Category Archives: სხვა

რა დროს გამოიყენება ჰელმიზოლი?

ჰელმიზოლის გამოყენების ჩვენებებია: \ალბენდაზოლი ინიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი ჰელმინთოზების მკურნალობის დროს. ერთკამერიანი ექინოკოკოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია ღვიძლის, ფილტვებისა და მუცლის ღრუს დაავადების სამკურნალოდ, რაც გამოწვეულია EchinºCºCcosus granulosus-ის მატლის ფორმებით. ალბენდაზოლით მკურნალობის 28-დღიანი სამჯერადი სქემისას 80-90% ცისტა არაინფექციურ ფორმაში გადადის, შემთხვევათა 30% ცისტები მთლიანად ქრება, შემთხვევათა 40% ზომაში მცირდებიან. შეძლებისდაგვარად ოპერაციული ჩარევა ამგვარი დაავადების მკურნალობის საუკეთესო მეთოდია. ალბენდაზოლით მკურნალობის 28-დღიანი სამჯერადი სქემისას ოპერაციამდე და მის შემდგომ პერიოდში პარაზიტების მოსპობის მაქსიმალური დონე მიიღწევა. Echinococcosus granulosus –ით გამოწვეული ალვეოლური ცისტების მკურნალობისას ალბენდაზოლის ეფექტის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს. ნეიროცისტოცერკოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია Taenia solium–ის მატლის ფორმებით გამოწვეული პარენქიმული ნეიროცისტიცერკოზის მკურნალობისას. ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების გარდა ჰელმიზოლი ნაჩვენებია შემდეგი ნაწლავური და პარენქიმული ჰელმინთოზების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ნემატოდებით (რგოლისებრი მატლები) ადამიანებში, ასევე ცესტოდებით. Ascariasis:  Ascaris lumbricoides (მატლები). Enterobiosis (Oxyuriasis): Enterobius (Oxyurus) vermicularis (Oxyurus). ანკილოსტომოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია Necator americanus–ით  და Ancylostoma duodenale-თი გამოწვეული დავადებების სამკურნალოდ. სტრონგილოიდოზი: Strongyloides stercoralis. ტრიქოცეფალოზი: Trichuris trichura. ნაწლავის ნემატოდოზი: Capillaria phillipinensis. ტრიქოსტრონგილოზი: Trichostronqylus species–ით გამოწვეული დაავადების მკურნალობისას Piranyel pamoat-ის ალტერნატივის სახით. ტენიოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია ნაწლავური ჰელმინთოზების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია Taenia saqunata, Taenia solium და Hymenolepis nana. ტრიქინელოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია Trichostronqylus-ით გამოწვეული დაავადების მკურნალობისას. კლონორქოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია Chlonorchis sinensis-ით გამოწვეული კლორონქოზის მკურნალობისას. ლამბლიოზი: ალბენდაზოლი ნაჩვენებია Giardia species-ით გამოწვეული ლამბლიოზის მკურნალობისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით როვასტატს რა უკუჩვენებები აქვს?

როვასტატის უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა როვასტატის მიმართ, ან მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ; – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; – ღვიძლის ან თირკმლის მწვავე უკმარისობა; – კუნთების განმეორებითი, ან უჩვეულო ტკივილი; – ციკლოსპორინების გამოყენებისას (გამოიყენება მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ). განსაკუთრებული ყურადღებით გამოიყენება: – თირკმლის ან ღვიძლის პათოლოგიის დროს; – კუნთების განმეორებითი ან უჩვეულო ტკივილისას;  – ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებისას; – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევისას; – თუ პაციენტი არის 10 წლამდე: როვასტატი არ მიიღება ბავშვებში 10 წლამდე; – თუ პაციენტი არის 18 წლამდე: როვასტატი 40 მგ ტაბლეტები არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში 18 წლამდე;  – 70 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში;  – მწვავე რესპირატორული უკმარისობისას; – აზიური წარმომავლობის შემთხვევაში, (იაპონური, ჩინური, ფილიპინური, ვიეტნამური, კორეული და ინდური წარმომავლობა).  ზოგიერთ ადამიანში სტატინებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ღვიძლზე. ამის დადგენა ხდება მარტივი ანალიზით, სადაც ხდება ღვიძლის ენზიმების მომატებული დონის განსაზღვრა სისხლში. ამ მიზნით, ექიმი ყოველთვის აკეთებს სისხლის ამ ანალიზს (ღვიძლის ფუნქციური ანალიზი) როვასტატით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როვამიცინს რა უკუჩვენებები აქვს?

როვამიცინის უკუჩვენებებია: როვამიცინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როდინირს რა უკუჩვენებები აქვს?

როდინირის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების ან სხვა ცეფალოსპორინების მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ნორპროლაკი – NORPROLAC ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნორპროლაკი – უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.. ფრთხილად. ფსიქიური დაავადებები. მეძუძურ დედებზე დანიშვნისას გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატი თრგუნავს ლაქტაციას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით როდასკონს რა უკუჩვენებები აქვს?

როდასკონის უკუჩვენებებია: ორსულობა, ჰიპერტონული კრიზი, ბავშვთა ასაკი, აგზნებული მდგომარეობა. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული დღის მეორე ნახევარში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით როგლიტს რა უკუჩვენებები აქვს?

როგლიტის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა როსიგლიტაზონის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ; გულის I-IV ხარისხის უკმარისობა HYHA-ს კლასიფიკაციით (მათ შორის ანამნეზში); ღვიძლის ნებისმიერი დაავადებისას; ღვიძლის ფუნქციის ცუდი ლაბორატორიული მაჩვენებლებისას; ინსულინით მკურნალობისას; სამმაგ კომბინაციაში შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან; თირკმელების მძიმე დაავადებებისას, ვინაიდან პრეპარატის მოქმედება ავადმყოფთა ამ ჯგუფში შესწავლილი არ არის. ორსულობის დროს. ვინაიდან ასეთი ავადმყოფებისათვის პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის; ძუძუთი კვების პერიოდში, ვინაიდან ჩვილ ბავშვებზე პრეპარატის მოქმედება უცნობია; 18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში, ვინაიდან პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ამ ასაკის ჯგუფში დადგენილი არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ნორპრესდონი – NORPRESDON ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნორპრესდონი –  დომპერიდონი, შეყვანილი ცხოველებისათვის დოზით 160 მგ/კგ/დღეში, ტერატოგენულ მოქმედებას არ ახდენდა. მაგრამ, უმეტესი სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ნორპრესდონი ორსულობის პირველი ტრიმესტრის პერიოდში, ინიშნება მხოლოდ მისი თერაპიული სარგებელის შემთხვევაში. ამ დროისათვის არ არსებობს მონაცემები რაიმე ანომალიების განვითარების დიდი რისკის შესახებ. ეს სამკურნალო პრეპარატი ვლინდება ძუძითი მკვებავი ვირთაგვების რძეში (ძირითადად მეტაბოლიტების სახით: კონცენტრაციის პიკი 40 მგ/მლ დანიშვნის შემდეგ 2.5 მგ/კგ). ქალებში დომპერიდონის კონცენტრაცია ძუძუს რძეში 4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე შესაბამისი კონცენტრაციები პლაზმაში. უცნობია, ახდენს თუ არა რაიმე უარყოფით მოქმედებას ახალშობილებში. ამიტომ, თუ დედა ნორპრესდონს იღებს, ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით რობიტუსინს რა უკუჩვენებები აქვს?

რობიტუსინის უკუჩვენებებია: * მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ; * ბრონქული ასთმა; * სუნთქვის უკმარისობის ნიშნები; * მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის პერიოდში; * ლაქტაციის პერიოდი; * 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით რიცინის ზეთს რა უკუჩვენებები აქვს?

რიცინის ზეთის უკუჩვენებებია: პრეპარატი უკუნაჩვენებია ცხიმში ხსნადი ქიმიური ნაერთებით (ფოსფორი, ბენზოლი, ფენოლი და სხვ) და ასევე ანტიჰელმინტური ცხიმში ხსნადი საშუალებებით მოწამვლისას; მუცლის ღრუში მწვავე ანთებითი პროცესების დროს (აპენდიციტი, პერიტონიტის და სხვ.); კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, წყლულოვანი კოლიტის დროს, ორსულობის პერიოდში; ხანდაზმულ პაციენტებში; საშვილოსნოდან სისხლდენების დროს; კახექსიის დროს. პრეპარატი არ ენიშნება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები