იცით ალაქტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალაქტინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტი დამოკიდებულია დოზაზე და შესაძლოა შემცირდეს დოზის თანდათანობით კლების ფონზე. ხშირი (>1/100, <1/10)  ნერვული სისტემა: დეპრესია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია, დაღლილობა, ძილიანობა. გულ-სისხლძარღვთა სისტემა: კარდიალური ვალვულოპათია (მათ შორის რეგურგიტაცია) და მასთან დაკავშირებული დარღვევები (პერიკარდიტი და პერიკარდიალური ექსუდაცია), არტერიული წნევის დაცემა, ტაქიკარდია, ტკივილი მკერდის არეში. კუჭ-ნაწლავის აშლილობა: გულისრევა, ღებინება, ტკივილი კუჭის არეში, გასტრიტი, ყაბზობა. კანი და კანქვეშა ქსოვილი: სახის ჰიპერემია ნაკლებად ხშირი (>1/1000, <1/100)  მხედველობის დაქვეითება: ჰემიანოპსია. სისხლძარღვთა დარღვევები: სისხლდენა ცხვირიდან. იშვიათი (>1/10000, <1/1000)  სისხლძარღვთა დარღვევები: გონების დაკარგვა. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, შემაერთებელი ქსოვილი: თითების კრუნჩხვა, არტერიული წნევის ასიმპტომატური დაცემა (≥20 მმ. ვწყ. სვ სისტოლური და 10 მმ ვწყ.სვ – დიასტოლური) შეინიშნებოდა 3-4 დღის განმავლობაში მშობიარობის შემდეგ 1 მგ. კაბერგოლინის მიღებისას. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, აღინიშნება მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში, შემდეგ ისინი კლებულობენ ან ქრებიან. გვერდითი ეფექტების გამო მკურნალობა შეწყვიტა პაციენტების 3%-მა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები