იცით ასპანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ასპანის გვერდითი მოვლენებია: კლინიკური კვლევების, მონაცემებით მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნება პაციენტთა 1% და მეტში, რომლებიც პანტოპრაზოლს იღებენ გასტროეზოფაგური რეფლუქსის გამო, არის: თავის ტკივილი, დიარეა, მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის არეში, გამონაყარი, ბოყინი, უძილობა და ჰიპერგლიკემია. პაციენტების 1% და ნაკლებში, რომლებიც პანტოპრაზოლს იღებენ გასტროეზოფაგური რეფლუქსის გამო, ვლინდება ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, მაგრამ მათი კავშირი პანტოპრაზოლთან ბოლომდე დადასტურებული არაა. ზოგადი: აბცესი, ალერგიული რეაქციები, კისტა, სახის შეშუპება, ტემპერატურის მატება, გენერალიზებული   შეშუპება, სითბური დარტყმა, თიაქარი, ლაბორატორიული მონაცემების ცვლილება, დაღლილობა, კანდიდოზი, ახალწარმონაქმნები, არასპეციფიური მედიკამენტოზური რეაქციები, მომატებული ფოტომგრძნობელობა გულსისხლძარღვთა სისიტემის მხრივ: სტენოკარდია, არითმია, ფიბრილაცია/წინაგულების ციმციმი, ეკგ ცვლილებები, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, გულის შეგუბებითი უკმარისობა, სისხლდენა, არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია, მიოკარდიუმის იშემია, გაძლიერებული გულისცემა, ბადურის სისხლძარღვების დაზიანება, გულის წასვლა, ტაქიკარდია, თრომბოფლებიტი, თრომბოზი, ვაზოდილატაცია.   საჭმლის  მომნელებელი  სისტემის  მხრივ: ანორექსია, აფტოზური  სტომატიტი, კარდიოსპაზმი, კოლიტი, პირის სიმშრალე, დუოდენიტი, დისფაგია, ენტერიტი, სისხლდენა  საყლაპავიდან, ეზოფაგიტი, კუჭ-ნაწლავის კარცინომა, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის  ტრაქტიდან, კუჭ-ნაწლავის  ტრაქტის კანდიდოზი, გინგივიტი, გლოსიტი, პირიდან  უსიამოვნო სუნი, სისხლიანი  ღებინება, მადისმომატება, მელენა, პირის ღრუს კანდიდოზი, პირის ღრუს წყლული, პერიოდონტალური  აბცესი, პერიოდონტიტი, რექტალური სისხლდენა, კუჭის  წყლული, ენის ფერის შეცვლა, წყლულოვანი კოლიტი.   ენდოკრინული სისტემის მხრივ: შაქრიანი დიაბეტი, გლუკოზურია, ჩიყვი.  ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ნაღვლის კოლიკა, ბილირუბინემია, ქოლეცისტიტი, ქოლელითიაზი, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი და ტუტე ფოსფატაზის, გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზის, დონის ACT (SGOT) დონის მატება. სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ: ანემია, ეკქიმოზი, ეოზინოფილია, ჰიპოქრომული ანემია, რკინადეფიციტული ანემია, ლეიკოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.   ნივთიერების ცვლის მხრივ: დეჰიდრატაცია, შეშუპება, პოდაგრა, პერიფერიული შეშუპება, წყურვილის შეგრძნება, წონის მომატება ან შემცირება.   ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ართრიტი, ართროზი, ძვლის ტკივილი, ბურსიტი, ძვლების და სახსრების არეში დისკომფორტი, კუნთების სპაზმი, კეფის კუნთების რიგიდობა, მიალგია, ტენოსინოვიტი.  ნერვული სისტემის მხრივ: ცნობიერების დაბინდვა, კრუნჩხვა, დეპრესია, პირის სიმშრალე, დიზართრია, ემოციური ლაბილობა, ჰალუცინაციები, ჰიპერკინეზია, ლიბიდოს დაქვეითება, გაღიზიანებადობა, ნევრალგია, ნევრიტი, პარესთეზია, რეფლექსების დაქვეითება, ძილის დარღვევა, სომნოლენციო, ბოდვითი იდეები, ტრემორი, თავბრუსხვევა.  სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქული ასთმა, ცხვირიდან სისხლდენა, სლოკინი, ლარინგიტი, ფილტვის არეში დისკომფორტი, პნევმონია, ხმის შეცვლა. კანის და კანის დანამატების მხრივ: აკნე, ალოპეცია, კონტაქტური დერმატიტი, ეგზემა, სოკოვანი დერმატიტი, სისხლდენა, მარტივი ჰერპესი, სარტყლისებური ლიქენი, ლიქენოიდური დერმატიტი, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.  გრძნობათა ორგანოების მხრივ: მხედველობის დარღვევა, ამბლიოპია, კატარაქტა, სმენის დაკარგვა, დიპლოპია, ყურის ტკივილი, ექსტრაოკულარული დამბლა, გლაუკომა, გარეთა   ოტიტი, გემოს აღქმის დარღვევა, ყურებში შუილი.  შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ალბუმინურია, ბალანიტი, სარძევე ჯირკვლის ტკივილი, ცისტიტი, დისმენორეა, დიზურია, ეპიდიდიმიტი, ჰემატურია, იმპოტენცია, კენჭები თირკმელში, თირკმლის ტკივილი, ნიქტურია, წინამდებარე ჯირკვლის არეში დისკომფორტი, პიელონეფრიტი, სათესლე პარკის შეშუპება, ურეთრის ტკივილი, ურეთრიტი, საშარდე გზების მხრივ დისკომფორტი, ვაგინიტი.  მოულოდნელი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები