Category Archives: სხვა

იცით ნორმოსტოპს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნორმოსტოპის გვერდითი მოვლენებია: ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, პირის სიმშრალე, გულისრევა, მხედველობის დაბინდვა, მოძრაობითი რეაქციების შეფერხება. გვერდითი ეფექტების შესახებ საჭიროა დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ოლზაპი – OLZAP ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ოლზაპი –  ოლანზაპინის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესწავლილი არ არის. ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობა დედისთვის უნდა აჭარბებდეს ნაყოფზე მისი გავლენის პოტენციურ რისკს; * ხოლო ლაქტაციის პერიოდში ოლანზაპინის გამოყენებისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ფელოჰექსალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ფელოჰექსალის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები: ყველაზე ხშირად აღინიშნა სიცხის შეგრძნება, თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, განსაკუთრებით მკურნალობის დასწყისში, დოზის გაზრდისას ან მაღალი დოზის მიღებისას. დარეგისტრირდა პერიფერიული შეშუპებები (შეშუპების ხარისხი დამოკიდებული იყო დოზაზე). აღინიშნა სტენოკარდიის შეტევები, განსაკუთრებით მკურნალობის დასწყისში. პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ სტენოკარდიის შეტევები, ფელოდიპინით მკურნალობისას შეიძლება  გახშირდეს; შეტევები ხდება უფრო გრძელი და მძიმე. იშვიათად აღინიშნა თავბრუსხვევა, სისუსტე, ჰიპოტენზია, მათ შორის ორთოსტატული, გულისწასვლა, გულისცემის გაძლიერება, ტაქიკარდია, დისპნოე, დაღლილობა, პარესთეზია, ტრემორი, მიალგია, ართრალგია, კუჭ–ნაწლავის მოშლილობა (მათ შორის ღებინება, დიარეა, ყაბზობა, ტკივილი მუცელში, მეტეორიზმი), წონაში მომატება, ოფლიანობა, პოლაკიურია, კანის ალერგიული რეაქციები (მათ შორის ქავილი, ჭინჭრის ციება, ეგზანთემა, ფოტომგრძნობელობა), ღრძილების ჰიპერპლაზია, გინგივიტი. იშვიათ შემთხვევაში, ცალკეული შემთხვევების ჩთვლით (<0.001%); ღვიძლის ფუნქციის დარღვევა(ტრანსამინაზების დონის მომატება), ექსფოლიატიური დერმატიტი, ცხელება, ერექციის დარღვევა, გინეკომასტია, მიოკარდის ინფარქტი, არითმია, მენორაგია. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ გვერდითი რეაქციები უმრავლეს შემთხვევაში მთლიანად ქრება. ნებისმიერი არასაურველი რეაქციის გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს  და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს!

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

გლივეკი – GLIVEC ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

გლივეკი –  პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს ნებადართული არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით მაგნე B6-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მაგნე B6-ის გვერდითი მოვლენებია: იშვიათად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი.  შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპა¬რატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

ივაკარდი / IVAKARD ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ივაკარდი –  თუ თქვენ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება დადგეს ორსულობა ან გეგმავთ ორსულობას, წინამდებარე წამლის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა მკურნალობის პერიოდში უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის სათანადო ზომები. ორსულობა ორსულ ქალებში ივაბრადინის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია ან არ არსებობს, პოტენციური რისკი ადამიანისთვის უცნობია. ამიტომ ივაბრადინი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ძუძუთი კვება დედის რძეში ივაბრადინის მოხვედრის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ამიტომ ივაბრადინი უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს. ქალებმა, რომელთაც ესაჭიროებათ ივაბრადინით მკურნალობა,  უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება და აირჩიონ ბავშვის კვების სხვა მეთოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ჟანინი – JEANINE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ჟანინი –  * ჟანინის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პერიოდში და ლაქტაციისას პირველი 6 თვის განმავლობაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით მელიტორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მელიტორის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოქმედება როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, ამ წამალმაც, თუმცა არა ყველა პაციენტში, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.   გვერდითი ეფექტების უმრავლესობა მსუბუქი ან ზომიერია. ისინი ჩვეულებრივ ვითარდევა მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში და გააჩნიათ დროებითი ხასიათი.   ამ გვერდით ეფექტებს მიეკუთვნება: • ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში): თავის ტკივილი • გავრცელებული გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში): თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაძინების გაძნელება (ინსომნია), გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში, ტკივილი ზურგის არეში, დაღლილობა, შფოთვა, უცნაური სიზმრები, სისხლში ღვიძლის ფერმენტების შემცველობის მომატება, ღებინება, სხეულის მასის გაზრდა. • არაგავრცელებული გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პაციენტში): შაკიკი, ჩხვლეტის შეგრძნება ხელის და ფეხის თითებში (პარესთეზია), მხედველობის სიმახვილის დარღვევა, მოუსვენარი ფეხების სინდრომი (დარღვევა, რომელსაც ახასიათებს ფეხების არაკონტროლირებადი მოძრაობის მოთხოვნილება), ყურებში შუილი, ეკზემა, გადამეტებული ოფლის გამოყოფა (ჰიპერჰიდროზი)ქავილი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია, გამონაყარი), აგზნება, გაღიზიანებულობა, მოუსვენრობა, აგრესიული ქცევა, ღამის კოშმარები, მანია/ჰიპომანია (იხ. ასევე <<გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები>> განყოფილებაში 2), სუიციდური აზრები ან ქცევა, ცნობიერების აღრევა, სხეულის მასის შემცირება. • იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში): კანის სერიოზული გამონაყარი (ერითემული გამონაყარი), სახის შეშუპება (გასიება) და ანგიოშეშუპება (სახის, ტუჩების, ენის ან/და ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება), ჰეპატიტი, კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის უკმარისობა*, ჰალუცინაციები, სიმშვიდის შენარჩუნების შეუძლებლობა (ფიზიკური და მენტალური მოუსვენრობის გამო), შარდის ბუშტის ბოლომდე დაცლის შეუძლებლობა.  *არსებობს ლეტალური შედეგის და ღვიძლის გადანერგვის შესახებ შეტყობინებების უმნიშვნელო რიცხვი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

კლოპიდოგრელი – ჰუმანითი / Clopidogrel – Humanity ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კლოპიდოგრელი ჰუმანითი – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ორსულობაზე კლოპიდოგრელის ზემოქმედების შესახებ კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, არ გამოიყენება ორსულობის დროს. უცნობია გამოიყოფა თუ არა კლოპიდოგრელი დედის რძეში. სიფრთხილის გამო კლოპიდოგრელით მკურნალობისას დაუშვებელია ძუძუთი კვება. ფერტილობა კლინიკამდელ კვლევებში არ დამტკიცებულა კლოპიდოგრელის ზემოქმედება ფერტილობაზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით ამარილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამარილის გვერდითი მოვლენებია: ცვლის პროცესების მხრივ: ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემიის შესაძლო ნიშნები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შიმშილის გრძნობა, გაძლიერებული ოფლიანობა, ტრემორი, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, ტკივილი გულის არეში, არითმიები, გულისრევა, ღებინება, შფოთვა, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, აგრესიულობა, ყურადღების კონცეტრაციის დარღვევა, ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფის დაქვეითება, აპათია, დეპრესია, ძილიანობა, მეტყველების დარღვევა, აფაზია, მხედველობის დარღვევა, მგრძნობელობის დარღვევა, პარეზები, ცენტრალური გენეზის კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა და გონების დაკარგვა კომაში ჩავარდნამდე, ზედაპირული სუნთქვა და ბრადიკარდია. ჰიპოგლიკემიის მძიმე შეტევის კლინიკური სურათი წააგავს თავის ტვინში სისხლმიმოქცევის დარღვევის სურათს. ყველა აღწერილი ნიშანი თითქმის ყოველთვის ქრება ჰიპოგლიკემიის ნიველირების შემდეგ. მხედველობის ორგანოს მხრივ: მკურნალობის დროს (განსაკუთრებით მის დასაწყისში) შეიძლება აღინიშნოს სისხლში შაქრის დონის ცვლილებით გამოწვეული მხედველობის ტრანზიტორული დარღვევები. კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის მხრივ: ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, პირღებინება, ეპიგასტრიუმში სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, იშვიათ შემთხვევებში – ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ამაღლება, ქოლესტაზი, სიყვით¬ლე, ჰეპატიტი (ღვიძლის უკმარისობის განვითარებამდე). სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად შესაძლოა განვითარდეს თრომბოციტოპენია, გამონაკლის შემთხვევებში – ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია ან ერითროციტოპენია, გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი და პანციტოპენია (მიელოსუპრესიის შედეგად). ალერგიული რეაქციების მხრივ: ზოგჯერ შესაძლოა აღინიშნოს ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე. ამგვარი რეაქციები, როგორც წესი, ზომიერად გამოხატულია, მაგრამ შესაძლოა მოხდეს პროგრესირებაც და თან დაერთოს არტერიული წნევის დაწევა, დისპნოე, ანაფილაქსიური შოკის განვითარებამდე. ჭინჭრის ციების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს. სხვა გვერდითი მოვლენები: გამონაკლის შემთხვევებში – ალერგიული ვასკულიტი, ფოტოსენსიბილიზაცია, სისხლის შრატში ნატრიუმის დონის დაქვეითება. თუ ავადმყოფი შეამჩნევს ზემოთ ჩამოთვლილ გვერდითი მოვლენებს მან რჩევა უნდა ჰკითხოს მკურნალ ექიმს. გამომდინარე იქიდან, რომ ცალკეულმა გვერდითმა მოვლენამ, როგორიცაა მძიმე ჰიპოგლიკემია, სისხლის სურათის მხრივ სერიოზული ცვლილებები, მძიმე ალერგიული რეაქციები, ღვიძლის უკმარისობა – შეიძლება გარკვეულ გარემოებაში ავადმყოფის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას, ასევე არასასურველი ან მძიმე რეაქციების განვითარების შემთხვევაში ავადმყოფმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მათ შესახებ მკურნალ ექიმს და არავითარ შემთხვევაში არ გააგრძელოს პრეპარატის მიღება მისი რეკომენდაციის გარეშე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები