Category Archives: სხვა

იცით რიფამპიცინს რა უკუჩვენებები აქვს?

რიფამპიცინის უკუჩვენებებია: რიფამპიცინი უკუნაჩვენებია ძუძუს ასაკის ბავშვებისათვის, ორსულობისა და ლაქტაციის დროს, თირკმელების დაავადებების დროს გამოყოფითი ფუნქციის დაქვეითებით, ღვიძლის დაავადებებისას (ჰეპატიტი, სიყვითლე) და ჰიპერმგრძნობელობისას პრეპარატის მიმართ. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. რიფამპიცინი ამცირებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, თეოფილინის, კონტრაცეპტივების, გლიკოზიდური პრეპარატების, ვერაპამილის, ფენიტოინის, ხინიდინის, გლუკოკორტიკოსტეროიდების, ქლორამფენიკოლის, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების აქტივობას ღვიძლის მიკროსომული ინდუქციისა და სისხლში პრეპარატის კონცენტრაციის შემცირების შედეგად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ნორმოშპირონი / Normoshpiron ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნორმოშპირონი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი უკუნაჩვენებია. პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას ლაქტაცია უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით რიტმონორმს რა უკუჩვენებები აქვს?

რიტმონორმის უკუჩვენებებია: * ჰიპერმგრძნობელობა პროპაფეონის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ. * გულის ქრონიკული არამართვადი უკმარისობა (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია <35%). * კარდიოგენური შოკი (თუ მან არ გამოიწვია არითმია). * მძიმე სიმპტომატური ბრადიკარდია. * არაკონტროლირებადი ელექტროლიტური დარღვევები. * მძიმე არტერიული ჰიპოტენზია. * სინუსური კვანძის დისფუნქცია, წინაგულებში გამტარობის დარღვევა, II ან III ხარისხის AV – ბლოკადა, ჰისის კონის ბლოკადა ან დისტალური ბლოკადა რითმის ხელოვნური მატარებლის არ არსებობისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ჰელმადოლი?

ჰელმადოლის გამოყენების ჩვენებებია:  ჰელმადოლი მაღალეფექტური პოლივალენტური მოქმედების ანტიპარაზიტული პრეპარატია, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას არსებული ჰელმინთოზების უმრავლესობის სამკურნალოდ: ნემატოდოზები:  – ასკარიდოზი, გამომწვევი Ascaris lumbricoides (მრგვალი ჭია);  – ტრიქოცეფალოზი, გამომწვევი TrichºCephalus trichiurus  (თავგარსა);  – ენტერობიოზი, გამომწვევი  Enterobius vermicularis  (მახვილა);  – ანკილოსტომიდოზები, გამომწვევები Ancylostoma duodenale და Necator americanus;  – ტრიქინელოზი, გამომწვევი Trichinella spiralis;  – ტოქსოკაროზი, გამომწვევი ToxºCara canis;  – სტრონგილოიდოზი, გამომწვევი Strongiloides stercoralis  (ნაწლავის ჭია);  ქსოვილოვანი ცესტოდოზები: – ცისტიცერკოზი, გამომწვევი Taenia solium-ის (ლენტისებრი ჭია) ლარვის სტადია;  – ღვიძლის, ფილტვების, პერიტონეუმის ჰიდატიდური ექინოკოკოზი, გამომწვევი Eცჰინოცოცუს გრანულოსუს-ის ლარვის სტადია (ლენტისებრი ჭია); – დამხმარე საშუალების სახით ალვეოლური ექინოკოკოზის ქირურგიული მკურ-ნალობის დროს; – შერეული ინვაზიები, გამოწვეული ჰელმინთებით; – ლამბლიოზი, გამომწვევი Giardia lamblia.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით რისპერიდონი-APO-ის რა უკუჩვენებები აქვს?

რისპერიდონი-APO-ს უკუჩვენებებია: – პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა; ლაქტაციის პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ნორმოსტოპი / Normostop ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნორმოსტოპი – უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნორმოლიპი / Normolip ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნორმოლიპი – უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით რისპაქსოლი®-ს რა უკუჩვენებები აქვს?

რისპაქსოლის უკუჩვენებებია: რისპერიდონის ან რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა. სიფრთხილეა საჭირო შემდეგი დაავადებების დროს: * გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (გულის ქრონიკული უკმარისობა, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გამტარებლობის დარღვევები), ჰიპოვოლემია, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევები, პარკინსონის დაავადება, კრუნჩხვები (მათ შორის ანამნეზში), ღვიძლის და თირკმლის მძიმე დაავადებები, სამკურნალო საშუალებების ბოროტად გამოყენება და მედიკამენტოზური მიჩვევა, მდგომარეობები, რომელიც იწვევს “პირუეტი”-ს ტიპის ტაქიკარდიას (გულის რითმის შენელება, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები, სამკურნალო საშუალებების მიღება, რომელის იწვევს QT კომპლექსის გახანგრძლივებას), თავის ტვინის სიმსივნეები, გაუვალობა, წამლების მწვავე გადაჭარბების დროს, რეიეს სინდრომის დროს (ვინაიდან რისპაქსოლის ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება ნიღბავს თავის ტვინის შეშუპებას, ღვიძლის და თირკმლის დაზიანების სურათს), ორსულობა და ლაქტაცია, 15 წლამდე ასაკი (ვინაიდან უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით რისეტს რა უკუჩვენებები აქვს?

რისეტის უკუჩვენებებია: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ლაქტაციის პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით რისებონს რა უკუჩვენებები აქვს?

რისებონის უკუჩვენებებია: ჰიპერმგრძნობელობა რიზედრონატის ნატრიუმის ან რისებონის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ  – ჰიპოკალციემია  – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი – თირკმლის უკმარისობა – რისებონი რეკომენდირეებული არ არის 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიმართეთ ექიმს რისებონით მკურნალობის დაწყებამდე: • თუ არ შეგიძლიათ ჯდომა ან დგომა მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში • თუ დარღვეული გაქვთ ძვლისა და მინერალების მეტაბოლიზმი (მაგალითად, D ვიტამინის ნაკლებობა, პარათირეოიდული ჰორმონის დარღვევები, რაც იწვევს სისხლში კალციუმის დაბალ დონეს) • თუ წარსულში გქონდათ საყლაპავ მილთან დაკავშირებული პრობლემები (ტკივილი ან სირთულე საკვების ყლაპვისას) • თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა (მაგ. ლაქტოზის) • თუ გქონდათ ან გაქვთ ყბის ტკივილი, შეშუპება, დაბუჟება ან “დამძიმებული ყბის” ან მორყეული კბილის შეგრძნება • თუ გადიხართ სტომატოლოგიურ მკურნალობას ან უნდა ჩაგიტარდეთ სტომატოლოგიური ოპერაცია, სტომატოლოგს აცნობეთ, რომ იღებთ რისებონს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები