Category Archives: სხვა

იცით თიმოლანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

თიმოლანის გვერდითი მოვლენებია:  ნერვული სისტემის დარღვევები: ხშირი – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. თვალის მხრივ დარღვევები: ძალიან ხშირი – თვალის გაღიზიანება ოკულარული ჰიპერემია; ხშირი – თვალის ტკივილი, თვალის შეშუპება,  ოკულარული დისკომფორტი, თვალის არანორმალური მგრძნობელობა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, მხედველობის დარღვევები, თვალის სიმშრალე, თვალის ქავილი არახშირი – ქუთუთოს ტკივილი, თვალის ალერგია, კონიუნქტივური შეშუპება,  ქუთუთოს შეშუპება, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, ქუთუთოს ქავილი, ცრემლდენის გაზრდა ვასკულური დარღვევები: ხშირი – გულის არითმია, არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები: ხშირი – ბრონქოსპაზმი; არახშირი – დისპნოე, ხველა, ყელის გაღიზიანება. კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ხშირი – ურტიკარია, კანის ჰიპერპიგმენტაცია (პერიოკულარული). არახშირი – კონტაქტური დერმატიტი. ძვალ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლის დარღვევები: ხშირი – ტკივილი დაბოლოებებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით როტალუდს რა უკუჩვენებები აქვს?

როტალუდის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა ტიზანიდინის, ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა; ტიზანიდინის და ფლუვოქსამინის ერთდროული მიღება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როტალეპტინს რა უკუჩვენებები აქვს?

როტალეპტინის უკუჩვენებებია: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ; 3 წლამდე ასაკი პარციალური ეპილეფსური გულყრების დროს (ეფექტურობა დამატებითი სამკურნალო საშუალების სახით გამოყენების შემთხვევაში დადგენილი არ არის); 12 წლამდე ასაკი ჰერპესული ნევრალგიის დროს (ეფექტურობისა და უსაფრთხოების კვლევები არ ჩატარებულა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ჰეპატოლაკი?

ჰეპატოლაკის გამოყენების ჩვენებებია: – ღვიძლის ქრონიკული დაავადებები; – ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის (მ.შ. ღვიძლის პრეკომისა და კომის) მკურნალობა და პროფილაქტიკა; – ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის აღსადგენად ანტიბიოტიკოთერაპიის, სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ; – ახალშობილებსა და ძუძუს ასაკის ბავშვებში ნორმალური მიკროფლორის ჩამოყალიბებისა და აღდგენისთვის (საკეისრო კვეთა, ხელოვნური კვება), დისბაქტერიოზის განვითარების პრევენციისათვის ინფიცირებული რძით კვებისას; – ნაღვლკენჭოვანი დაავადება;  – ჰიპერქოლესტერინემია; – ქრონიკული ყაბზობა (როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში); – ყაბზობა ორსულებში (II ტრიმესტრის შემდეგ); – სალმონელამტარებლობა; – ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით როტაკინაზას რა უკუჩვენებები აქვს?

როტაკინაზას უკუჩვენებებია: – წი­ნა 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ტა­ნი­ლი ოპე­რა­ცია, ტრავ­მა, ბი­ოფ­სია, (ლა­ვი­წქვე­და ან სა­უღ­ლე ვე­ნის) პუნ­ქცია, გუ­ლის ტამ­პო­ნა­და, ენ­დოტ­რა­ქე­ული ინ­ტუ­ბა­ცია; – თავის ტვი­ნის არ­ტე­რი­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა ად­გი­ლი ჰქონ­დეს მძი­მე არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ის, ჰიპერტონიის ან დი­ა­ბე­ტუ­რი რე­ტი­ნო­პა­თი­ის, ახ­ლო  წარ­სულ­ში (2 თვემ­დე) გა­და­ტა­ნი­ლი ინ­სულ­ტის ან სხვა ცე­რებ­რო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი  პა­თო­ლო­გი­ის, ანევ­რიზ­მის დროს; – სის­ხლდე­ნა ან სის­ხლდე­ნის განვითარების მა­ღა­ლი რის­კი (ჰე­მო­რა­გი­უ­ლი დია­თე­ზი, თრომ­ბო­ცი­ტო­პე­ნია, თირ­კმე­ლე­ბის და/ან ღვიძ­ლის მძი­მე უკ­მა­რისო­ბა, წი­ნა 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში საჭ­მლის მო­მ­ნე­ლე­ბე­ლი ტრაქ­ტის ერო­ზი­ულ-წყლუ­ლო­ვა­ნი და­ზი­ა­ნე­ბა – პეპ­ტი­უ­რი წყლუ­ლი, არას­პე­ცი­ფი­უ­რი წყლუ­ლო­ვა­ნი კო­ლი­ტი, დი­ვერ­ტი­კუ­ლი­ტი, მენ­სტრუ­- ა­ლუ­რი სის­ხლდე­ნა, ორ­სუ­ლო­ბის პერიოდი – გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ვე­ლი 18 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის აქ­ტი­უ­რი ფორ­მა, სიმ­სივ­ნეები, მწვა­ვე პან­კრე­ა­ტი­ტი); – კარდიალური ემბოლიის რისკი, მაგალითად, წინაგულების ციმციმის დროს მიტ­რალური სარქვლის დაზიანებისა და ბაქტერიული ენდოკარდიტის ფონზე; – ახლო წარსულში (მანეიტრალიზებელი ანტისხეულების მაღალი ტიტრის განსაზღვრამდე 5 დღიდან 6 თვემდე) სტრეპტოკინაზით მკურ­ნალობა; – გულის მიტრალური მანკი წინაგულების ციმციმით, სეფსისური ენდო­კარდიტი; – თავის ტვინის სიმსივნე ან მეტასტაზები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როტაზარს რა უკუჩვენებები აქვს?

როტაზარის უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; – გალაქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზას და გალაქტოზას შეწოვის დარღვევები; – ორსულობა; – ლაქტაციის პერიოდი; – საბავშვო ასაკი და 18 წლამდე მოზარდები (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).  სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი აორტული ან მიტრალური სარქველის სტენოზის, ჰიპერტოფული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის, დეჰიდრატაციის, ჰიპონატრიემიის, დიარეის, ღებინების, სუფრის მარილის მოხმარების შეზღუდვით დიეტის დაცვის, დიურეტიკებით თერაპიის, თირკმელების არტერიების ორმხრივი სტენოზის, ერთადერთი თირკმლის არტერიის ცალმხრივი სტენოზის, NYHA კლასიფიკაციით III-IV ფუნქციონალური კლასის ქრონიკული გულის უკმარისობის, გულის იშემიური დაავადების და/ან თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების, ჰიპერკალიემიის, თირკმელების უკმარისობის, ჰემოდიალიზის, ბოლო დროს ჩატარებული თირკმელის ტრანსპლანტაციის (გამოყენების კლინიკური გამოცდილების არარსებობა), ღვიძლის მძიმე უკმარისობის (გამოყენების კლინიკური გამოცდილების არარსებობა) დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როტავიტ კალციუმ ფორტეს რა უკუჩვენებები აქვს?

როტავიტ კალციუმ ფორტეს უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებიდან ერთ-ერთის მიმართ; – ჰიპერკალცემია, ჰიპერკალციურია; – D3 ჰიპერვიტამინოზი;  – შარდკენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი); – თირკმლის მძიმე უკმარისობა; – აქტიური ტუბერკულოზი; – სარკოიდოზი; – 3 წლამდე ბავშვთა ასაკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რანოლაზინი – ranolazine

ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან. აქტიური ნივთიერებები, ბრუტო, ქიმიური და სტრუქტურული ფორმულები, ფარმაკოლოგიური და ნოზოლოგიური ჯგუფები, ჯენერიკები, გამოხმაურებები, დაიჯესტები

ქიმიური დასახელება:
(RS)-N-(2,6-დიმეთილფენილ)-2-[4-[2-ჰიდროქსი-3-(2-მეტოქსიფენოქსი)პროპილ]პიპერაზინ-1-ილ]აცეტამიდი

ბრუტო ფორმულა:
C24H33N3O4

ფარმაკოლოგიური ჯგუფები:
გულ-სისხლძარღვთა სხვა საშუალებები

ნოზოლოგიური ჯგუფები:
I20 – სტენოკარდია (გულის ანგინა)

ჯენერიკები:

გაფრთხილება

რანირიდინი – ranitidine

ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან. აქტიური ნივთიერებები, ბრუტო, ქიმიური და სტრუქტურული ფორმულები, ფარმაკოლოგიური და ნოზოლოგიური ჯგუფები, ჯენერიკები, გამოხმაურებები, დაიჯესტები

ქიმიური დასახელება:
N-[2-[[[5-[(დიმეთილამინო)მეთილ]-2-ფურანილ]მეთილ]თიო]ეთილ]-N’-მეთილ-2-ნიტრო-1,1-ეთენდიამინი (ჰიდროქლორიდის სახით)

ბრუტო ფორმულა:
C13H22N4O3S

ფარმაკოლოგიური ჯგუფები:
H2-ანტიჰისტამინური საშუალებები

ნოზოლოგიური ჯგუფები:
D44.8 – დაუზუსტებელი ან უცნობი ხასიათის სიმსივნე ერთზე მეტი ენდოკრინული ჯირკვლის დაზიანებით; J69.0 – პნევმონიტი გამოწვეული საკვებით და პირნაღები მასით; J95.4 – მენდელსონის სინდრომი; K20 – ეზოფაგიტი; K21 – გასტროეზოფაგური რეფლუქსი; K25 – კუჭის წყლული; K26 – თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული; K27 – პეპტიური წყლული, დაუზუსტებელი ლოკალიზაციით; K30 – დისპეპსია; K31.8 – კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის სხვა დაზუსტებული დაავადებები; K92.2 – გასტრო-ინტესტინური სისხლდენა, დაუზუსტებელი; K86.8.3* – ცოლინგერ-ელისონის სინდრომი; O74.0 – ასპირაციული პნევმონიტი, განვითარებული სამშობიარო მოქმედებისა და მშობიარობის დროს ჩატარებული ანესთეზიის გამო; Q82.2 – მასტოციტოზი; R12 – გულძმარვა; T39 – არაოპიოიდური ანალგეზიური, სიცხის დამწევი და ანტირევმატიზმული საშუალებებით მოწამვლა; Z100* – ქირურგიული პრაქტიკა

ჯენერიკები:

გაფრთხილება

ნუკლეო ცმფ ფორტე – NUCLEO CMF FORTE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნუკლეო ცმფ ფორტე –  პრეპარატის მიღება ორსულ და მეძუძურ ქალებში წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს, თუმცა პრეპარატის მიღების საკითხი უნდა გადაწყვიტოს ექიმმა იმ შემთხვევაში, თუ დედის მკურნალობით მოსალოდნელი სარგებელი ჭარბობს ბავშვისადმი რისკს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი