L-თიროქსინი® ბერლინ-ხემი / L-Thyroxin® Berlin-chemie ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

L-თიროქსინი® ბერლინ-ხემი – ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს ჰორმოჩანაცვლებითი თერაპია თირეოიდული ჰორმონებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამიტომ არ უნდა შეწყდეს. ორსულობის დროს პრეპარატის ფართოდ გამოყენების მიუხედავად ნაყოფისათვის პრეპარატის რისკი ამ დრომდე დადგენილი არ არის. დედის რძეში გადასული თირეოიდული ჰორმონის რაოდენობა ძალიან მცირეა ლევოთიროქსინის მაღალი დოზებით თერაპიის შემთხვევაშიც კი და, ამიტომ პრეპარატი საფრთხეს არ წარმოადგენს.   ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის მქონე პაციენტებში ორსულობისას სისხლში ესტროგენის (ქალის სასქესო ჰორმონი) მომატებული დონის გამო შეიძლება გაიზარდოს ლევოთიროქსინზე მოთხოვნილება. ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლი საჭიროა როგორც ორსულობის დროს, ასევე მის შემდეგ, ხოლო თირეოიდული ჰორმონის დოზის კორეგირება საჭიროა ორგანიზმის მოთხოვნების შესაბამისად.  თუმცაღა, ორსულობის დროს უკუნაჩვენებია L-თიროქსინი 100 ბერლინ-ხემისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის სამკურნალო პრეპარატების (თირეოსტაზულები) ერთდოულად მიღება, რადგან ეს იწვევს თირეოსტაზულების უფრო მაღალი დოზების გამოყენების აუცილებლობას. თირეოსტაზულებს (ლევოთიროქსინისგან განსხვავებით) შეუძლია პლაცენტის გავლით შეაღწიოს ნაყოფის არასაკმარისად აქტიურ ფარისებრ ჯირკვალში. ამიტომ ორსულობის პერიოდში ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ თირეოსტაზულების დაბალი დოზებით.  დაუშვებელია ორსულობის დროს ტესტის ჩატარება ფარისებრი ჯირკვლის ფუქნციის დათრგუნვაზე.    ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ზუსტად დაიცავით ექიმის მიერ დანიშნული დოზა, და არ გაზარდოთ ის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი