Category Archives: სხვა

იცით ინტრონ A-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ინტრონ A-ის გვერდითი მოვლენებია:  აღინიშნება შემდეგი არასასურველი მოვლენები სისტემური გამოყენებისას: ციებცხელება, სისუსტე, თავის ტკივილი და მიალგია, ანორექსია, გულისრევა. უფრო იშვიათად აღინიშნება: პირღებინება, დიარეა, ართრალგია, ასთენია, ძილიანობა, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე, ალოპეცია, სოკოს მაგვარი სიმპტომები (არასპეციფიკური), ტკივილი ზურგში, დეპრესია, სუიციდალური მოვლენები, ოფლიანობა, გემოვნების შეცვლა, გაღიზიანება, უძილობა, კონცენტრაციის დარღვევა და ჰიპოტონია. ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:  მუცლის ტკივილი, გამონაყარი, ნერვიულობა, რეაქციები ინექციის ადგილას, პარესთეზიები, ჩვეულებრივი ჰერპესი, ქავილი, თვალების ტკივილი, ფსიქოზი, მათ შორის ჰალუცინაციები, აგრესიული მოქმედება, სისხლდენა ცხვირიდან, ხველა, ფარინგიტი, ინფილტრატი ფილტვებში, პნევმონიტი, პნევმონია, სახის შეშუპება, ქოშინი, დისპეფსია, ტაქიკარდია, ჰიპერტონია, მადის მომატება, ლიბიდოს შემცირება, ჰიპერესთეზია, სისხლდენა ღრძილებიდან, პოლინეიროპათია, სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა, თირკმელების უკმარისობა, ჰიპერთირეოზი ან ჰიპოთირეოზი. იშვიათად აღინიშნება ჰეპატოტოქსიკურობა ლეტალური გამოსავალით. ძალიან იშვიათად აღინიშნება: ნეფროზული სინდრომის შემთხვევები, თირკმელების უკმარისობა ან შაქრიანი დიაბეტის განვითარება, ჰიპერგლიკემია, პანკრეატიტი, მიოკარდიუმის იშემია და მიოკარდიუმის ინფარქტი. არასასურველი მოვლენები ადგილობრივი გამოყენების დროს: გვერდითი მოვლენების უმრავლესობა მსუბუქი და შექცევადია. წვა, ქავილი, ტკივილი, სისხლდენა, ყველა ეს გვერდითი მოვლენა დაკავშირებული სამკურნალო მანიპულაციებთან და არა ინტრონის ინექციით. ზოგ შემთხვევაში ინტრონის შეყვანისას აღინიშნება თრომბოციტების და ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება და შრატში ღვიძლის ფერმენტების დონის შემცირება. არასასასურველი მოვლენები ბავშვებში: იგივეა, რაც მოზრდილებში, უფრო ხშირად აღინიშნება გულისრევა და ტკივილი მუცელში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები

იცით კლოპი-დენკი 75-ის რა უკუჩვენებები აქვს?

კლოპი-დენკი 75-ის უკუჩვენებებია: კლოპი-დენკ 75 არ მიიღება, თუ: – აღინიშნება ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) კლოპიდოგრელის ან კლოპი-დენკ 75-ის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; – პაციენტს აქვს დაავადება, რომელიც ამჟამად იწვევს სისხლდენას, მაგალითად როგორიცაა კუჭის წყლული ან სისხლდენა ტვინში. – თუ აღინიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება.   თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს ან რაიმე ეჭვის გაჩენისას, კლოპი-დენკ 75-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს.  განსაკუთრებული სიფრთხილე კლოპი-დენკ 75-ის მიღებამდე: თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა ეხება პაციენტს, კლოპი-დენკ 75-ის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს: – თუ აღინიშნება სისხლდენის რისკი, მაგალითად: – ავადმყოფობა, რომლის დროსაც შესაძლებელია განვითარდეს შინაგანი სისხლდენა (მაგალითად კუჭის წყლული), – სისხლის დაავადებები, რის დროსაც შესაძლებელია განვითარდეს შინაგანი სისხლდენა (სისხლდენა სხეულის ნებისმიერ ქსოვილში, ორგანოში ან სახსარში); – უახლოეს პერიოდში მიღებული სერიოზული ტრავმა; – უახლოეს პერიოდში ჩატარებული ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური)  – უახლოესი 7 დღის განმავლობაში დაგეგმილი ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური)  – თუ აღინიშნება კოლტი თავის ტვინის არტერიაში (იშემიური ინსულტი), რომელიც განვითარდა ბოლო 7 დღის განმავლობაში. – თუ აღინიშნება თირკმლის ან ღვიძლის დაავადება;  კლოპი-დენკ 75-ის მიღებისას: – უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ დაგეგმილია ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური); – ასევე დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ისეთი მდგომარეობის განვითარებისას (ასევე ცნობილი თრომბოციტოპენიური პურპურა), რასაც ახასიათებს ცხელება, ჩალურჯებები კანის ქვეშ და შესაძლებელია ჩანდეს, როგორც წითელი ქინძისთავისხელა წერტილები, რაც შეიძლება მიმდინარეობდეს აუხსნელი დაღლილობის შეგრძნებით, გონების დაბინდვით, კანის და თვალების სიყვითლით ან მის გარეშე (იხ. ნაწილი 4 “მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები”). – ჭრილობის ან თვითზიანის მიყენებისას სისხლდენა შესაძლებელია გაგრძელდეს ჩვეულებრივზე მეტ ხანს. ეს დაკავშირებულია პრეპარატის მოქმდებასთან, რადგან იგი ხელს უშლის სისხლის კოლტის წარმოქმნას. მცირე ჭრილობებისა და დაზიანებების შემთხვევებში, მაგალითად გაპარსვისას, ამას არ ენიჭება განსაკუთრებული ყურადრება. თუმცა, თუ პაციენტი შეშფოთებულია სისხლდენით, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს (იხ. ნაწილი 4 “მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები”). კლოპი-დენკ 75 არ არის განკუთვნილი ბავშვებისა და მოზარდებისთვის

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ცერასტა პლიუსი ჰუმანითი?

ცერასტა პლიუსი ჰუმანითის გამოყენების ჩვენებებია:  • თავის ტვინში  სისხლის მიმოქცევის იშემიური დარღვევები – როგორც მწვავე, ასევე აღდგენით პერიოდში  • ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე და აღდგენითი პერიოდი; • კოგნიტიური დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

მიფეპრისტონი – mifepriston

ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან. აქტიური ნივთიერებები, ბრუტო, ქიმიური და სტრუქტურული ფორმულები, ფარმაკოლოგიური და ნოზოლოგიური ჯგუფები, ჯენერიკები, გამოხმაურებები, დაიჯესტები

ქიმიური დასახელება:
(11-ბეტა,17ბეტა)-11-[4-(დიმეთილამინო)ფენილ]-17-ჰიდროქსი-17-(1-პროპინილ)ესტრა-4,9-დიენ-3-ონი

ბრუტო ფორმულა:
C29H35NO2

ფარმაკოლოგიური ჯგუფები:
ესტროგენები, გესტაგენები; მათი ჰომოლოგები და ანტაგონისტები

ნოზოლოგიური ჯგუფები:
D25 – საშვილოსნოს ლეიომიომა; O04 – სამედიცინო აბორტი; O62.2 – სამშობიარო მოქმედების სხვა სახის სისუსტეები; Z30.0 – ზოგადი რჩევები და რეკომენდაციები კონტრაცეპციის შესახებ

ჯენერიკები:

გაფრთხილება

იცით კლონიდინს რა უკუჩვენებები აქვს?

კლონიდინის უკუჩვენებებია: * დეპრესია; * თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზი; * პერიფერიული არტერიების მაობლიტირებელი დაავადებები; გამოხატული სინუსური ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი; * II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა; *  პრეპარატისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდროული გამოყენება; * პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

ნევიგრამონი – NEVIGRAMON ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნევიგრამონი –  * ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნევიგრამონის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი. პრეპარატი გამოიყენება ორსულობის ბოლო ორი ტრიმესტრის განმავლობაში ყველა შესაძლო უარყოფითი მოვლენების გათვალისწინებით როგორც დედის, ასევე ნაყოფის მიმართ. * ვინაიდან პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

ნედოკრომილი – NEDOCROMIL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნედოკრომილი – პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს ხდება მხოლოდ განსკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციური რისკს, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ორსულობის I ტრიმესტრში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით კლონაზეპამს რა უკუჩვენებები აქვს?

კლონაზეპამის უკუჩვენებებია: – ჰიპერმგრძნობელობა ბენზოდიაზეპინების მიმართ; – სუნთქვის ცენტრალური დარღვევები და სხვადასხვა გენეზის სუნთქვის უკმარისობის მძიმე ფორმები; – გლაუკომის დახურულკუთხოვანი ფორმა;  – მიასთენია;  – ცნობიერების დარღვევა;  – ღვიძლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები

რა დროს გამოიყენება ცეპასტილი?

ცეპასტილის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება პირის ღრუს და სასუნთქი გზების ბაქტერიულ-ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ქრონიკული ბრონქიტი, კატარული ანგინა, ლარინგიტი, გაცივებით გამოწვეული (გრიპი, მწვავე რესპირატორული დაავადება) დაავადებები, ბაქტერიული სტომატიტი. პრეპარატის პროფილაქტიკური მიზნით გამოიყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ დაცვას. პრეპარატს ასევე გააჩნია ანტისკლეროზული მოქმედება. იგი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი

იცით კლოსტილბეგიტი®-ს რა უკუჩვენებები აქვს?

კლოსტილბეგიტის უკუჩვენებებია: * მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის აქტიური ან სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ; * ორსულობა; *ღვიძლის დაავადება ან მისი ფუნქციის მოშლა; * საკვერცხეების კისტა (საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომის გარდა); * ჰიპოფიზის ფუნქციის დაქვეითება; * ფარისებრი ჯირკვლის ან თირკმელზედა ჯირკვლიის ფუნქციის დარღვევა; * გაურკვეველი წარმოშობის სისხლდენა; * მხედველობის დარღვევა (ახლახან განვითარებული ან აღნიშნული ანამნეზში); * ახალწარმონაქმნები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები