Category Archives: სხვა

რა დროს გამოიყენება ნევრალონი?

ნევრალონის გამოყენების ჩვენებებია: პათოგენეტიკური და სიმპტომური საშუალების სახით ნერვული სისტემის სხვადასხვა წარმოშობის დაავადებებისა და სინდრომების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში: – პოლინეიროპათია (მათ შორის, დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვ.); – ნევრიტი და პოლინევრიტი, მათ შორის რეტრობულბარული ნევრიტი; – პერიფერიული დამბლა, მათ შორის სახის ნერვის; – ნევრალგია, მათ შორის სამწვერა ნერვისა და ნეკნთაშუა ნერვების; – ტკივილის სინდრომი (მიალგია, შემომსარტყვლელი ჰერპესი); – B1 და B6, აგრეთვე B12 ვიტამინების დადასტურებული დეფიციტით განპირობებული სისტემური ნევროლოგიური დაავადებები. გამოყენება პედიატრიაში: არ არსებობს საკმარისი მონაცემები პრეპარატის ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენების შესახებ. პრეპარატის შემადგენლობაში ბენზილის სპირტის არსებობის გამო მისი დანიშვნა არ შეიძლება ახალშობილებში და განსაკუთრებით დღენაკლულ ბავშვებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პროგასტი?

პროგასტის გამოყენების ჩვენებებია: • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობა • რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა • Helicobacter pylori (H.pylori)–თან დაკავშირებული წყლულებიდან, H.pylori-თან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაზიანებების მკურნალობა შესაბამის ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთად კომბინაციაში. • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (აასპ) – ასოცირებული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა იმ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ მკურნალობას აასპ-ით. • გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (გერდ) სიმპტომური მკურნალობა. • პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობის მკურნალობა, ზოლინგერ-ელისონის სინდრომის ჩათვლით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნექსიუმი?

ნექსიუმის გამოყენების ჩვენებებია: გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება: – ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა – ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობა ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის შეხორცების შემდეგ რეციდივის თავიდან ასაცილებლად; – გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების სიმპტომური მკურნალობა კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში: – Helicobacter pylori-სთან ასოცირებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა – Helicobacter pylori-სთან ასოცირებული პეპტიური წყლულის რეციდივის პროფილაქტიკა ხანგრძლივი მჟავადამთრგუნველი თერაპია პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს სისხლდენა პეპტიური წყლულიდან (პრეპარატების ინტრავენური მიღების შემდეგ, რომლებიც აქვეითებს კუჭის ჯირკვლების სეკრეციას, რეციდივის პროფილაქტიკისთვის). პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ აასს-ს: – აასს – ს მიღებასთან დაკავშირებული კუჭის წყლულის შეხორცება; – აასს-ს მიღებასთან დაკავშირებული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პროფილაქტიკა  რისკის ჯგუფის პაციენტებში ზოლინგერ-ელისონის სინდრომი ან სხვა მდგომარეობები, როლებიც ხასიათდება კუჭის ჯირკვლების პათოლოგიური ჰიპერსეკრეციით, მათ შორის იდიოპათიური ჰიპერსეკრეცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დიდროფი?

დიდროფის გამოყენების ჩვენებებია: • ვირუსული ან ბაქტერიული წარმოშობის მწვავე რინიტი;  • მწვავე ალერგიული რინიტი; • პოლინოზი; • მწვავე სინუსიტი ან ქრონიკული სინუსიტის გამწვავება;  • ევსტაქიიტი; • შუა ყურის ანთება (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად და ევსტაქის მილის გამტარობის აღსადგენად);  • რინოსკოპიის ჩატარების გასაადვილებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პერიკასტუსი?

პერიკასტუსის გამოყენების ჩვენებებია: მიღების ჩვენებები: რეპროდუქციული სისტემის ჰორმონდამოკიდებული დაავადებების კომლექსური თერაპია (საშვილოსნოს მიომა, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია, საშვილოსნოს ყელის დისპლაზია, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და სხვა); რეპროდუქციული სისტემის ჰორმონდამოკიდებული დაავადების განვითარების რისკის შემცირება; ფიბროადენომით განმეორებით დაავადების პროფილაქტიკა ქირურგიული მკურნალობის შემდეგ; საშვილოსნოს ყელის, სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკა; ქალის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალების სახით; ადამიანის პაპილომა ვირუსთან დაკავშირებული დაავადებების პროფილაქტიკა (საშვილოსნოს ყელის დისპლაზია, მახვილბოლოიანი კონდილომები, პაპილომატოზი);

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ნაისი?

ნაისის გამოყენების ჩვენებებია: მოზრდილები: ნიმესულიდი ნაჩვენებია სხავადასხვა ინტენსივობის ტკივილის სამკურნალოდ, აგრეთვე ისეთი ანთებითი მდგომარეობების დროს, როგორიცაა ოსტეოართრიტები, პოსტოპერაციული და სპორტული ტრავმები, ყურის, ცხვირისა და ყელის ანთებითი პროცესები, ქირურგიული სტომატოლოგია, ბურსიტები/ტენდინიტები, თრომბოფლებიტები, ფარინგიტები და გინეკოლოგიური დაავადებები.ბავშვები: ნიმესულიდი გამოიყენება ცხელების და ისეთი ანთებითი პროცესების დროს, რომლებიც ასოცირებულია ზედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციებთან (ვირუსული და ბაქტერიული წარმოშობის), აგრეთვე ის გამოიყენება სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის შესამცირებლად, როგორიცაა პოსტოპერაციული ტკივილი, რბილი ქსოვილების დაზიანებით გამოწვეული სუსტი ტკივილის და ჩონჩხ-კუნთოვანი დაზიანებით გამოწვეული ტკივილის შეამცირებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება გუნა-რინო ცხვირის სპრეი (ნატუროპათი)?

გუნა-რინო ცხვირის სპრეი (ნატუროპათი)-ის გამოყენების ჩვენებებია: ვაზომოტორული და ალერგიული ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული რინოპათია; ჩირქოვანი და სეროზულ-ლორწოვანი რინორეის მკურნალობა; გაძნელებული სუნთქვა (განსაკუთრებით, ღამით), ადენოიდიტების და ადენოიდური ვეგეტაციების მკურნალობა ბავშვებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დეკომბი?

დეკომბის გამოყენების ჩვენებებია: ზედაპირული დერმატოზი, კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისადმი მომატებული მგრძნობელობა, მეორადი ინფექციები ბაქტერიებით და სოკოებით. დეკომბს ახასიათებს ანტიმიკრობული, სოკოს საწინააღმდეგო და ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება დიგესტოდორონი ველედა?

დიგესტოდორონი ველედას გამოყენების ჩვენებებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის სეკრეტორული და მოტორული ფუნქციის დარღვევები, მათ შორის ქრონიკული ანთების ფონზე განვითარებული, მაგალითად, გულძმარვა, გულისრევა, მეტეორიზმი, ფაღარათი, შეკრულობა, წვრილი და მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებები (გრანულომატოზური ენტერიტი, წყლულოვანი კოლიტი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება პიგასპინი?

პიგასპინის გამოყენების ჩვენებებია: პიგასტინი ინიშნება შემდეგ სიტუაციებში:: მწვავე კორონარული სინდრომი ბოლო დროს განვითარებული მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი ან დადგენილი პერიფერული არტერიული დაავადება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი