რა დროს გამოიყენება იზოსორბიდის დინიტრატი?

იზოსორბიდის დინიტრატის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი ენიშნებათ როგორც ანტიანგინალური საშუალება ქრონიკულად მიმდინარე გულის იშემიური დაავადების თავიდან აცილების მიზნით, დაძაბვის სტაბილური სტენოკარდიის შეტევების დროს. იყენებენ აგრეთვე როგორც პერიფერიულ ვაზოდილატატორს გულის უკმარისობის მძიმე ფორმების დროს. პერიფერიული ვენური სისხლძარღვების (ვენულები) ტონუსის დაქვეითების გამო პრეპარატი ამცირებს ვენური სისხლის დინებას გულისაკენ, წნევას სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში, ქოშინს, მოხრჩობის შეგრძნებას, ციანოზს. იშვიათად ენიშნებათ ანგიოსპაზმებით მიმდინარე დაავადების და ენდარტერიტების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი