემდე), ან პაციენტები პერიფერული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადებით • მოზრდილი პაციენტები, მწვავე კორონარული  სინდრომით: – მწვავე კორონარული  სინდრომი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე     (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი Q – კბილის გარეშე), მათ შორის პაციენტები  კორონარული სტენტირებით კორონარულ სისხლძარღვებში კანქვეშა შეღწევის მეშვეობით, აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში; – მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციით     (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი) თრომბოლიზის ჩატარების შესაძლებელობის დროს (აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში)  ათეროთრომბული და თრომბოემბოლიური მოვლენების პროფილაქტიკა მოციმციმე არითმიის დროს – მოციმციმე არითმიის მქონე პაცეინტებში, გულ-სისხლძარღვთთა გართულებების მინიმუმ ერთი  რისკ-ფაქტორის არსებობისას და პირდაპირი ანტიკოაგულანტების გამოყენების შეუძლებლობისას, როდესაც სისხლდენის განვითარების რისკი დაბალია (აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ველთინი პლუსი (ბიჭი)?

ველთინი პლუსი (ბიჭი) გამოყენების ჩვენებებია:  *ჰიპო და ავიტამინოზების, ასევე მინერალებისა და მიკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა. *უმადობა. ** დიეტის დროს საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით ორგანიზმის უზრუნველსაყოფად. *მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა. *რეკონვალესცენციის პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პაუზოგესტი?

პაუზოგესტის გამოყენების ჩვენებებია: კლიმაქტერული მოშლილობა პრე– და პოსტმენოპაუზის პერიოდში. კლიმაქტერული სინდრომი (გამოვლენილი „ალებით“, მომატებული ოფლიანობით, ძილის დარღვევით, გაღიზიანებულობით, დეპრესიით, გულმავიწყობით, პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზით, კანისა და ლორწოვანის დეგენერაციული ცვლილებებით, ფრჩხილების მტვრევადობით, კანის განლევით, ნაოჭების გაჩენით, შარდ–სასქესო გზების ლორწოვანის სიმშრალით). პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პიკოვიტი?

პიკოვიტის გამოყენების ჩვენებებია: საბავშვო სიროფი პიკოვიტი გამოიყენება როგორც პროფილაქტიკური საშუალება: უმადობის და არარეგულარული, არასრულფასოვანი ან ერთფეროვანი კვების დროს; სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ადვილად დაღლის დროს; არასაკმარისი ფიზიკური განვითარების დროს (ზრდაში ჩამორჩენა); გამოჯანმრთელების პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდეგ, ორგანიზმის წინააღმდეგობის გასაძლიერებლად ინფექციური დაავადებების და გაციების მიმართ; კომპლექსურ თერაპიაში ანტიბიოტიკებთან.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გუნა-ევერნეს (ნატუროპათი)?

გუნა-ევერნეს (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია: ცნს-ის ორგანული და ფუნქციური დაავადებები. მოუსვენრობა, ყურადღების არასაკმარისი კონცენტრაცია, დამხმარე თერაპია აუტიზმის და ბიპოლარული დარღვევების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პროსტუროლი?

პროსტუროლის გამოყენების ჩვენებებია: პროსტატის ჰიპერპლაზია.  შარდის შეუკავებლობა და პოსტადენომექტომიური სიმპტომები. წინასწარი მკურნალობა პროსტატის ადენომაზე ოპერაციის დროს. პროსტატიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება როფლოქსანი?

როფლოქსანის გამოყენების ჩვენებებია: ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც გამოწვეული არიან ოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: – სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციები (ბრონქიტი, პნევმონია); – ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების მწვავე და ქრონიკული ინფექციები (განსაკუთრებით ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია გრამუარყოფითი ბაქტერიებით, Pseudomonas spp., Staphylococcus spp.,); – კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; – ძვლების (ოსმეომიელიტი) და სახსრების ინფექციები;  – მუცლის ღრუს ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (მათ შორის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და სანაღვლე გზების ინფექციები); – თირკმლის (პიელონეფრიტი) და შარდგამომყოფი გზების (ცისტიტი, ურეთრიტი) ინფექციები; – მცირე მენჯის ღრუს ორგანოების (ენდომეტრიტი, სალპინგიტი, ოოფორიტი, ცერვიციტი, პარამეტრიტი, პროსტატიტი) და სასქესო ორგანოების (კოლპიტი, ორქიტი, ეპიდიდიმიტი) ინფექციები; – გონორეა; – ქლამიდიოზი; – სეპტიცემია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება როფერონი-A?

როფერონი-A გამოყენების ჩვენებებია: 2.1. თერაპიული ჩვენებები    როფერონი ალფა-2ა° დადებითად ნაჩვენებია შემდეგი მკურნალობებისათვის ლიმფური სისტემის და სისხლმბადი სისტემის სიმსივნური წარმონაქმნები: ბალანოვანუჯრედოვანი ლეიკოზი; მიელომური დაავადება; კანის თ – უჯრედოვანი ლიმფომა; ქრონიკული მიელოლეიკოზი; თრომბოციტოზი მიელოპროლიფერაციული დაავადებების დროს, არახოჯკინის ლიმფომა ავთვისებიანობის დაბალი ხარისხით. სოლიდური სიმსივნეები; კაპოშის სარკომა შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში ანამნეზში ოპორტუნისტული ინფექციების გარეშე; შორს წასული თირკმლის კარცინომა; მეტასტაზირებული მელანომა; მელანომა ქირურგიული რეზექციის შემდეგ (სიმსივნის სისქე>1,5მმ) ლიმფური კვანძების დაზიანების და შორს წასული მეტასტაზების გარეშე. ვირუსული დაავადებები: ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი B მოზრდილებში, რომელთაც  გააჩნიათ ვირუსული რეპლიკაციის მარკერები, ანუ დადებითი არიან HBV-დნმ-ზე, დნმ-პოლიმერაზაზე ან HBეAგ-ზე; მოზრდილებში ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი ჩ, რომლებსაც შრატში აღენიშნებათ ანტისხეულები ჰეპატიტი ჩ-ს ვირუსის მიმართ  ან HჩV რნმ შრატში და ალანინამინოტრანსფერაზას აქტივობის მომატება ღვიძლის დეკომპენსაციის ნიშნების გარეშე (ბავშვების კლასი A-ს მიხედვით); წვეტიანი კონდილომა. როფერონი ალფა-2°-ს მიღების ოპტიმალური გზა, ქრონიკული ჩ ჰერპატიტის მქონე პაციენტებისათვის, არის მიღება რიბავირინთან ერთად. წამლების ამგვარი კომბინაცია დადებითადაა ნაჩვებები პაციენტებისათვს, რომლებსაც ადრე არ უმკურნალიათ, და ასევე იმ პაციენტებისათვის, რომლებიც ადრე ღებულობდნენ ინტერფერონ ალფას და შემდეგ შეწყვიტეს მკურნალობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ვირუ – მერც სეროლი?

ვირუ – მერც სეროლის გამოყენების ჩვენებებია: კანის საფარველის ანთებითი დაავადებები გამოწვეული Herpes simplex-ის 1 ტიპის ვირუსით (ტუჩების ჰერპესი, ცხვირის, სახის ნერვის) და ტიპი 2 (გენიტალური ჰერპესი); კანის ანთებითი დაავადებები, გამოწვეული Varicella zoster–ით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი