იცით ალდესს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალდესის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენების წარმოქმნის სიხშირე: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად(≥1/100-დან <1/10-მდე); არცთუ ხშირად(≥1/1000-დან <1/100-მდე); ; იშვიათად(≥1/10000-დან<1/1000-მდე); ძალიან იშვიათად(<1/10000); უცნობი სიხშირით(არსებულ  მონაცემებზე დაყრდნობით შეფასება შეუძლებელია).  პოსტმარკეტინგული კვლევები ფსიქიკის მხრივ ძალიან შვიათად: ჰალუცინაცია. ნერვული სისტემის მხრივ ძალიან იშვიათად: თავბრუსხვევა, ძილიანობა, ფსიქომოტორული აღგზნება. სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ ძალიან იშვიათად: ტაქიკარდია, გულისძგერის შეგრძნება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ძალიან იშვიათად: აბდომინალური ტკივილები, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, დიარეა. ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ ძალიან იშვიათად: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის და ბილირუბინის დონის მომატება, ჰეპატიტი. ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ  ძალიან იშვიათად: მიალგია ზოგადი მოშლილობა და ადგილობრივი რეაქციები ძალიან იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია, ანგიოედემა, ქოშინი, ქავილი, გამონაყარი, შეშუპება).  ცნობები საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ ცნობებს საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ, მას შემდეგ რაც სამკურნალო პრეპარატი დარეგისტრირდა, დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საშუალებას იძლევა განხორციელდეს სამკურნალო საშუალების მოხმარების ხანგრძლივი კონტროლი შეფარდებისა სარგებელი/რისკი. არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები