იცით გემციტაბინ ლეკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გემციტაბინ ლეკის გვერდითი მოვლენებია:  ქვემოთ აღწერილი ნებისმიერი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს სამკურნალო საშუალების გამოყენება და უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან უახლოესი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაწესებულებას: – მძიმე ალერგიული რეაქციები (ასეთ რეაქციებს მიეკუთვნება გამონაყარი, არტერიული წნევის დაქვეითება, შეშუპება, სითხის დაგროვება ქსოვილებში, გულისცემის გახშირება, სუნთქვის გაძნელება და კოლაფსი); – კანის ძლიერი განშრევება ან ანთება; – კარდიოლოგიური დარღვევები, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ქოშინი, წვივების შეშუპება, გულის ცემის გახშირება და რითმის დარღვევა, სტენოკარდიული შეტევები; – კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა (დაბუჟების,  ჩხვლეტის, სიცივის შეგრძნება ან მგრძნობელობის დაკარგვა). თუ აღნიშნული გამოვლინებები იღებს სერიოზულ ფორმას ან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, შესაძლებელია განვითარდეს კანის სერიოზული დარღვევები. ყველა ზემოაღნიშნული მოვლენა მიეკუთვნება სერიოზულ გვერდით ეფექტებს, რომლის დროსაც პაციენტეს შესაძლოა დაჭირდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათად ვლინდება (ყოველ 1000 პაციენტში ერთი შემთხვევა). ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (10 პაციენტიდან ერთ შემთხვევაზე ხშირად): სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (შესაძლებელია გამოვლინდეს ისეთი შემთხვევები, როგორიც არის ტემპერატურა, ყელის ტკივილი, გამონაყარი, ცხვირიდან სისხლდენა ან სისხლჩაქცევები); ქოშინი; სისუსტის შეგრძნება, თმის ცვენა (ჩვეულებრივ თმის უმნიშვნელო ცვენა); გამონაყარი კანზე (რასაც ზოგჯერ თან ახლავს მსუბუქად გამოხატული ქავილი. უფრო სერიოზული ალერგიული რეაქციები გაცილებით იშვიათია); თირკმელების ტესტირების შეცვლილი პარამეტრები (შარდში ცილის და სისხლის გამოვლენა, თუმცა თირკმელების უმრავლესობა ძალიან იშვიათად ვითარდება); სითხის შეკავება (ხელის, ფეხის, გულისა და ფეხის შეშუპება). გრიპის მაგვარი მდგომარეობა (ტემპერატურა, თავის ტკივილი, ტკივილები, სისუსტე, მადის დაქვეითება, ხველა, სურდო, ოფლიანობა, ძილის მხრივ პრობლემები); ღვიძლის ფუნქციის შეცვლილი პარამეტრები. ხშირი გვერდითი მოვლენები (10 პაციენტში ერთ შემთხვევაზე იშვიათად): დაღლილობისა და ძილიანობის შეგრძნება; ცხელებისა და შემცივნების შეგრძნება; ცხელება; დიარეა; ყაბზობა; წყლულები პირის ღრუში, ტუჩებზე და ენაზე. არც ისე ხშირი გვერდითი მოვლენები (100 პაციენტში ერთ შემთხვევაზე იშვიათად): ხიხინი. იშვიათი გვერდითი მოვლენები (1000 პაციენტში ერთ შემთხვევაზე იშვიათად): სუნთქვის გაცილებით სერიოზული მოვლენები; გამონაყარი/წყლულები კანზე; ინექციის ადგილის გაწითლება, შეშუპება და ქავილი; ღვილის უკმარისობა; ღვიძლის ფერმენტების აქტივობის შეცვლილი პარამეტრები (ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის რაოდენობის მომატება); არტერიული წნევის დაქვეიება (კოლაფსის წინა მდგომარეობა). ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (10000 პაციენტში ერთ შემთხვევაზე იშვიათად): ღვიძლის უკმარისობა; თრომთბოციტების რაოდენობის მომატება; ნებისმიერი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის ზემოთ აღწერილი, უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები