B ბლოკი G / B BLOCK G ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

B ბლოკი G – ორსულობა  ორსულობის პერიოდში მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.  ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში აღინიშნა ნაყოფის განვითარების დეფექტები კორტიკოსტეროიდების გამოყენების ფონზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, უკუნაჩვენებია გამოყენება ორსულობის პერიოდში.  ლაქტაციის პერიოდი ლაქტაციის პერიოდში მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. კორტიკოსტეროიდები გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება დედებისთვის, რომლებიც მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით.  ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი ბ ბლოკი G-ს გამოყენებამ არ უნდა იქონიოს გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, მკურნალობის პერიოდში შესაძლოა მოხდეს მხედველობის დაბინდვა ან გამოვლინდეს სხვა ნევროლოგიური სიმპტომები, რაც აქვეითებს ფსიქომოტორული რეაქციების აქტივობას.  გამოყენება სპორტსმენებში სპორტსმენებში შესაძლოა დადებითი შედეგის გამოვლენა დოპინგ-ტესტზე შემოწმების დროს. ურთიერთქმედება მედიკამენტებთან აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რაიმე მედიკამენტს, მათ შორის ურეცეპტოს. მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება: – ერთდროული დანიშვნის შემთხვევაში, იცვლება საპასუხო რეაქცია ანტიკოაგულანტებისა და ანტიდიაბეტური საშუალებების მიმართ; – ბარბიტურატები (ფენობარბიტალი), ფენიტოინი, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი, ეფედრინი, ანტაციდები აქვეითებენ ბ ბლოკი G-ს თერაპიულ აქტივობას; – ბ ბლოკი G აქვეითებს სალიცილატებისა და ალბენდაზოლის თერაპიულ აქტივობას; – საგულე გლიკოზიდებთან კომბინაცია ამცირებს კალიუმის დონეს სისხლში და ზრდის კარდიოტოქსიკურობას; – თიაზიდურ დიურეტიკებთან კომბინაცია იწვევს ჰიპოკალიემიის განვითარებას; – ბ ბლოკი G აქვეითებს მგრძნობელობას ვაქცინაციისადმი; – არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ან ალკოჰოლთან კომბინაციის დროს იზრდება გასტრო-დუოდენური წყლულების განვითარების რისკი; – ლიდოკაინის კუნთში ინექციამ შეიძლება შეცვალოს მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტიკური ტესტების მაჩვენებლები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი