იცით აზარანს რა უკუჩვენებები აქვს?

აზარანის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა ცეფტრიაქსონის და სხვა ცეფალოსპორინების, პენიცილინებისა და კარბაპენემების მიმართ; სიფრთხილით უნიშნავენ პრეპარატს ღვიძლისა და/ან თირკმელების უკმარისობის მქონე პირებს, დღენაკლულებს და ახალშობილებს ჰიპერბილირუბინემიით, ასევე სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის და ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული ენტერიტსა და კოლიტის დროს. აზარანის მიღება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს (ცეფტრიაქსონი გადის პლაცენტარულ ბარიერს). თუ აზარანის მიღება აუცილებელია ლაქტაციის პერიოდში, მაშინ უნდა გადაწყდეს ბავშვის ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხი (ცეფტრიაქსონი გამოიყოფა დედის რძეში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები