იცით აბიტაქსელს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აბიტაქსელის გვერდითი მოვლენებია: სისხლის წარმოქმნის მხრივ: ნეიტროპენია (შეიმჩნევა მე-4 ხარისხის ნეიტროპენია; ჩვეულებრივ, ვითარდება მე-8-11 დღეს, ნორმალიზდება 22-ე დღისთვის), თრომბოციტოპენია, ანემია, ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია, იშვიათად – არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია ან ტაქიკარდია, AV-ბლოკადა, ცვლილება ეკგ-ზე, ზემო კიდურების სისხლძარღვთა თრომბოზი, თრომბოფლებიტი; სასუნთქი სისტემის მხრივ: ინტერსტიციული პნევმონია, ფილტვის არტერიის ემბოლია, ფილტვის ფიბროზი, სხივური პნევმონიტი (ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ სხივურ თერაპიას); ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემების მხრივ: პარესთეზია, გრანდ მალ ტიპის გულყრები, ატაქსია, ენცეფალოპათია; ვეგეტაციური ნერვული სისტემის მხრივ – ნევროპათია, რომელიც იწვევს ნაწლავების პარალიზურ გაუვალობასა და ორთოსტატიკურ ჰიპოტენზიას; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუკოზიტი, ნაწლავური გაუვალობა, ნაწლავის პერფორაცია, ჯორჯლის არტერიის თრომბოზი, იშემიური კოლიტი, ასტ-ს (ასპარტატამინოტრანფერაზა), ტუტე ფოსფატაზისა და ბილირუბინის დონის მატება სისხლის შრატში, ზოგ შემთხვევაში – ღვიძლის ნეკროზი და ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია; ძვალკუნთოვანი სისტემის მხრივ: ართრალგია, მიალგია; დერმატოლოგიური რეაქცია: ალოპეცია, იშვიათად – პიგმენტაციის დარღვევა; ადგილობრივი რეაქცია: ინექციის ადგილას კანის შეშუპება, ტკივილი, ერითემა, ინდურაცია და პიგმენტაცია; სხვა: ასთენია, საერთო სისუსტე. გვერდითი ეფექტების სიხშირე და სიმკვეთრე დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები