იცით ტრიამპურ კომპოზიტუმს რა უკუჩვენებები აქვს?

ტრიამპურ კომპოზიტუმის უკუჩვენებებია: ტრიამპურ კომპოზიტუმის მიღება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სულფანილამიდების მიმართ მომატებული მგრნობელობა; თირკმლის ფუნქციის ძლიერი დარღვევები; შარდის გამოყოფის შემცირება (ანურია); თირკმლების მწვავე უკმარისობა (მწვავე გლომერულონეფრიტი); ძლიერ დარღვეული ღვიძლის ფუნქცია (პრეკომა და ღვიძლისმიერი კომა); ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (კალიუმის ან კალციუმის მომატებული დონე სისხლის პლაზმაში; კალიუმის და ნატრიუმის ძლიერ დაქვეითებული დონე სისხლის პლაზმაში); მოცირკულირე სისხლის რაოდენობის შემცირება (ჰიპოვოლემია). ქვემოთ არის მოყვანილი ის შემთხვევები თუ როდის მიიღება ტრიამპურ კომპოზიტუმი გამონაკლის შემთხვევებში და განსკუთრებული სიფრთხილით. ასეთ დროს აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ შემთხვევებს, თუ პაციენტს მანამდეც აღენიშნებოდა მსგავსი მოვლენები. პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ და აუცილებლად უნდა შეფასდეს მკურნალობის სარგებელი და რისკი ისეთ შემთხვევებში, როგორიც არის: თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, თირკმლის კენჭოვანი დაავადება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, პოდაგრა, შაქრიანი დიაბეტი, თუ არსებობს ეჭვი ფოლიუმის მჟავის დეფიციტის შესახებ (მაგ: ქრონიკული ალკოჰოლიზმით გამოწვეული ღვიძლის ციროზის დროს). მკურნალობის დროს რეკომენდირებულია ლაბორატორიული პარამეტრების რეგულარული კონტროლი. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ტრიამპურ კომპოზიტუმის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. მკურნალობის ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეწყდეს ბავშვის კვება დედის რძით.  სიფრთხილის ზომები: ტრიამპურ კომპოზიტუმის ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარებისას აუცილებლია პერიოდულად გადამოწმდეს სისხლის ლაბორატორიული პარამეტრები (ნარჩენი აზოტი, ელექტროლიტების, განსაკუთრებით კი კალიუმის და კრეატინინის კონცენტრაცია, აგრეთვე ლიპიდების, შაქრის და შარდმჟავას მაჩვენებლები). ხანდაზულ პაციენტებში, აგრეთვე გლიკოზიდების, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების (გლუკოკორტიკოიდები, მაგ: ბეტამეთაზონი, პრედნიზოლონი, ტრიამცინოლონი) და საფაღარათო საშუალებების კომბინირებული გამოყენებისას ყველაზე ხშირად განსაზღვრავენ კალიუმის, კრეატინინის და გლუკოზის კონცენტრაციას სისხლიში. თუ არსებობს ეჭვი ფოლიუმის მჟავის დეფიციტის შესახებ (ვიტამინი B ნაკლებობა, მაგალითად ღვიძლის ალკოჰოლური ციროზის დროს) ასეთ შემთხვევაში რეგულარულად უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზი. ტრიამპურ კომპოზიტუმის მიღება უნდა შეწყდეს პარათიროიდული ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევამდე და შაქრის დატვირთვის ტესტის ჩატარებამდე არანაკლებ 3 დღით ადრე, რადგან სხვა შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული მონაცემების შეცვლა. მანქანების და სხვა მექანიზმების მართვაზე ზეგავლენა: მკურნალობა ტარდება ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ინდივიდუალური რეაქციებიდან გამომდინარე, პაციენტებს შესაძლებელია იმდენად დაუქვეითდეთ სწრაფი რეაგირების უნარი, რომ დამოუკიდებლად ვეღარ შეძლონ ქუჩაში გადაადგილება, აგრეთვე ავტომანქანის და სხვა მექანიზმების უსაფრთხო მართვა. აღნიშნული რეაქცია განსაკუთრებით გამოხატულია მკურნალობის დასაწყისში დოზის მომატების შემთხვევაში, აგრეთვე ერთი პრეპარატის მეორეთი ჩანაცვლების დროს და ალკოჰოლის კომბინირებული გამოყენებისას. პირებმა, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს, უნდა გაითვალისწინონ რომ ტრიამპურ კომპოზიტუმმა შესაძლოა შეამციროს ცრემლის რაოდენობა (იხ. `გვერდითი ეფექტები~).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები