იცით აპდილ–ტოტალს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აპდილ–ტოტალის გვერდითი მოვლენებია: პარაცეტამოლი: პარაცეტამოლით გამოწვეული გვერდითი მოვლენები იშვიათად ვლინდება და ჩვეულებრივ, ისინი სუსტი ხასიათისაა. მაგრამ ამის მიუხედევად, გამოვლენილია ჰემატოლოგიური რეაქციები, მათ შორის თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოპენია, პანციტოპენია, ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი. აღინიშნა აგრეთვე კანზე გამონაყარი და სხვა ზემგრძნობელობითი რეაქციები. ქლორფენირამინის მალეატი: ქლორფენირამინის მალეატით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს წარმოადგენს სედატიური ეფექტი, მისი თანმხლები აპათია, მოთენთილობა, ხმაური ყურებში, პირის ღრუს სიმშრალე, ეიფორია, მხედველობის დაქვეითება, კანკალი, შარდის ბუშტისა და კუჭის მოქმედების გადახრები, როგორიცაა გულის რევის შეგრძნება, პირღებინება, ეპიგასტრალური დარღვევები და დიზურია. კოფეინი: კოფეინით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს წარმოადგენს დაბნეულობა, კანკალი, უძილობა და აღგზნება, რაც სუსტი ფსიქოზის დონემდე შეიძლება ავიდეს. სხვა გვერდითი მოვლენებიდან აღსანიშნავია ხმაური ყურებში, თავის ტკივილი, ასევე ტახიპნოეს, ტახიკარდიის განვითარება და პირღებინება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები