იცით ალფენ-სანოველს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალფენ-სანოველის გვერდითი მოვლენებია: ალენდრონატი ხასიათდება კარგი ამტანობით. 5 წლიანი კლინიკური გამოკვლევების შედეგებმა აჩვენეს მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობის არარსებობა გვერდითი მოვლენების სისუსტის გამო. ოსტეოპოროზის მკურნალობა პოსტმენოპაუზის დროს: აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები (1%-ზე მეტ პაციენტებში), რომლებიც სავარაუდოდ ან განსაზღვრულად იყო დაკავშირებული ალენდრონატის მიღებასთან დოზით 10მგ/დღე-ღამეში და აჭარბებდა პლაცებოს დონეს: ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი საყლაპავი მილის წყლული, დისფაგია, მუცლის შებერილობა, ტკივილი ძვლებში, კუნთებში და თავის ტკივილი. გარდა ამისა, აღინიშნება გულისრევა, კუჭის წვენის მჟავიანობის მომატება, ღებინება, კუჭისა და კუნთების სპაზმი, იშვიათად – გამონაყარი, ერითემა. ესტროგენ/ჰორმონჩამნაცვლებელ თერაპიასთან კომბინაცია: ალენდრონატის 10მგ დღე-ღამეში ერთხელ ესტროგენ±პროგესტინთან ერთად მიღებისას უსაფრთხოების და ამტანობის მაჩვენებლები არ განსხვავდება ანალოგიური მაჩვენებლებისაგან ამ პრეპარატებით ცალ-ცალკე ჩატარებული მკურნალობისას. პოსტმარკეტინგული მონაცემები: იშვიათ შემთხვევებში: ალერგიული რეაქციები, როგორებიცაა ჭინჭრის ციება, ანგონერვოზული შეშუპება; ეზოფაგიტი, საყლაპავი მილის სტენოზი და პერფორაცია. გარდა ამისა აღინიშნება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები, გამონაყარი, უვეიტი. ლაბორატორიული ანალიზის შედეგები: ჩატარებულმა კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა კალციუმის დონის არც თუ ისე დიდი, ასიმპტომური, დროებითი დაქვეითება (პაციენტების 18%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატს და 12%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს), და ფოსფატების დონის დაქვეითება (პაციენტების 10%-ში, რომლებიც ღებულობდნენ სამკურნალო პრეპარატს და 3%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს). კალციუმის დონი დაქვეითების სიხშირე < 8,0 მგ/დლ (2,0 მმ) და ფოსფატების დონის დაქვეითების სიხშირე < 2,0 მგ/დლ (0,65მმ) ორივე ჯგუფში მსგავსი იყო. გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები