Category Archives: სხვა

იცით ნატალსიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნატალსიდის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით პანკრეატინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

პანკრეატინის გვერდითი მოვლენებია: გულისრევა, ღებინება. პრეპარატის მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია ჰიპერურიკემიისა და ჰიპერურიკოზურიის განვითარება. უკუჩვენება * ცხოველური წარმოშობის ცილების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; * მწვავე პანკრეატიტი. ორსულობა და ლაქტაცია: ორსულებში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს. ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ განსაკუთრებული ჩვენებების შემთხვევაში. განსაკუთრებული მითითებები: ♦ კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების ბიოშეღწევადობის გაზრდის მიზნით პანკრეატინთან ერთად შესაძლებელია გამოვიყენოთ  H2-ბლოკატორები ან ანტაციდები, რომლებიც არ შეიცავენ Mg2+ და Ca2+-ის იონებს, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც მომატებული აქვთ კუჭის წვენის სეკრეცია. ♦ პანკრეატინით მკურნალობის პერიოდში საჭიროა ფოლატების კონტროლი, განსაკუთრებით H2-ბლოკატორებისა და ბიკარბონატების გამოყენებისას. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ფოლატების გამოყენება. ♦ დრაჟე უნდა გადავყლაპოთ მთლიანად, იგი არ უნდა დავღეჭოთ და პირის ღრუში დიდი ხნით არ უნდა გავაჩეროთ. შენახვის პირობები პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. მწარმოებელი: GALENICA, სერბია

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ასკილის წვენს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ასკილის წვენის გვერდითი მოვლენებია: არ არის რეკომენდირებული ასკილის წვენის დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღება, რადგან იწვევს კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობის დარღვევას.  გამოყენების უსაფრთხოება (სიფრთხილე): ასკილის წვენის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კბილების ემალის დაზიანება მასში ასკორბინის მჟავას მაღალი შემცველობის გამო. ამიტომ რეკომენდირებულია პირის ღრუში თბილი წყლის გამოვლება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ციტრამონი-დარნიცას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციტრამონი-დარნიცას გვერდითი მოვლენებია: ციტრამონი-დარნიცას ტაბლეტების გამოყენებისას ცალკეულ ავადმყოფებში შეიძლება აღინიშნოს გვერდითი რეაქციები, რომლებიც დამახასიათებელია აცეტილსალიცილისა და პარაცეტამოლის პრეპარატებისათვის: ალერგიული რეაქციები, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან-ჰემორაგიული დაზიანებები, ბრონქიალური ასთმის გამწვავება, ჰეპატო – და ნეფროტოქსიკური მოვლენები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

რექსეტინი / REXETIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რექსეტინი – ფერტილობა,  ფერტილობა ზოგიერთ კლინიკურ კვლევაში გამოვლინდა სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (მათ შორის, პაროქსეტინი) გავლენა სპერმის ხარისხზე. ეს ეფექტი შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში. ამ კვლევებში არ შესწავლილა ფერტილობაზე ზემოქმედება, მაგრამ სპერმის ხარისხის ცვლილებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი მამაკაცის ფერტილობაზე.  ორსულობა ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მიუთითებს თანდაყოლილი სიმახინჯეების რისკის ზრდაზე, კერძოდ, გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან (მაგალითად, წინაგულის ტიხრის და გულის პარკუჭების დეფექტი), ორსულობის პირველ ტრიმესტრში პაროქსეტინის გამოყენების შემდეგ. მექანიზმი უცნობია. დადგენილია, რომ გულ–სისხლძარღვთა დეფექტის მქონე ჩვილის დაბადების რისკი დედის მიერ პაროქსეტინის მიღების შემდეგ შეადგენს 2/100–ზე ნაკლებს, მთლიანად მოსახლეობაში ასეთი დეფექტების გამოვლენის 1/100 მოსალოდნელ, მიახლოებით სიხშირესთან შედარებით.  პაროქსეტინის გამოყენება ორსულებში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს. ორსულ ან დაორსულების სურვილის მქონე ქალებთან პრეპარატის დანიშვნამდე ექიმმა უნდა შეაფასოს მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების გამოყენების შესაძლებლობები. უნდა ერიდოთ პრეპარატის მიღების მკვეთრ შეწყვეტას ორსულობის დროს (იხ. „მოხსნის სინდრომი პაროქსეტინის მიღების შეწყვეტისას“ განყოფილება 4.2 დოზირება და გამოყენების მეთოდები). ახალშობილები ექიმის ზედამხედველობის ქვეშ უნდა იყვნენ, თუ დედა პაროქსეტინს იღებდა ორსულობის შედარებით გვიანდელ სტადიებზე, განსაკუთრებით – მესამე ტრიმესტრში.  ორსულობის გვიანდელ ეტაპებზე პაროქსეტინის გამოყენებისას ახალშობილებს შეიძლება გამოუვლინდეს შემდეგი სიმპტომები: სუნთქვის გაძნელება, ციანოზი, აპნოე, კონვულსიები, სხეულის არამდგრადი ტემპერატურა, გართულებები კვების დროს, ღებინება, ჰიპერგლიკემია, ჰიპერტონია, ჰიპოტონია, ჰიპერრეფლექსია, ტრემორი, მომატებული ნერვულ–რეფლექტორული აგზნების სინდრომი, გაღიზიანებულობა, მოდუნება, გამუდმებული ტირილი, ძილიანობა და მოუსვენარი ძილი. ეს სიმპტომები ვითარდება სეროტონინერგული ეფექტების ან მოხსნის სინდრომის გამო. უმეტეს შემთხვევებში გართულებები ვლინდება დაუყოვნებლივ ან დაბადებიდან ცოტა ხნის (<24 საათი) შემდეგ.  ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (მათ შორის, პაროქსეტინის) გამოყენების შემდეგ, განსაკუთრებით, ორსულობის გვიანდელ სტადიებზე, ახალშობილების ფილტვის პერსისტირებადი ჰიპერტენზიის რისკის ზრდაზე მიუთითებს. დაფიქსირებულმა რისკმა შეადგინა დაახლოებით 5 შემთხვევა 1000 ორსულიდან. მოსახლეობაში, ჩვეულებრივ, აღინიშნება ფილტვის პერსისტირებადი ჰიპერტენზიის 1–2 შემთხვევა 1000 ორსულზე.  ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა რეპროდუქციული ტოქსიკურობა გამოავლინა, მაგრამ არ დაამტკიცა ორსულობის მსვლელობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან მშობიარობის შემდგომ განვითარებაზე ნეგატიური გავლენა (იხ. 5.3 განყოფილება).  ლაქტაცია პაროქსეტინის მცირე რაოდენობა აღმოჩენილია დედის რძეში. გამოქვეყნებულ კვლევებში მითითებულია, რომ იმ ბავშვების შრატში პრეპარატის კონცენტრაცია, რომლებსაც დედის რძით კვებავდნენ, აღმოჩენის ზღვარს ქვემოთ (<2 ნგ/მლ) იმყოფება ან მას უტოლდება (<4 ნგ/მლ). პრეპარატის ზემოქმედების არანაირი ნიშნები ამ ბავშვებში არ დაფიქსირებულა. ვინაიდან წამლის ზემოქმედების არანაირი ეფექტი არ დაფიქსირებულა ძუძუთი კვების დროს, ძუძუთი კვება შეიძლება გაგრძელდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ლომილანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლომილანის გვერდითი მოვლენებია: მოზრდილებში: პირის სიმშრალე, ღებინება, გასტრიტი, თავის ტკივილი, მომატებული დაღლილობა, ძილიანობა; იშვიათად (1%-ზე ნაკლები) – ღვიძლის ფუნქციის დარღევა, ალერგიული რეაქციები (გამონაყარი), ანაფილაქსიური რეაქციები, ალოპეცია. ბავშვებში: იშვიათად – თავის ტკივილი, ნერვიულობა, ძილიანობა. აღნიშნული გვერდითი ეფექტების სიხშირე ლომილანის გამოყენებისას იყო იგივე, რაც პლაცებოს გამოყენებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

კეფენტეკი / KefenTech ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კეფენტეკი –  არ არის რეკომენდებული, რადგან მონაცემები ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენების შესახებ არ არსებობს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით კალციუმი-D3 ნიკომედს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კალციუმი-D3 ნიკომედის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: იშვიათად – ყაბზობა, მეტეორიზმი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კალუმიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კალუმიდის გვერდითი მოვლენებია: – ჩვეულებრივ პაციენტები პრეპარატს კარგად იტანენ, იშვიათ შემთხვევაში გვერდითი რეაქციის გამო საჭირო იყო მკურნალობის შეწყვეტა. პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედების გამო შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სახის ჰიპერემიას, კანის ქავილს, სარძევე ჯირკვლების ჰიპერმგრძნობელობას, გინეკომასტიას, რაც მცირდება ქირურგიული კასტრაციის შემდეგ. პრეპარატის მიღებას შეიძლება თან ახლდეს დიარეა, გულისრევა, ღებინება, სისუსტე და კანის სიმშრალე. – ღვიძლის ფუნქციის დარღვევას (ტრანსამინაზების მომატება, ქოლესტაზი, სიყვითლე) მხოლოდ იშვიათად ჰქონდა მძიმე ფორმა. ხშირად მკურნალობის შეწყვეტისას ან მკურნალობის დროს ის ნაკლებ გამოხატულ ფორმას იღებდა ან ნორმალიზდებოდა. – პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბიკალუტამიდს, ღვიძლის უკმარისობა ვითარდებოდა ძალიან იშვიათად და მისი მკურნალობასთან კავშირი დადგენილი არ არის. ხანდახან თავს იჩენდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები (სტენოკარდია, ეკგ-ზეPR და QT ინტერვალების გაზრდა, არითმია და არასპეციფიური ცვლილებები). – კლინიკურ კვლევებში ბიკალუტამიდის კომბინირებული მიღებისას მჰრფ-ს ანალოგთან შემთხვევათა e~1% აღინიშნებოდა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, თუმცა მათი კავშირი მკურნალობასთან არ არის დადასტურებული, ვინაიდან სიმპტომების უმეტესობა შეიძლება აიხსნას პაციენტების ხანდაზმული ასაკით: გ.ს.ს.: გულის უკმარისობა. ს.მ.ს.: ანორექსია, პირის სიმშრალე, დისპეფსია, ყაბზობა, მეტეორიზმი. ც.ნ.ს.: თავბრუსხევა, უძილობა, მომატებული ძილიანობა, ლიბიდოს დაქვეითება. სასუნთქი სისტემა: დისპნოე. გამომყოფი სისტემა: იმპოტენცია, ნიქტურია. სისხლმბადი სისტემა: ანემია. კანის საფარი: გამონაყარი, გაძლიერებული ოფლიანობა, ჰირსუტიზმი. ენდოკრინული სისტემა: შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერგლიკემია, სხეულის მასის მატება ან კლება. სხვა: ტკივილი მუცელში, მკერდში, მცირე მენჯში, თავის ტკივილი, შეშუპებები, შემცივნება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით ციკლოფოსფამიდი ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ციკლოფოსფამიდი  გვერდითი მოვლენებია: სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია. ეპიზოდურად ვითარდება თრომბოციტოპენია ან ანემია. ტოქსიკური ეფექტები ჩვეულებრივ ქრება პრეპარატის დოზის შემცირების ან მკურნალობის კურსის შეწყვეტისას. ლეიკოპენიის დროს ჰემოპოეზის აღდგენა ჩვეულებრივ იწყება მკურნალობის კურსის შეწყვეტიდან 7-10 დღის შემდეგ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, აბდომინალურ მიდამოში ტკივილი ან იშვიათად დისკომფორტი, დიარეა. ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება ჰემორაგიული კოლიტი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულის განვითარება, სიყვითლე. აღნიშნული გვერდითი მოვლენები ქრება მკურნალობის კურსის დამთავრებისთანავე. კანის მხრივ: ხშირად ვითარდება ალოპეცია. თმების ზრდა იწყება მკურნალობის კურსის დამთავრებისას ან მისი გახანგრძლივების შემთხვევაში. ხანდახან მკურნალობის პროცესში ვითარდება კანზე გამონაყარი. პიგმენტაცია და ფრჩხილების ცვლილება. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ჰემორაგიული ურეთრიტი: ცისტიტი და თირკმლის მილაკების ნეკროზი, რომლებიც ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. იშვიათად ზემოაღნიშნული შემთხვევები ატარებენ მძიმე ხასიათს და შესაძლებელია გამოიწვიონ ლეტალური გამოსავალი. ასევე მოსალოდნელია შარდის ბუშტის ფიბროზი, რომლის თანმხლებია ცისტიტი და/ან მის გარეშე, რომელიც იშვიათად ატარებს გავრცელებულ ხასიათს. შარდში შესაძლებელია შარდის ბუშტის ატიპიური ეპითელური უჯრედების აღმოჩენა. აღნიშნული გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია პრეპარატის დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობაზე. ცისტიტის პროფილაქტიკას უზრუნველყოფს ჰიდრატაცია. ჰემორაგიული ცისტიტის მძიმე ფორმის არსებობისას რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ინფექციები: პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე ფორმის იმუნოსუპრესია შესაძლებელია მძიმე ინფექციების განვითარება. ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პროტოზოული ან ჰელმინთური დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული. აღნიშნული დაავადებების გამოვლენისას პრეპარატით მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა ან მისი დოზის შემცირება. პრეპარატის დოზით 4.5-10 გ/კვ.მ (120-დან 270 მგ/კგ) რამდენიმე დღის განმავლობაში მიღებისას ზოგიერთ პაციენტებში აღინიშნება კარდიოტოქსიკურობის ნიშნები, ჩვეულებრივ სიმსივნის საწინააღმდეგო ინტენსიური კომბინირებული თერაპიის დროს. ამასთანავე შეიძლება ადგილი ჰქონდეს მძიმე ხარისხის გულის შეგუბებით უკმარისობას ზოგჯერ ლეტალური გამოსავალით, რაც განპირობებულია ჰემორაგიული მიოკარდიტით. ელექტროკარდიოგრაფიული ან ექოკარდიოგრაფიული კვლევებით პაციენტებში, რომლებსაც გამოუვლინდათ კარდიოტოქსიკურობა გამოწვეული პრეპარატის მაღალი დოზის გამოყენებით, არ აღინიშნებოდა მიოკარდის მდგომარეობის მხრივ რაიმე ნარჩენი ცვლილებები. პრეპარატი აძლიერებს დოქსორუბიცინის კარდიოტოქსიკურ მოქმედებას. სასუნთქი გზების მხრივ: არსებობს მონაცემები ფილტვების ინტერსტიციული ფიბროზის განვითარების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატს მაღალი დოზით ხანგრძლივი დროის განმავლობაში. რეპროდუქციული სისტემის მხრივ: ოოგენეზისა და სპერმატოგენეზის დარღვევა. პრეპარატს შესწევს უნარი როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში გამოიწვიოს სტერილობა, რომელიც ზოგიერთ პაციენტებში ატარებს შეუქცევად ხასიათს. ქალების დიდ ნაწილში ვითარდება ამენორეა. აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში რეგულარული მენსტრუალური ციკლი აღდგება მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. პრეპუბერტულ პერიოდში მყოფ გოგონებში, მეორადი სასქესო ნიშნები ვითარდება ნორმალურად, ისევე როგორც ნორმალურად მიმდინარეობს მენსტრუალური ციკლი, შემდგომში ჩასახვისათვის მზად ყოფნით. მამაკაცებში პრეპარატის მიღების შედეგად შესაძლებელია ოლიგოსპერმიის ან აზოოსპერმიის განვითარება, რაც დაკავშირებულია ტესტოსტერონის ნორმალური სეკრეციის ფონზე გონადოტროპინის დონის მომატებასთან. აღნიშნულ პაციენტებში ლიბიდოს და პოტენციის დაქვეითება არ აღინიშნება. პრეპუბერტულ პერიოდში მყოფ ვაჟებში მეორადი სასქესო ნიშნები ვითარდება ნორმალურად მოსალოდნელია ოლიგოსპერმიის. ან აზოოსპერმიის და გონადოტროპინების სეკრეციის მომატება. შესაძლებელია სათესლე ჯირკვლის სხვადასხვა ხარისხის ატროფია. ზოგიერთ პაციენტებში პრეპარატით გამოწვეული აზოოსპერმია, ატარებს შექცევად ხასიათს, მაგრამ დარღვეული ფუნქციის აღდგენა მოსალოდნელია მკურნალობის კურსის შეწყვეტიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ. კანცეროგენობა: ზოგიერთ პაციენტებში, რომლებსაც ადრე უტარდებოდათ პრეპარატით მკურნალობა მონოთერაპიით ან სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, აგრეთვე მკურნალობა სხვა მეთოდებით ვითარდებოდა მეორადი ავთვისებიანი სიმსივნეები. ხშირად ეს იყო შარდის ბუშტის სიმსივნეები (ჩვეულებრივ იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე დაავადებულნი იყვნენ ჰემორაგიული ცისტიტით), მიელოპროლიფერაციული ან ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები. მეორადი სიმსივნეები შედარებით ხშირად ვითარდებოდა იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ პირველადი მიელოპროლიფერაციული ავთვისებიანი სიმსივნეები, ან კეთილთვისებიანი დაავადებები, ასევე იმუნური პროცესის დარღვევები. ზოგ შემთხვევებში მეორადი სიმსივნეები ვითარდება მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე წლის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები