Category Archives: სხვა

იცით კოლოსარ-დენკი 50/12.5-ის რა უკუჩვენებები აქვს?

კოლოსარ-დენკი 50/12.5-ის უკუჩვენებებია: კოლოსარ-დენკ 50/12.5 არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში: – თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერსენსიტიულია) ლოზარტანის, ჰიდროქლოროტიაზიდის ან კოლოსარ დენკ 50/12.5-ის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ; – თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერსენსიტიულია) სულფონამიდის შემცველი პრეპარატების მიმართ (მაგალითად სხვა თიაზიდები, ზოგიერთი ანტიბიოტიკი, როგორიცაა კოტრიმაქსაზოლი; ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს; – თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში; – თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა; – თუ პაციენტის თირკმლის ფუნქცია სერიოზულად არის დარღვეული ან თირკმელი ვეღარ გამოყოფს შარდს; – თუ პაციენტს აღენიშნება კალიუმის ან ნატრიუმის დაბალი დონე ან კალციუმის მაღალი დონე, რომლის მკურნალობას არ ექვემდებარება; – თუ პაციენტს აღენიშნება პოდაგრა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ნატრიუმის ენოქსაპარინი – enoxaparin sodium

ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან. აქტიური ნივთიერებები, ბრუტო, ქიმიური და სტრუქტურული ფორმულები, ფარმაკოლოგიური და ნოზოლოგიური ჯგუფები, ჯენერიკები, გამოხმაურებები, დაიჯესტები

ქიმიური დასახელება:
დაბალმოლეკულური ჰეპარინი, 4500 დალტონზე მეტი მოლეკულური მასით

ბრუტო ფორმულა:
(C26H40N2O36S5)n

ფარმაკოლოგიური ჯგუფები:
ანტიკოაგულანტები

ნოზოლოგიური ჯგუფები:
I20.0 – არასტაბილური სტენოკარდია; I21 – მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; I26 – ფილტვის ემბოლია; I82.9 – დაუზუსტებელი ვენის ემბოლია და თრომბოზი; J96 – სუნთქვის უკმარისობა, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში; Z49.1 – დახმარება, მათ შორის ექსტრაკორპორული დიალიზი; Z100* – ქირურგიული პრაქტიკა

ჯენერიკები:

გაფრთხილება

იცით ირიტეკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ირიტეკის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: როგორც ყველა მედიკამენტმა, ირიტეკმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ექიმი გვერდით ეფექტებს თქვენთან ერთად განიხილავს და აგიხსნით მკურნალობის რისკებს და სარგებელს. შემდოგმი გვერდითი მოვლენები: დაჯგუფებულია სიხშირის მიხედვით. სიხშირესთან ერთად სიმწვავის მიხედვით.   ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები: (ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში) • გახანგრძლივებული მწვავე დიარეა (რომელიც იწყება ირიტეკის მიღებიდან 24 საათის შემდეგ) • სისხლის მხრივ დარღვევები: – ნეიტროპენია: (სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედის რაოდენობის დაქვეითება, რაც შეიძლება გამოვლინდეს ცხელებით და ინფექციების რისკის გაზრდით) – თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევები და სისხლდენა);  – ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, რაც შეიძლება გამოვლინდეს სისუსტით); • მონოთერაპიაში: ცხელება და ინფექციები • მონოთერაპიაში: მწვავე გულისრევა და ღებინება • კომბინირებულ თერაპიაში: ღვიძლის ენზიმების ან ბილირუბინის  ტრანზიტორული, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის მომატება (ალტ, ასტ, ტუტე ფოსფატაზა).  • თმის ცვენა (თმა კვლავ იზრდება მკურნალობის დასრულების შემდეგ).   ხშირი გვერდითი მოვლენები: (ვითარდება 100-იდან 1-ზე მეტ, მაგრამ 10-ზე ნაკლებ პაციენტში): • კომბინირებულ თერაპიაში: ცხელება და ინფექციები.  • სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედის რაოდენობის (ნეიტროპენია) შემცირებასთან დაკავშირებული ინფექციები, რამაც გამოიწვია სიკვდილი 3 შემთხვევაში.  • ცხელება დაკავშირებული ზოგიერთი თეთრი უჯრედის რაოდენობის მწვავე დაქვეითებასთან (ფებრილური ნეიტროპენია) • კომბინირებულ თერაპიაში: მწვავე გულისრევა და ღებინება.  • მწვავე ქოლინერგული სინდრომი, რომელიც ვითარდება ირიტეკის მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში და შეიძლება გამოვლინდეს შემდეგნაირად: – ადრეული დიარეა (რომელიც იწყება ირიტეკის მიღებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში) – მუცლის ტკივილი – თვალების სიწითლე, სიმშრალე, ქავილი ან ცრემლიანობა (კონიუნქტივიტი) – მხედველობის დარღვევები – გუგის შევიწროება – გაძლიერებული ნერწყვდენა – ცხვირიდან გამონადენი (რინიტი) – ჰიპოტენზია (სისხლის დაბალი წნევა) – სისხლძარღვების გაფართოება – ოფლიანობა და წვა – ზოგადი დისკომფორტი და თვითგრძნობის გაუარესება – თავბრუსხვევა • წყლის დაკარგვა (დეჰიდრატაცია), ხშირად დაკავშირებული დიარეასთან და/ან ღებინებასთან • ყაბზობა • სისუსტე (ასთენია) • მონოთერაპიაში: სისხლში ღვიძლის ენზიმების (ტრანსამინაზები, ტუტე ფოსფატაზა) და ბილირუბინის ტრანზიტორული და მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის მომატება.  • სისხლში კრეატინინის დონის მსუბუქი ან საშუალო მომატება (რაც შეიძლება თირკმლის პრობლემებზე მიუთითებდეს) • კომბინირებულ თერაპიაში: სისხლში ბილირუბინის დონის მწვავე ტრანზიტორული მომატება (3 ხარისხი).   ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები: (ვითარდება 1000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 100-ზე ნაკლებ პაციენტში): • მსუბუქი ალერგიული რეაქციები, კანის სიწითლის, გამონაყარის, ურტიკარიის, კონიუნქტივიტის, რინიტის ჩათვლით.  • კანის მსუბუქი რეაქციები.  • მსუბუქი რეაქციები ინექციის ადგილზე • სუნთქვის გაძნელება • ფილტვის დაავადებები (ფილტვის ინტერსტიციული დაავადება), რომლებიც გამოვლინდება გულის უკმარისობით, მშრალი ხველით და ხმაურიანი სუნთქვით.  • ნაწლავის პარციალური ან სრული ბლოკი (ნაწლავის ობსტრუქცია, გაუვალობა) • ფსევდომემბრანული კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება დაკავშირებული  ნაწლავის ბაქტერიული ფლორის დარღვევასთან, რომელიც იწვევს მუცლის ტკივილს და დიარეას) • გასტრო-ინტესტინური სისხლდენა • თირკმლის უკმარისობა, სისხლის დაბალი წნევა ან კარდიო-ცირკულატორული უკმარისობა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ  დიარეასთან და/ან ღებინებასთან დაკავშირებული დეჰიდრატაცია ან სეფსისი.   იშვიათი გვერდითი მოვლენები: (ვითარდება 10,000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 1000-ზე ნაკლებ პაციენტში): • მწვავე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური შოკი), ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპების ჩათვლით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის სიძნელეები.  • ჰიპერტენზია (სისხლის მომატებული წნევა) გამოყენების დროს ან მის შემდეგ.  • მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს მუცლის ტკივილს (კოლიტი ტიფლიტის, იშემიური და წყლულოვანი კოლიტის ჩათვლით) • ნაწლავის პერფორაცია • ანორექსია (მადის ნაკლებობა) • მუცლის ტკივილი • მუკოზიტი (ლორწოვანი გარსის, მაგ. პირის ღრუს ლორწოვანის ანთება) • პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება) • სისხლში კალიუმის და ნატრიუმის დონის დაქვეითება, ძირითადად დაკავშირებული დიარეასთან და ღებინებასთან.  • კუნთების შეკუმშვები და კრამპები.  • პარესთეზია (დაბუჟება)  ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები: (ვითარდება 10.000-იდან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): • მეტყველების ტრანზიტორული დარღვევები • ზოგიერთი მომნელებელი ენზიმის დონის მომატება, რომელიც შლის შაქრებს (ამილაზა) და ცხიმებს (ლიპაზა) • აღწერილია პერიფერიული თრომბოციტოპენიის ერთი შემთხვევა ანტითრომბოციტური ანტისხეულებით, რომლებიც წარმოადგენენ ორგანიზმის ბუნებრივ დამცავს.  თუ დარწმუნებული არ ხართ იმაში თუ რა არის გვერდითი მოვლენები: , ექიმს უნდა თხოვოთ უფრო დეტალურად აგიხსნათ.   ზოგიერთი გვერდითი ეფექტის მკურნალობა საჭიროა დაუყოვნებლივ. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ შემდეგი ინსტრუქციები და დაიცავით ისინი თუ აღგენიშნებათ ქვემოთ მოცემული ეფექტები.   დიარეა თუ გაქვთ დაირეა მნიშვნელოვანია ამ ინსტრუქციების დაცვა. • თუ აღგენიშნებათ ნაადრევი დიარეა, რომელიც იწყება ინფუზიიდან 24 საათის განმავლობაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს სათანადო მკურნალობის მისაღებად. არ გამოიყენოთ დიარეის საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც ექიმმა მოგცათ “დაგვიანებული დიარეის” სამკურნალოდ.  • თუ აღგენიშნებათ დაგვიანებული დიარეა, რომელიც იწყება ინფუზიიდან 24 საათის შემდეგ ეს შეიძლება სერიოზული იყოს. ჩვეულებრივ აღინიშნება მიღებიდან 5 დღის შემდეგ. პირველი თხევადი განავლის შენიშვნიდან დაუყოვნებლივ მიიღეთ ექიმის მიერ მოცემული ანტიდიარეული საშუალებები ზუსტად იმ წესით, როგორც მან გირჩიათ. თუ დარწმუნებული არ ხართ ეს რა არის, მიმართეთ ექიმს.  რეკომენდებული ანტიდიარეული საშუალებაა ლოპერამიდი (4მგ პირველ მიღებაზე და შემდეგ 2მგ 2 საათში ერთხელ, აგრეთვე ღამის განმავლობაშიც). ეს უნდა გაგრძელდეს თხევადი განავლის ბოლოს დაფიქსირებიდან მინიმუმ 12 საათის განმავლობაში. ლოპირამიდის რეკომენდებული დოზის გამოყენება არ უნდა მოხდეს 48 საათზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში. აგრეთვე დაუყოვნებლივ უნდა დალიოთ რეჰიდრატაციისთვის სითხეები (მაგ. წყალი, სოდიანი წყალი, გაზიანის სასმელები, წვნიანი არ ორალური რეჰიდრატაციული თერაპია).  თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს • თუ გაქვთ გულისრევა, ღებინება ან დიარეა • თუ გაქვთ ცხელება და დიარეა • თუ დიარეა კვლა აღგენიშნებათ დიარეის მკურნალობიდან 48 საათის შემდეგ.   დიარეის სამკურნალოდ არ მიიღოთ სხვა მკურნალობა გარდა ექიმის მიერ მოცემული პრეპარატების და ზემოაღწერილი სითხეებისა. დიარეის საწინააღმდეგო მკურნალობა არ უნდა გამოიყენონ პრევენციისთვის, იმის მიუხედავად თუ წინა ციკლის დროს აღგენიშნებოდათ დაგვიანებული დიარეა.   ცხელება. თუ სიცხე გაქვთ, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ნეიტროპენიასთან, სისხლის უჯრედების მცირე რაოდენობით გამოწვეულ ინფექციასთან (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფექციებთან ბრძოლაში).  ნეიტროპენია ხშირად აღინიშნება ირიტეკით მკურნალობის დროს და შექცევადია.  თუ სხეულის ტემპერატურა იმატებს 38°ჩ-ზე მეტად, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს მკურნალობისთვის. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის რეგულარული ანალიზები თეთრი უჯრედების მონიტორინგისთვის.   გულისრევა და ღებინება თუ აღგენიშნებათ გულისრევა და/ან ღებინება დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.   სუნთქვის გაძნელება თუ აღგენიშნებათ სუნთქვის გაძნელება დაუყოვნებვლივ მიმართეთ ექიმს.   მწვავე ქოლინერგული სინდრომი ირიტეკის მიღებისას (30-90 წუთი) და გამოყენებიდან მოკლე დროში შეიძლება აღგენიშნებოდეთ შემდეგი სიმპტომები: – ადრეული დიარეა – ოფლიანობა – მუცლის ტკივილი – ცრემლდენა – მხედველობის დარღვევები – გაძლიერებული ნერწყვდენა  ამ სიმპტომებს აღწერს სამედიცინო ტერმინი მწვავე ქოლინერგული სინდრომი, რომლის მკურნალობაც შეიძლება (ატროპინით). თუ აღგენიშნებათ რომელიმე სიმპტომი დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რომელიც დაგინიშნავთ მკურნალობას.  სხვა გვერდითი მოვლენები: ექიმს უნდა მიმართოთ თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი სიმპტომი: • მწვავე ალერგიული რეაქციები;  • სისხლჩაქცევა და/ან სისხლდენა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს თრომბოციტოპენიით (თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება); • სისუსტე, რომელიც შეიძლება იყოს ანემიის სიპტომი;  • კანის და/ან თვალების სკლერების ყვითელი შეფერილობა, რაც შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანებული ფუნქციის ნიშანი.  • დეჰიდრატაციამ, დიარეის და ღებინების შედეგად შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები, სისხლის დაბალი წნევა ან ცირკულაციის პრობლემები;   თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება ან თუ აღნიშნავთ რომელიმე გვერდით ეფექტს, რაც ამ ბროშურაში აღნიშნული არ არის, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ნეირაქსინი B / Neiraxin B ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნეირაქსინი B – თუ თქვენს ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, გეგმავთ ორსულობას ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ექთანთან. ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში B6 ვიტამინის უსაფრთხო დღიური დოზა შეადგენს 25 მგ-ს. ვინაიდან ამ სამკურნალო პრეპარატში B6 ვიტამინის შემცველობა ერთ 2 მლ-იან ამპულაში შეადგენს 100 მგ-ს, მისი გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს აკრძალულია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

რა დროს გამოიყენება ცეფაზოლინი?

ცეფაზოლინის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:  • სასუნთქი სისტემის ინფექციები (ბრონქიტი, პნევმონია); • ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციები (მათ შორის, შუა ყურის ანთება); • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: (ინფიცირებული ჭრილობა, დამწვრობა); • ძვლებისა და სახსრების ინფექციები: (მათ შორის, ოსტეომიელიტი); • მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები (სანაღვლე გზების ინფექციები, პერიტონიტი); • ენდოკარდიტი; • მასტიტი;  • სეფსისი; • შარდსასქესო სისტემის ინფექციები (პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი); • ვენერული დაავადებები (სიფილისი, გონორეა); • ინფექციის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით კოლოკიტს რა უკუჩვენებები აქვს?

კოლოკიტის უკუჩვენებებია: კოლოკიტის მიღება არ შეიძლება თუ: – ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ნატრიუმის ფოსფატის მარილებისა ან კოლოკიტში შემავალი სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ;  – ჯერ კიდევ არ ხართ 18 წლის; – გაქვთ ღებინება (გულისრევა) ან მუცლის ტკივილები; – გაქვთ თირკმლის უკმარისობა; – გაწუხებდათ ან ამჟამად გაწუხებთ გულის მხრივ ჩივილები (გულის უკმარისობა, ძლიერი ტკივილი მკერდის არეში); – გქონიათ ან ამჟამად გაქვთ სითხის დაგროვება მუცლის აპკსა (რაც ეკვრის მუცლის ღრუს) და ორგანოებს შორის; – აღინიშნება წვრილი ნაწლავის პერფორაცია ან პარეზი (ნაწლავების გაუვალობა); – გაქვთ მეგაკოლინჯი (ნაწლავის გაფართოება) თანდაყოლილი ან შეძენილი; – გაწუხებთ მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადება; – თქვენი პარათირეოიდული ჯირკვლები ჰიპერაქტიურია (ჰიპერპარათიროიდული). თქვენ არ უნდა მიიღოთ კოლოკიტი ნატრიუმის ფოსფატის შემცველ სხვა საფაღარათო პრეპარატებთან ერთად. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების აღმოჩენის შემთხვევეაში მიმართეთ რჩევისათვის ექიმს. ის გადაწყვეტს უნდა მიიღოთ თუ არა ეს პრეპარატი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით კოლნარი-სანოველს რა უკუჩვენებები აქვს?

კოლნარი-სანოველის უკუჩვენებებია: – როზუვასტატინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, – ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში, მათ შორის ტრანსამინაზების შრატისმიერი აქტივობის და სისხლის შრატში ტრანსამინაზების აქტივობის ნებისმიერი ზრდა (3-ჯერ და მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით), – თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევა (30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი), – მიოპათია, – ციკლოსპორინის ერთდროულად მიღება, – ლაქტაციის პერიოდი (ძუძუთი კვება),  –  კონტრაცეპციის ადექვატური მეთოდების არარსებობა, 40 მგ დოზის დროს: –  პაციენტებისთვის, მიოპათია / რაბდომიოლიზის განვითარების რისკით: თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობა (60 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი); ჰიპოთირეოზი; კუნთების დაავადების პირადი ან ოჯახური ანამნეზი; მიოტოქსიურობა, ჰმგ-KოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების მიღების ფონზე ანამნეზში; ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება; მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის ზრდა; ფიბრატების ერთდროული მიღება; აზიური რასის პაციენტები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით კოლისტატი-ჰუმანითს რა უკუჩვენებები აქვს?

კოლისტატი-ჰუმანითის უკუჩვენებებია: პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია პაციენტებისათვის, რომლებთაც ახასიათებთ მომატებული მგრძნობელობა წამლისა და მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ასევე მიასთენიით დაავადებულ პაციენტებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

იცით იპიგრიქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იპიგრიქსის გვერდითი მოვლენებია: იპიდაკრინს გააჩნია კარგი ამტანობის პროფილი, გვერდითი ეფექტები ჩნდება იშვიათად (6,5% შემთხვევებში), სუსტადაა გამოხატული და, როგორც წესი, არ საჭიროებენ პრეპარატის მოხსნას (ორგანიზმიდან სწრაფი გამოყოფა ხელს უშლის კუმულაციას და გვერდითი ეფექტების გაჩენას).  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან: მადის დაქვეითება, ჰიპერსალივაცია, გულისრევა, ღებინება, პერისტალტიკის გაძლიერება, დიარეა, სიყვითლე.  ნერვული სისტემის მხრიდან: თავბრუსხვევა (ხელმეორედ შეყვანის შემდეგ), ატაქსია. ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, გამონაყარი.  სხვა: მ-ქოლინომასტიმულირებელი მოქმედების გამოვლინება (ბრონქოსპაზმი, ბრადიკარდია).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კოლისპასს რა უკუჩვენებები აქვს?

კოლისპასის უკუჩვენებებია: შემადგენელი კომპონენტების მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობის გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატი არ გამოიყენება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები